ჭდე: ბეტისი

Home ბეტისი
კუმანი: თუ სკანდალს ეძებთ, ეს თქვენი პრობლემაა
ჩანაწერი

კუმანი: თუ სკანდალს ეძებთ, ეს თქვენი პრობლემაა

დღეს „ბარსელონა” „ბეტისს” ხვდება. თამაში საქართველოს დროით 19 საათსა და 15 წუთზეა. მატჩის წინ, „ბარსას” მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სხვა საკითხებთან ერთად ლეო მესის ერთგულებაზეც ილაპარაკა. ამ ბოლო დროს მოხშირდა მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს არგენტინელმა „ბლაუგრანაზე” გული აიყარა. „ლეო დიდი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ მოედანზე გვჭირდება. აქ, მას შეუძლია მოწინააღმდეგეს პრობლემები შეუქმნას. მესი განსაკუთრებით საშიში შეტევაშია. როგორც...

რეალი და VAR ერთად ზედმეტია
ჩანაწერი

რეალი და VAR ერთად ზედმეტია

ესპანური „ბეტისის“ მთვარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ ლა ლიგის მესამე ტურის მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა მადრიდის „რეალთან“ 2:3 წააგო, კომენტარი გააკეთა. „როდესაც „რეალისა“ და VAR-ის წინააღმდეგ ერთდროულად თამაშობ, უკვე ზედმეტია. პირველ ტაიმში ჩვენ უკეთესები ვიყავით, გავიტანეთ ორი გოლი და გვქონდა სამი რეალური მომენტი. მერე, განხილვის შემდეგ მსაჯმა თავს უფლება მისცა დაენიშნა პენალტი „რეალის“ სასარგებლოდ და...

რამოსის 17 გაელვება
ჩანაწერი

რამოსის 17 გაელვება

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მესამე ტურის მატჩში „ბეტისთან“ (3:2) გოლი გაიტანა, რაც მცველებისთვის ახალი მიღწევაა. რამოსმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-17 სეზონში გაიტანა. ზუსტად ამდენივე სეზონში აქვს გატანილი „რეალის“ ყოფილ თავდამსხმელს კარლოს ალონსოს, ხოლო რეკორდსმენად „ბილბაოს“ შემტევი აგუსტინ გაინსა ითვლება, რომელსაც ზედიზედ 19 სეზონში გაუტანია. შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ რამოსი...

იყო პენალტი?
ჩანაწერი

იყო პენალტი?

„ბეტისისა” და „რეალის” შეხვედრის პირველ ტაიმში სერხიო რამოსმა ისეთი გოლი ვერ გაიტანა, ხალხი რომ ამბობს მანდედან აცილება უფრო ძნელი იყოო; სამაგიეროდ, „ლოს ბლანკოსის” კაპიტანმა 82-ე წუთზე პანენკასეული დარტყმით შეაგდო პენალტი და გუნდს სტუმრად 3:2 გამარჯვება მოუტანა. უნდა ითქვას, რომ თავად პენალტი, რომელიც მარკ ბარტრას მიერ წესის დარღვევის გამო დაინიშნა, ფრიად საეჭვო გახლდათ. და კიდევ ერთი,...

ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში სევილიაში
ჩანაწერი

ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში სევილიაში

„ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანზე” „სევილიამ” და „ბეტისმა” კორონავირუსის მიერ შეწყვეტილი ესპანეთის ჩემპიონატი განაახლეს. „სევილიამ” გაიმარჯვა 2:0. ეს დერბი, პანდემიის ფაქტორის გათვალისწინებით ისტორიული გახლდათ და ის ცხადია მაყურებლის გარეშე ჩატარდა. სამაგიეროდ, „სევილიელთა” შეტევებს ხარბად უყურებდა ფეხბურთს მონატრებული მსოფლიო ტელეაუდიტორია. ყველაფერში, რაც „სევილიას” კარგად გამოუვიდა, 25 წლის არგენტინელი ლუკას ოკამპოსი მონაწილეობდა. მას შეხვედრის დასაწყისშივე შეეძლო ანგარიშის გახსნა,...

