რობერტო სოლდადოსა და არიც ადურისის შემთხვევა გვარწმუნებს, რომ ფეხბურთი ის სპორტია, სადაც შესაძლოა ცხოვრებისეული მეგობარი გაიჩინო. მათი ძმაკაცობაც „მესტალიაზე“ დაიწყო… ისინი ერთმანეთს 2010 წელს, „ვალენსიაში“ თამაშის პერიოდში შეხვდნენ და გვერდი-გვერდ კიდევ 2 წელიწადი ითამაშეს. ორი წლის განმავლობაში, ერთად ღამურებისთვის 75 გოლი გაიტანეს და წარმატებასაც ჩახუტებულები მუდამ ერთად ზეიმობდნენ. სავარაუდოდ, 34 წლის სოლდადო „გრანადაში“ კარიერის ბოლო...
ჭდე: ბილბაო
მესის პირადი მტერი
ესპანეთის მსაჯთა გამანაწილებელმა ორგანომ, რომელსაც RFEF ეწოდება, მოახლოებულ უქმეებზე ყველა არბიტრს თავისი მატჩი მიუჩინა. ლაპარაკია ლა ლიგის მე-14 ტურზე, რომელიც სანაკრებო წყვეტას მოსდევს. „ბარსელონა” შაბათს, საქართველოს დროით 16 საათზე სტუმრად თამაშობს „ლეგანესთან”. ამ შეხვედრას მოემსახურება სანტიაგო ხაიმე ლატრე. ლატრეს კარიერაში „ბლაუგრანას” თამაში ათჯერ განუსჯია. მათგან „კატალონიის სიამაყემ” 8 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. ბარსელონელთათვის ასეთი სასიამოვნო...
სავსეა ცრემლთა შურისძიებით…
ყოველთვის თავჩახრილი, მშრომელი, პოზიტიური, ხმის არ ამწევი და ფეხბურთის თამაშზე უზომოდ შეყვარებული – ესაა ხავი მარტინესი. ბასკს ყველა ენდობოდა, იუპ ჰაინკესმა მის გადასაყვანად ყველაფერი გააკეთა, გვარდიოლას სადაც უჭირდა, მას ყველა პოზიციაზე ათამაშებდა, ისევე როგორც ანჩელოტი. გუნდიდან წასვლამდე, რაიფინიამაც ასე თქვა, ჰაინკესი და გვარდიოლა მენდობოდნენ, ნიკო კოვაჩი ვინ არის ძირითადში რომ არ მათამაშებსო. ხორვატს სხვა ხედვა...
რო გაეტანა, რო არ გაეშვა
„რო გაეტანა“ ფეხბურთის მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია. საფეხბურთო საკითხებზე კამათში ის სიტუაციის გამწვავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახლავთ. „რო გაეტანა, საქმე სხვაგვარად წავიდოდაო“, მილიარდჯერ უთქვამთ გულშემატკივრებს. იგივე შეიძლება ითქვას „რო არ გაეშვას“ შესახებ. ესეც განთქმული ფრაზაა, მაგრამ, როგორც წესი, ფეხბურთის მოყვარულებს ავიწყდებათ ხოლმე, რომ სოკერი ულმობელი თამაშია და საბოლოო შედეგისთვის „რო“-ს მნიშვნელობა არა აქვს. ეგებ გულშემატკივრისთვის...
ხავი და ბარაქა ბასკეთში
ბილბაოს „ატლეტიკი” 30 წლის ხავი მარტინესის დაბრუნებას ცდილობს. მოგეხსენებათ, ამ კლუბს სხვათაგან ერთი თავისებურება გამოარჩევს — მხოლოდ ეროვნებით ბასკ ფეხბურთელებს ათამაშებს. ხავი მარტინესი კი არა მხოლოდ ბასკია, არამედ ბილბაოს ყოფილი მოთამაშეცაა. ის „ბაიერნში” 2012 წელს გადავიდა, მანამდე კი 6 წელიწადი „ატლეტიკში” გამოდიოდა. „ჩვენ მისი შეძენით დაინტერესებულები ვართ”, — თქვა ბილბაოელთა სპორტულმა დირექტორმა რაფაელ აკორტამ რადიო...
ტიბო მადრიდში, კეპა ლონდონში
„ჩელსი” მსოფლიოს რეკორდს ამყარებს, ბილბაოს „ატლეტიკისგან” ბასკ მეკარეს კეპა არისაბალაგას 71 მილიონ გირვაქად (79,1 მილიონ ევროდ) ყიდულობს და შესაბამისად ბელგიელ ტიბო კურტუას „რეალისკენ” გზას უხსნის. 23 წლის არისაბალაგას ან მოკლედ კეპას დასავლეთ ლონდონელები დღეს შეიძენენ და გახდებიან ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერის მფლობელები. „ჩელსი” იძულებული გახდა აჩქარებულიყო, რადგან პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა ხვალ იხურება, მსოფლიოს ჩემპიონატის...
რეალს კეპა 25 მილიონად დაიცავს
„ბილბაოს“ მეკარე კეპა არისაბალაგა რევუელტა 1 იანვრიდან მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება. 23 წლის კეპაში, „მარკას“ ცნობით, მადრიდული კლუბი ბასკებს 25 მილიონ ევროს მიუთვლის, ხოლო მეკარეს ექვსწლიან კონტრაქტს გაუფორმებს – 2 500 000 ევრო წლიურად. კეპა ბასკური კლუბის აღზრდილია. 2011 წლიდან „ბილბაოშია“. 2014-2016 წლებში განათხოვრებული იყო ჯერ „პონფერადინაში“, მერე კი „ვალიადოლიდში“. მისი კონტრაქტი „ბილბაოსთან“ მომავალ ივნისს...





