ეს სათაური ჩვენი არ არის, გერმანული „შპორტბილიდისაა”, რომელმაც ამ ხერხით იმთავითვე აუწყა მკითხველს, რომ ჯერ ერთი „ბაიერნისა” და მექსიკური „ტიგრესის” ფინალური შეხვედრის ერთადერთი გოლი 24 წლის ბენჟანიმ პავარმა გაიტანა და მეორე, გოლს VAR-ზე დასჭირდა გადამოწმება, ამდენად საეჭვო იყო. მაშ ასე, მსოფლიოს უძლიერესმა კლუბმა, „ბაიერნმა”, მიჯრით მეექვსე დიდი ტიტული მოიგო: ბუნდესლიგის ჩემპიონობა (27 ივნისი, 2020); გერმანიის...
ჭდე: ბენჟამენ პავარი
თუკი ულიმ თქვა, ესე იგი მართალია!
„ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, 43 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩმა ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში ული ჰიონესის მიერ „დორტმუნდის” სატრანსფერო პოლიტიკის კრიტიკაზე, „ჩელსიზე” და ჯოშუა კიმიხზე ილაპარაკა. ბავარიელთა საპატიო პრეზიდენტმა, ჰიონესმა, ამასწინათ, ბუნდესლიგაში მისი კლუბის მთავარი კონკურენტი, „დორტმუნდი” გააკრიტიკა, რასაც პასუხი და პასუხის პასუხი მოჰყვა. ამ საკითხზე სალიჰამიჯიჩმა მარტივად თქვა: „თუკი ული ამბობს, ესე იგი მართალია!” რაც შეეხება „ჩელსისთან” ჩემპიონთა...
გერლინგერის და პავარის საიდუმლო შეხვედრა
ახლა კი არა, ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში წერდნენ „ბილდი” და „შპორტ ბილდი”, რომ მიუნხენის „ბაიერნი” მომავალ ანუ 2019 წლის ზაფხულში საფრანგეთის ნაკრების მარჯვენა მცველს ბენჟამენ პავარს იყიდის. ზუსტად ასახელებდნენ თანხასაც — 35 მილიონი ევრო. დღეს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი, საინტერესო დეტალები გახდა ცნობილი. „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” წერს, რომ „რეკორდმაისტერის” დირექტორი მიხაელ გერლინგერი პავარს რუსეთშივე მოელაპარაკა...
ლევანდოვსკი 30 გოლს გაიტანს
„შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” აღმასრულებელმა შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფრანგ მარჯვენა მცველ ბენჟამენ პარავთან დაკავშირებულ ჭორებს წერტილი დაუსვა. პავარზე ამბობდნენ, რომ როგორც კი ჯერომ ბოატენგი „ბაიერნიდან” წავიდოდა, ის „შტუტგარტს” დატოვებდა და რეკორდმაისტერს შეუერთდებოდა. „ეს ჭორია, — თქვა რუმენიგემ, — ჩვენ გვყავს ჰუმელსი, შულე, მარტინესი, ალაბა და ახალგაზრდები ლუკას მაი და კრის რიჩარდსი. ასე რომ ამ...



