უეფას შტაბ-ბინაში გამართული მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის წილისყრა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. არავითარი მოწვეული სტუმრები, ონლაინ რეჟიმი და ორად ორი გამონაკლისი – დანიელე დე როსი და რაფაელ ვან დერ ვაარტი უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ცერემონიაში. ახლა რაც შეგვეხება ჩვენ: ალბათ თითოეული ჩვენგანი ადგენდა ყველაზე სასურველი ქვეჯგუფის ვერსიას და ყველა კალათიდან თითქმის უმჯობესი გუნდი კი გვერგო. დეტალურად...
ჭდე: ესპანეთი
ლიოვი – საშობაო ზვარაკი
გერმანულ ფეხბურთში ცვლილებები მზადდება. 4 დეკემბერს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდიუმი შეიკრიბება და ოლივერ ბირჰოფს მოუსმენს. ეროვნული ნაკრების მენეჯერი ბოლო ორი წლის შედეგებს გააანალიზებს. ბირჰოფი თუ პრეზიდიუმს დაარწმუნებს, იოაჰიმ ლიოვი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება, თუ არა და უკვე შობამდე მოხსნიან. ჯერ იყო 3:3 თურქეთთან, რომელსაც ბოლო 20 წელიწადში ყველაზე მცირე ტელე-აუდიტორია ჰყავდა (5.8 მლნ)… მერე იყო...
ათი წლის შემდეგ
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალისტებმა, ჰოლანდიამ და ესპანეთმა ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ შეხვედრაში, 1:1 ითამაშეს. 10 წლის წინ, დამატებით დროში, „ლა როხამ” ანდრეს ინიესტას გოლით მოიგო და ჩემპიონი გახდა. ამჯერად, ესპანელთაგან „ბეტისის” შემტევმა ნახევარმცველმა სერხიო კანალესმა გაიტანა. ეს 29 წლის ფეხბურთელის პირველი გოლი გამოდგა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. სულ, წითელი მაისურით მას 6 მატჩში...
რონალდუმ ყველას დააფარა
კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ გასახდელში სერიოზული სკანდალი მოაწყო. საქმე იმაშია, რომ გუნდის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ფეხბურთელები კლუბის სასტუმროშივე გადაეყვანა კარანტინზე, რომელიც იქვე, საწვრთნელ ბაზასთან მდებარეობს. არადა, იმ მომენტში ფეხბურთელებს ორ-ორ ტესტზე ჰქონდათ მიღებული უარყოფითი პასუხი, იტალიური ჯანდაცვის პროტოკოლი კი სამ ტესტს ითვალისწინებს. თუ კარანტინში დარჩებოდა, რონალდუს ესპანეთთან პორტუგალიის ნაკრების ამხანაგური მატჩი უნდა გამოეტოვებინა...
სამშობლოს შეცვლა ნებადართულია
ფიფას კონგრესმა მოიწონა ცვლილება წესში, რომელიც ფეხბურთელის ეროვნულ ნაკრებში გამოსვლას განსაზღვრავს. ამიერიდან, ფეხბურთელს შეუძლია, უპრობლემოდ გადავიდეს მეორე ქვეყნის ნაკრებში, თუ პირველში მხოლოდ ერთი ოფიციალური (ამხანაგურები არ ითვლება) მატჩი აქვს ნათამაშევი. ოღონდ, ეს ერთი მატჩი რომელიმე დიდი ტურნირის ფინალური ეტაპისა არ უნდა იყოს. პირველად ამ რეფორმის იდეა 2018 წელს გაჩნდა. მაშინ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ უარი უთხრა...
რეკორდსმენი რამოსი
ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. საუბარია მცველებზე… რამოსმა უკრაინის ნაკრებთან (4:0) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. შედეგად, ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობა 23-მდე გაზარდა და არგენტინელ დანიელ პასარელას (22 გოლი) გადაასწრო. გარდა ამისა, რამოსი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში გატანილი გოლებით მერვე ადგილზე – მცველი ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს დაეწია. მის წინ არიან...
17 წლის ესპანეთის ნაკრებში
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში „ფურია როხას“ ღირსებას დაიცავენ. 3 სექტემბერს შტუტგარტში გერმანიის და 6 სექტემბერს მადრიდში, უკრაინის წინააღმდეგ. ესპანეთის ნაკრებში ბევრი ახალწვეულია, მათ შორის ბარსელონას 17 წლის ნახევარმცველი ანსუ ფატი. მეკარეები: დე ხეა, სიმონი მცველები: ნავასი, კარვახალი, რამოსი, ტორესი, ლიორენტე, გაია, რეგილონი, გარსია ნახევარმცველები:...
ფლორენციიდან ბუდაპეშტამდე
ესპანელებს შეუძლიათ თავი იმით ინუგეშონ, რომ ბუდაპეშტიდან ოქროს მედლის გარეშე მაინც არ მიდიან. უნგრეთის დედაქალაქში, ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში ვაჟთა გარდა ქალთა შორისაც მიმდინარეობდა და ჩემპიონობა სწორედ ესპანელმა მანდილოსნებმა იზეიმეს, რომლებმაც ფინალში რუსები დაჯაბნეს. ვაჟებში კი პირველობა უნგრეთმა გაიფორმა. მასპინძლებმა, რომლებიც წყალბურთის სამშობლოდან კი მიიჩნევიან და სპორტის ამ სახეობაში უდიდესი ტრადიციები გააჩნიათ, ევროპის საუკეთესო გუნდის წოდება მეცამეტედ...
ესპანური კალათბურთის ევერესტი
ვისაც არ უნდა მოეგო ფინალი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდებოდა. არგენტინა თუ შორეულ 1950 მოპოვებული ოქროთი იწონებდა თავს, ესპანეთს აგერ, 2006 წელს ჰქონდა ნაგემი ტრიუმფი. მარკ გაზოლი ძმასთან NBA-ს ჩემპიონობაში 1:2 კი აგებს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონობაში აქეთ მოუგო 2:1. სამი მეოთხედის შემდეგ ესპანეთი უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო (23:14, 20:17, 23:16). არ ჰგავდა არგენტინა 19 ქულის 10...
სკოლა
ცოტაც და მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ისტორიის კუთვნილება გახდება. ჩინეთში მიმდინარე ეს უმნიშვნელოვანესი სპორტული ფორუმი თვალსასეირო და მოლოდინისამებრ საინტერესო დაპირისპირებებით დახუნძლული გამოდგა. იყო სენსაციებიც, რომელთაგან, მართალია კაშკაშა ვარსკვლავების გარეშე მოთამაშე, მაგრამ მაინც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების უმედლოდ დარჩენა უნდა გამოვყოთ. მოულოდნელობა იყო საბერძნეთის ნაკრების საუკეთესო რვა გუნდში ვერ მოხვედრა და იგივე მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტის, ჩეხეთის გუნდის...








