ჭდე: გიორგი სარდალაშვილი

Home გიორგი სარდალაშვილი
ქართული ფინალი მაისურაძემ წაიღო
ჩანაწერი

ქართული ფინალი მაისურაძემ წაიღო

ძალიან მაგარი შეგძნებაა, როდესაც ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ იცი, რომ ჩემპიონი აუცილებლად ქართველი გახდება… ასე მოხდა დოჰაში, სადაც დღეს საჭიდაოდ 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავიდნენ და ფინალი ქართული გამოდგა –ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. საინტერსო და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში, მაისურაძემ ლამაზი ილეთით მოიგო. ოქროსკენ მიმავალ გზაზე მაისურაძემ უნგრელი როლანდ გოზი, თურქეთის წარმომადგენელი...

ტატო ყველაფერს ანგრევს
ჩანაწერი

ტატო ყველაფერს ანგრევს

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!!! 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული შეინარჩუნა. ეს შეჯიბრების მეოთხე დღე იყო და ჩვენების პირველი ოქრო. პირველობისკენ მიმავალ გზას ჩვენებური მაროკოელი აშრაფ მუტის დაიპონებით შეუყვა, შემდეგ ტაჯიკ შოდმონ რიზოევს აჯობა, მეოთხედფინალში ავსტრიელთა სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილს დამატებით დროში ვაზარით მოუგო, ნახევარფინალი ფანტასტიკურად იჭიდავა და კორეელი...

სარდალაშვილის სადებიუტო მედალი
ჩანაწერი

სარდალაშვილის სადებიუტო მედალი

დოჰაში დაიწყო ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი და ქართველთა მონაგარი ჯერ მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია. მედალი კი დებიუტანტმა, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა. მომავალმა მედალოსანმა ჯერ ზამბიელი საიმონ ზულუ, შემდეგ ავსტრიელი მარკუს აუერი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. იქ კი სარდალაშვილმა ჯერ ყაზახი ნურკანატ სერიკბაევი, შემდეგ ბელგიელი...

გრანდ სლემი ქართულად დაიხურა
ჩანაწერი

გრანდ სლემი ქართულად დაიხურა

თბილისში დასრულდა ძიუდოისტთა გრანდ სლემი, რომლის ბოლო დღე ქართული დელეგაციისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. არადა, მანამდე ჩვენს ნაკრებს სულ 2 მედალი ჰქონდა მოპოვებული: გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ვერცხლის მედალი ირგუნა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73) – ბრინჯაო. დღეს ოთხ მედალს რომ მოვიპოვებდით, წინასწარი შეხვედრების შემდეგ ნათელი იყო: ბოლო დღეს სამ წონით კატეგორიაში ოთხი ჩვენებური ფინალში გავიდა. 90 კილოგრამამდე...

სარდალას პირველი ოქრო
ჩანაწერი

სარდალას პირველი ოქრო

გიორგი სარდალაშვილმა აბუ დაბის „გრანდ სლემზე“ ოქროს მედალი მოიგო. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად მებრძოლმა სარდალაშვილმა კარიერის პირველი ტიტულისთვის ბრძოლაში, ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელ იუნგ ვეის ლამაზი გდებით ვაზარი აართვა და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ფინალამდე სარდალაშვილმა ისრაელი წარმომადგენელი მათან კოკოლაიევი, ფრანგი მაქსიმ მერლინი, თურქი საჰილ ილდიზი და აზერბაიჯანელი ბალაბაი აგშაევი იპონებით დაამარცხა. იუნგ...

მეტის მოლოდინში
ჩანაწერი

მეტის მოლოდინში

ზაგრებში მიმდინარე გრან პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა დელეგაციამ საკუთარ მონაგარს კიდევ ერთი ბრინჯაო შემატა… 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მედალი კი აიღო, მაგრამ მისგან ყოველთვის მეტს ველით. ჩვენებურმა მოლოდველი ნიკონ ზაბოროსკიუ და თურქმენი დაიანჩ ომიროვი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელი ბრძოლა ფრანგ ალფა დიალოსთან წააგო და რეპშაჟში გადაინაცვლა. იქ ტატო ჩვეულად გამოიყურებოდა – აზერბაიჯანელი ზელიმ...