ესპანეთის ნაკრებმა რობინ ლე ნორმანდისა და ფერან ტორესის გოლების, აგრეთვე ლუკა ლოჩოშვილის ავტოგოლის წყალობით საქართველოს ნაკრებს 3:1 მოუგო. ქართველთაგან ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ამ გამარჯვების შედეგად „ლა როხამ” ევრო 2024-ის A ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, თუმცა მასპინძლების სიხარულს თან სიმწარეც ახლდა: ბარსელონელი გავი დაშავდა. „თავად ამბობს, რომ ფეხში მირტყმის გამო (ლოჩოშვილთან ორთაბრძოლაში) არ დაშავებულა, მან ნაბიჯი...
ჭდე: ევრო 2024
ნორვეგია ევროზე ფლეი-ოფითაც ვეღარ მოხვდება
ერლინგ ჰოლანდისა და მარტინ ოდეგორის ნორვეგია ევრო 2024-ის მიღმა დარჩა. მას განაჩენი I ჯგუფმა გამოუტანა. რუმინეთისა და შვეიცარიის პირდაპირ გასვლამ ნორვეგიელებს ფლეი-ოფში მოხვედრის გზაც მოუჭრა. I ჯგუფიდან პირდაპირ ისრაელი რომ გასულიყო, მაშინ ნორვეგიას გრძელი გზით მოვლის ვარიანტი რჩებოდა, მაგრამ ახლა ეს გამორიცხულია. ნორვეგიის ნაკრები მოგეხსენებათ საქართველოსთან ერთად შესარჩევი შეჯიბრების A ჯგუფში გამოდიოდა, სადაც ესპანეთმა და...
იტალიას უკრაინა დარჩა
ევრო 2024-ის C შესარჩევ ჯგუფში გამარჯვებული ინგლისის ნაკრებია, მეორე ადგილისთვის კი ბრძოლა გრძელდება. იტალიამ ჩრდილო მაკედონიას 5:2 მოუგო, რის შედეგადაც 13 ქულით უკრაინასთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. შესაბამისად, 20 ნოემბერს ლევერკუზენში უკრაინელებსა და „სკუადრა აძურას” შორის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. იტალიელებმა ჩრდილო მაკედონიელებს პირველი ტაიმი 3:0 მოუგეს, არადა 4:0-ის მოგებაც შეეძლოთ — ჟორჟინიომ პენალტი ვერ გაიტანა. შესვენების...
მაკტომინეი: ქართველები ბავშვებივით ტიროდნენ
საქართველოსა და შოტლანდიის შეხვედრის (2:2) შემდეგ, ევროპული პრესა მოიარა შოტლანდიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელის სკოტ მაკტომინეის ნათქვამმა, რომ ქართველები პატარა ბავშვებივით ტიდორდნენ. მაკტომინეიმ თბილისში სტუმრების პირველი გოლი გაიტანა. ეს მიმდინარე შესარჩევ ციკლში მისი მეშვიდე გოლი იყო. შედეგად, „მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშე გაუტოლდა ჯონ მაკგინსა და სტივენ ფლეტჩერს, რომელთაც შოტლანდიელთაგან საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი ჰქონდათ...
კვარა-შოუ სხვა ამპლუიდან
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოსა და შოტლანდიის შეხვედრის (2:2) აბსოლუტური გმირი იყო. „ნაპოლის” ფეხბურთელმა მეორე თავდამსხმელის ამპლუაში ბრწყინვალედ ითამაშა, ორი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები თამაშობდა 5-4-1 სქემით, რომელიც შეტევის ფაზაში 3-5-2-ად გარდაიქმნებოდა. კვარაცხელია გიორგი მიქაუტაძის დამხმარე ფორვარდის ფუნქციას ასრულებდა. ეს როლი განსხვავებულია იმისგან მას „აძურიში” სთხოვენ. ნაკრებში კვარაცხელიას სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ იგი მეორე თავდამსხმელის ფუნქციას კარგად...
შოტლანდიას ვეღარ მოვუგეთ
საქართველოს ნაკრებმა მესამედ ისტუმრა შოტლანდია. წინა ორი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ამჯერად ასე არ მოხდა – 2:2. ვილი სანიოლის გუნდი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე შესარჩევი ეტაპის წინა შეხვედრებში. იყო კარგი ეპიზოდები, სისწრაფეში თამაში გამოგვდიოდა და მეტოქეს ვაწუხებდით. გვქონდა შეცდომებიც, მაგრამ თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს უფრო ჩვენი გუნდი იყო, მაგრამ… საქართველოს ნაკრების გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ...
ვარჯიში ოცდაოთხით…
საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 ნოემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩს თბილისში, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 14 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ გაბრიელ სიგუამ ტრავმის გამო ნაკრების შეკრება დატოვა. 15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს, მანამდე კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა...
ნაპოლის კვირას რაჰმანი დააკლდება
ამირ რაჰმანისთვის სანაკრებო კვირა ადრე დაიწყება. „ნაპოლის” ცენტრალური მცველი ოთხშაბათს „უნიონ ბერლინის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოედანზე იქნება, მაგრამ ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე დატოვებს კლუბს. შესაბამისად, რაჰმანი ვერ მიიღებს მონაწილეობას კვირას, „ემპოლისთან” დაპირისპირებაში, რომელიც „მარადონაზე” საქართველოს დროით 15 საათსა და 30 წუთზე გაიმართება. მიზეზი: უეფამ სწორედ კვირისთვის გადადო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა კოსოვოსა და ისრაელის...
შვიდი ქვეყანა უკვე ცნობილია
გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის თამაშები 2024 წლის 14 ივნისს დაიწყება. მასპინძლებს შეჯიბრებაში ადგილი გარანტირებული აქვთ, დანარჩენი 23 გუნდიდან კი შვიდის ვინაობა ცნობილი გახდა. 1972, 1980 და 1996 წლების ევროპის ჩემპიონ გერმანიას პარასკევს შეუერთდნენ: დიდიე დეშამის საფრანგეთი, რომელიც B ჯგუფში ასპროცენტიან შედეგს აჩვენებს — 6 შეხვედრიდან ექვსივე მოიგო (გოლები 13:1). „ლურჯები” კილიან მბაპესა და ანტუან...
დიდი ნეხვი კორიდის ქალაქში
ევრო 2024-ის შესარჩევ A ჯგუფში, სევილიაში ესპანეთმა შოტლანდიას 2:0 მოუგო, მაგრამ მე-60 წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, სქოთებს გოლი გაუუქმეს. ეს VAR-ის დახმარებით გადაწყდა, მაგრამ ვინ იცის რა მოხდებოდა საფინალო სასტვენამდე 30 წუთით ადრე ბრიტანელებს ერთგოლიანი უპირატესობა რომ მოეპოვებინათ. გოლი, რომლის ვიდეოჩანაწერს ქვემოთ გთავაზობთ, სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. მსაჯის გადაწყვეტილება კი იმდენად საეჭვო იყო,...









