ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები 5 თამაშიდან 4 ქულით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა, ესპანეთმა შოტლანდიას შინ 2:0, ხოლო ნორვეგიამ კვიპროსს სტუმრად 4:0 მოუგო. ამ შედეგების გათვალისწინებით, „ლა როხა” გერმანიის საგზურამდე ერთ ნაბიჯშია. საამისოდ, ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭებს კვირას ნორვეგიის დამარცხება სჭირდებათ. ოსლოში გამარჯვების შემთხვევაში ესპანელები ჩრდილოელებს ხუთი ქულით ჩამოიტოვებენ. ამის შემდეგ სტალე...
ჭდე: ევრო 2024
ოცი წლის წინანდელი ფეხბურთი წარსულს ჩაბარდა
იტალიის ნაკრებმა უკრაინას 2:1 მოუგო. მასპინძელთა გოლები მე-12 და 29-ე წუთებზე „ინტერის” 23 წლის ნახევარმცველმა დავიდე ფრატეზიმ გაიტანა. უკრაინელთაგან ერთი საპასუხო კიევის „დინამოს” ვეტერანმა, 33 წლის თავდამსხმელმა ანდრეი იარმოლენკომ შეაგდო. ამრიგად, „სკუადრა აძურას” ახალმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პირველი გამარჯვება მოიპოვა. 5 ტურის შემდეგ C ჯგუფს 13 ქულით ინგლისი ლიდერობს. თამაშით ნაკლები და 7 ქულა აქვს...
ესპანეთი სუსტებს ბრდღვნის
ესპანეთის ნაკრებმა სექტემბრის მატჩებში საუცხოო შედეგს მიაღწია. გასულ პარასკევს თბილისში, ქართველების კარში გატანილ შვიდ გოლს, სამშაბათს, გრანადაში, კვიპროსის კარში გატანილი ექვსი დაამატა და შეკრება ოთხ დღეში ცამეტი გოლით დაასრულა. ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოში მოსინჯული სასტარტო შემადგენლობა სამი კაცით შეცვალა, აქედან ორი ცვლილება იძულებითი იყო — დანი ოლმო და მარკო ასენსიო დაშავდნენ; მათ მაგივრად მოედანზე...
სპალეტი: მე ისედაც ცოტა მძინავს
იტალიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში 1:1 ითამაშა, რამაც ლუჩანო სპალეტის დებიუტს ჩრდილი მიაყენა, „სკუადრა აძურას” სატურნირო მდგომარეობა კი დაამძიმა. ანგარიში 47-ე წუთზე ჩირო იმობილემ გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე „ტრაბზონსფორის” ნახევარმცველმა ენის ბარდიმ გაათანაბრა. მატჩის შემდეგ სპალეტიმ თქვა: …ჩვენ გადმოგდებული, ასხლეტილი ეგრეთწოდებული მეორე ბურთების მოპოვება გაგვიჭირდა. გუნდურ ბლოკებს ვერ ვაყენებდით. სხვა მხრივ ცუდად არ გვითამაშია. უარესიც შეიძლებოდა...
რაში გადაახდევინეთ ხალხს 50 ლარი?
ასეთ თამაშს სახელი არ აქვს საქართველოს ნაკრებმა ანტირეკორდი დაამყარა – ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო; ისტორიაში ყველაზე მეტი ბურთი გაუშვა; ეს ყველაფერი ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან მატჩში მოახერხა – 1:7. ასეთ თამაშებზე არ იწერება… ასეთ თამაშებს სახელი არ აქვს… ასეთ თამაშებზე ბილეთი 50 ლარი არ ღირს… ასე თამაში არ შეიძლება… იმას...
ესპანელთა არეული კვირა საქართველოსთან მატჩის წინ
ესპანური პრესა ხაზს უსვამს, რომ მათი ქვეყნის ნაკრები დღეს თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში უნდა დაუპირისპირდეს. „ლა როხა” ამ თამაშისთვის საგანგებოს ემზადება, მაგრამ… ცოტა უჩვეულოდ. დავიწყოთ იმით, რომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდისთვის მზადების პერიოდი იდეალური არ გამოდგა, რადგან მთელი გასული კვირის განმავლობაში ესპანეთში მთავარი საფეხბურთო თემა იყო არა ნაკრების მოახლოებული შეხვედრა, არამედ ფედერაციის...
ესპანელებს მერიოტთან ასობით გულშემატკივარი თბილად დახვდა
ესპანეთის ნაკრები თბილისშია, იტყობინება AS. ფრენას ხუთი საათი დასჭირდა. გუნდი სასტუმრო „მერიოტში” დაბინავდა. დღეს საღამოს ესპენელები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევი თამაშის წინ ბოლოჯერ ივარჯიშებენ. პედრო როჩასთვის ეს ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა იქნება. მას პოსტი იმის გამო ჩააბარეს, რომ ლუის რუბიალესმა ფეხბურთელ ქალს ტუჩებში აკოცა და...
ნაკრები შეივსო…
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 5 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე უკვე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს ის ლეგიონერები შეუერთდნენ, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს. მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა. „რთული თამაშები გველოდება. ჯგუფის ორ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. სასიამოვნოა, რომ ესპანეთთან...
სანიოლი მხოლოდ შედეგმა გაახარა, ქეცბაია კვიპროსელებზე განაწყენდა…
მას შემდეგ, რაც ვილის სანიოლი საქართველოს ნაკრებს უდგას სათავეში, იშვიათად გვინახავს ისეთ კარგ განწყობაზე, როგორც ეს ლარნაკაში კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ იყო, ფრანგი სპეციალისტი პრესკონფერენციაზე შესანიშნავ ხასიათზე გახლდათ და ჩვენს კითხევბსაც ხალისით პასუხობდა. „საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული გუნდია და მაღალ დონეზე სტაბილურად თამაში ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს. გამარჯვებით გახარებულები ვართ, მაგრამ არა თამაშის ხარისხით....
ქეცბაია თარჯიმანი და… მწვრთნელი
17 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს ეთამაშება. ლარნაკაში თამაშისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია და ეს ქუჩაში გამოსვლისთანავე იგრძნობა. სხვათა შორის ადგილობრივი გულშემატკივარები და ჩვენი კოლეგებიც გაკვირვებული არიან, რატომ გადაწყდა საქართველოსთან თამაშის ლარნაკში ჩატარება, რამეთუ, ნიქოზიასა და ლიმასოლში გაცილებით დიდი ტევადობისა და უფრო ახალი სტადიონებია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან ყურადღების...