სევილური დერბი ვირტუალური ქომაგით
ჩანაწერი

სევილური დერბი ვირტუალური ქომაგით

კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ესპანეთის ჩემპიონატი დღეს განახლდება. პირველად მოედანზე „სევილია“ და „ბეტისი“ გავლენ. ამათი დაპირისპირება კი მოგეხსენებათ, სევილიური დერბია. ესეც და სეზონის დარჩენილი თამაშებიც, როგორც ადრევე იყო ცნობილი, უმაყურებლოდ გაიმართება. თუმცა წესით, საინტერესო ტექნიკური სიახლის მომსწრენი უნდა გავხდეთ – გადაწყდა, რომ გულშემატკივრებს ტრიბუნებზე კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით „დაამატებენ.“ რამდენად რეალური იქნება ამგვარი გრაფიკა, სულ მალე...

ლა ლიგა 8 ივნისს განახლდება
ჩანაწერი

ლა ლიგა 8 ივნისს განახლდება

როგორც იქნა, გაირკვა ეაპანური ლა ლიგის განახლების თარიღი. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა 8 ივნისს დაჰკრა ბეჭედი და ეს ამბავი პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა. ლა ლიგის გუნდები მზადებას ამ კვირაში შეუდგნენ. თავიდან ისინი პატარა ჯგუფებად ვარჯიშობდნენ, ახლა კი უკვე ათი კაცის ერთობლივი წვრთნა არის ნებადართული. შეგახსენებთ, რომ 20 გუნდიან ჩემპიონატში თითოეულს 11 შეხვედრა აქვს დარჩენილი. „ბარსელონა” 2...

ბარსელონამ კიკეს დაუძახა
ჩანაწერი

ბარსელონამ კიკეს დაუძახა

„ბარსელონას“ ლეგენდის, ხავი ერნანდესის შინ დაბრუნების თაობაზე ცნობა ტყუილი გამოდგა. ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა შარშან მაისში დაასრულა, ამჟამად საუდის არაბეთის „ალ სადის“ მწვრთნელია. ესპანეთის სუპერთასზე განცდილი კრახის შემდეგ, „ბარსელონას“ ბოსებმა ერნესტო ვალვერდეს კარისკენ მიუთითეს, მისი ადგილის დაკავებას სწორედ ხავის უწინასწარმეტყველებდნენ. „ალ სადის“ მფლობელი არაბი შეიხები მას საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობნენ კიდეც, მაგრამ ამაოდ… „ბარსელონას“ ენრიკე სეტიენი...

ვინ არის ფატი?
ჩანაწერი

ვინ არის ფატი?

გაიცანით: 16 წლის კაფანდარა ფორვარდი. ფატი კატალონიელ ქომაგებს ახალ იმედად მოევლინა  და უკვე კლუბის ისტორიის გადაწერაც მოახერხა. სეზონის სტარტზე „ბარსას“ პრობლემები აქვს. თითქოს მესის ტრავმა არ კმაროდაო და გასულ ტურში გუნდმა უსამა დემბელე და ლუის სუარესიც მოისაკლისა. მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს მეტი არაფერი დარჩენოდა და კლუბის აღსაზრდელებს მისცა შანსი – 16 წლის ფატის და 21 წლის...

ტელოს ამბავი
ჩანაწერი

ტელოს ამბავი

გახსოვთ კრისტიან ტელო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ 7:1 „ლევერკუზენთან“. მაშინაც მოედანზე მთავარი კაცი ლეო მესი იყო. 5 გოლი ერთ მატჩში და რეკორდი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე… თუმცა, არგენტინელთან ერთად, 2012 წელს გამართულ შეხვედრაში ერთ ახალგაზრდა ბიჭსაც შეამჩნევდით. მაშინ 22 წლის ფეხბურთელმა გერმანელებს დანარჩენი ორი გოლი გაუტანა და უმალ აჟიოტაჟი ატყდა. რას არ წერდნენ ესპანეთში. ოქროს...