ჭდე: გარინჩა

Home გარინჩა
აფსუს, ბილ შენკლი…
ჩანაწერი

აფსუს, ბილ შენკლი…

ეს ფოტო 1965 წელს არის გადაღებული. მოსკოვში. მარცხნივ, სსრკ ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი ნიკოლაი მოროზოვია. მარჯვნივ კი ფეოლაა. არა, არა, ის ფეოლა კი არა, ნამდვილი ფეოლა! ვისენტე ფეოლა! ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი! ვფიქრობ, ზედმეტია იმის დაზუსტება, რომ ვისენტემ კი არ დაირქვა იპოლიტე ხვიჩიას ცნობილი პერსონაჟის სახელი, პირიქით – ამ ფეოლას სახელი შეარქვეს შეუდარებელი იპოლიტეს პერსონაჟს! მაშინ, ბრაზილიელთა...

რა ღირს მესის ცრემლი?
ჩანაწერი

რა ღირს მესის ცრემლი?

არგენტინელი ფენომენის ბარსელონური ეპოქა ცრემლებით და სამუდამო სიყვარულის მტკიცებით დასრულდა. რაღაც უცხო განცდა დაგვეუფლა. ამ ცრემლებამდე მაინც გვჯეროდა, რომ საწაული მოხდებოდა. ეს ჩვენ და აბა, წარმოიდგინეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც მესი და „ბარსელონა“ ცალ-ცალკე არც უნახავს. ლეოს წასვლით გადაიფარა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: გასული სეზონის დასრულებასთან ერთად მესიმ გადალახა მილიარდ დოლარიანი ბარიერი – ის გახდა მეოთხე...

მადლობა, მაგრამ…
ჩანაწერი

მადლობა, მაგრამ…

„ბარსელონასა“ და „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი, კამერუნის ნაკრების ბომბარდირი, სამუელ ეტოო პოპულარული ფრანგული ჟურნალის, France Football-ის არჩევანით უკმაყოფილოა. საქმე ის არის, რომ France Football-მა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების სია პოზიციების მიხედვით გამოაქვეყნა. თავდასხმა სამ ნაწილად გაიყო – მარცხენა, მარჯვენა და ცენტრალური. ეტოო პრეტენდენტთა შორის მარჯვენა ფორვარდის პოზიციაზე მოხვდა, რაც გახდა კიდეც ფეხბურთელის უკმაყოფილების მიზეზი. „მადლობა, მაგრამ ფლანგზე...

ეს რა სპორტია?
ჩანაწერი

ეს რა სპორტია?

ვაღიაროთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა. ფეხბურთი უმაყურებლოდ? სულ ორჯერ მქონდა „ბედნიერება“, უმაყურებლო ფეხბურთისთვის ტრიბუნიდან მეყურებინა. ვაღიარებ: სჯობს, მეტოქის ფანებით გადაჭედილ სტადიონზე სტუმრად ითამაშო, ვიდრე შინ, მაგრამ სიცარიელის გენიალური აკუსტიკის თანხლებით. სპორტი სანახაობაა, რომელსაც მაყურებელი და ცოცხალი ემოცია სჭირდება. ტელეეკრანს მიღმა დარჩენილი ემოცია სათვალავში არ მიიღება. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება,...

სანამ კორონა გადივლიდეს – 3
ჩანაწერი

სანამ კორონა გადივლიდეს – 3

ძაღლი გარინჩას ერგო ჩილეში გამართული 1962 წლის მონდიალის მეოთხედფინალი ბრაზილია-ინგლისი ისტორიაში მხოლოდ დიდებული გარინჩას დუბლით როდი შევიდა. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე მაწანწალა ძაღლი გამოჩნდა. მსაჯის და მის დასახმარებლად მობილიზებული პოლიციელების ძალისხმევა უნაყოფო აღმოჩნდა.. ცუგა ვერავინ მოიხელთა. სიტუაციაში სხვებზე უკეთ ინგლისელი ჯიმი გრივზი გაერკვა. ძაღლების დიდი მოყვარული გრივზი ოთხზე დადგა და ისე მოუხმო. ცუგო ენდო, მაგრამ როცა...

მანე – ბიჭი ოქროს გულით
ჩანაწერი

მანე – ბიჭი ოქროს გულით

სადიო მანე პირველი სიდიდის ვარსკვლავია მსოფლიო ფეხბურთში და უპირობო ლიდერი სენეგალის ნაკრებში. ექსპერტები პრემიერლიგის წლის საუკეთესოს ტიტულსაც უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ვარსკვლავური იმიჯის შექმნას სულაც არ ცდილობს. „რად მინდა ათი „ფერარი“ ან ბრილიანტებიანი საათების კოლექცია?! რა სიკეთეს მომიტანს ეს ნივთები მე ან ჩემს ახლობლებს?!” – კითხულობს მანე. ამ რიტორიკულ კითხვებზე პასუხი მისსავე ბავშვობაში იმალება. მანე პატარა სენეგალურ...

პელე გაზაფხულიდან
ჩანაწერი

პელე გაზაფხულიდან

ბავშვობაში, 70-იანების ბოლოს, ეზოს ბიჭები ხშირად მივდიოდით ხოლმე კინოთეატრ „გაზაფხულში.“ იქ ისეთ ფილმებს აჩვენებდნენ, რომელიც სხვაგან არ იყო. ერთი ასეთი – „ეს პელეა“ გახლდათ. დასაწყისში ფეხბურთის მეფე პლიაჟზე მირბოდა „პინკ ფლოიდის“ მისტიკური მუსიკის ფონზე. მერე  მისი ფანტასტიკური თამაშის ფრაგმენტები ცვლიდა ერთმანეთს. იქიდან ისეთი დამუხტულები გამოვდიოდით, დღესაც მბურძგლავს ტანში. აღარც  მახსოვს რამდენჯერ ვნახეთ. მერე კი იწყებოდა...