ჟერარდ პიკემ თქვა, რომ „ბარსელონას” ფეხბურთელები მზად იყვნენ ხელფასის აღების ფორმულა შეეცვალათ, ოღონდ კი კლუბს ნეიმარის „პარი სენ ჟერმენისგან” გამოსასყიდი ფული გასჩენოდა. როგორც ცნობილია, ესპანეთის ჩემპიონი „კამპ ნოუდან” „პარკ დე პრენსზე” ორი წლის წინ გადაბარგებული ბრაზილიელის დაბრუნებას გასულ ზაფხულს აპირებდა. თავად 27 წლის ვარსკვლავსაც არ დაუმალავს „ბლაუგრანაში” დაბრუნების სურვილი, მაგრამ გეგმა ჩაიშალა. პიკემ Cadena Ser-ისთვის მიცემულ...
ჭდე: ბარსელონა
მესი ჯარიმიდან
„ბარსელონამ“ ლა ლიგის მორიგ ტურში „ვაიადოლიდს“ გადაუარა – 5:1 აჯობა. ეს კატალონიელთა ერთი, ჩვეულებრივი გამარჯვება იქნებოდა, თუმც ლეო მესიმ კარიერაში ჯარიმიდან 50-ე გოლი გაიტანა, რაც, დაგვეთანხმებით, აღსანიშნი ამბავია. ჰოდა, არც ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა დაიზარეს და მესის ყველა ის ჯარიმა დაუთვალეს, რომელიც მან ესპანეთის ჩემპიონატში, სამეფო თასზე, ჩემპიონთა ლიგაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსა და კოპა ამერიკას გათამაშებისას ზუსტად...
ეს არის ის?
„პირველად მას ელ პრატზე, „ნაიკის“ მაღაზიაში, მამასთან ერთად შევხვდი. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მასზე უკვე ბევრი რამ მსმენოდა. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია, როცა „ბარსელონაში“ ახალი მისული ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ ის თავის გუნდში გამორჩეული იყო. შევხედე ამ ტანმორჩილ და მორცხვ ბიჭს და ჩემს თავს ვკითხე: „ეს არის ის, ვისზეც მეუბნებიან?”-ასე იხსენებს პეპ გვარდიოლა ლიონელ მესისთან პირველ...
სათადარიგოობა კი არ აწყობს
სულ უფრო ახლოვდება ის დღე, როდესაც ხორვატი ივან რაკიტიჩი „ბარსელონას” დაემშვიდობება. ნახევარმცველი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში ვეღარ ჯდება და მიმდინარე სეზონში მეორეხარისხოვანი ფიგურაა. კატალონიური „სპორტი” წერს, რომ მისი საკითხი სავარაუდოდ იანვარში მოგვარდება. „სპორტის” ინფორმაციით რაკიტიჩის თაობაზე „ბარსელონა” და „ინტერი” უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ესპანური და იტალიური კლუბების წარმომადგენელთა შორის გასულ კვირაში შეხვედრა გამართულა. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ...
არა მესითა ხოლო მოიგებს ბარსელონა
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში, სტუმრად გატანილი გოლებით ვერ დაიკვეხნის. ისევ მესი თუ შეაგდებსო, ამბობს გამოცემა და მაგალითად პრაღაში ჩატარებული ბოლო თამაში მოყავს. „ბლაუგრანამ” 2:1 მოიგო. ორი გოლიდან ერთი მესიმ შეაგდო, მეორე კი… ჩეხებმა თავიანთ კარში გაიტანეს. სტუმრად უგოლობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ლუის სუარესი ყოფილა. აგერ უკვე...
ტერ შტეგენმა გვარები არ დაასახელა
მარკ ანდრე ტერ შტეგენი გაბრაზებული გახლდათ. მიზეზი: „ბარსელონამ” პრაღის „სლავიას” ჩემპიონთა ლიგაში ლაღად კი არ მოუგო (2:1), ცხრა პირი ოფლი ღვარა და ფანტაზიით ვერ დაიკვეხნიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანელმა მეკარემ Movistar-ს მისცა ინტერვიუ. 27 წლის ფეხბურთელმა თქვა: „გაბრაზებული ვარ, რადგან ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია. არადა, ჩვენ კარგად ვიცით, როგორც შეგვიძლია თამაში. რასაკვირველია, საბოლოოდ 3 ქულა...
ნახევარი კაცი
იქნებ მართლა ჯობდა მისი თავიდან მოშორება? ამის შანსი პარიზულ გრანდს ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ ელევიან. ბოლოსდაბოლოს ის ხომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე სპექტაკლის დადგმა ხელეწიფება და მარტოს შეუძლია გუნდს მოაგებინოს, თუმც რაღაც მაინც აკლია. ქრონიკულ ტრავმიანობას რომ არაფერი ვთქვათ, ალბათ ლიდერის თვისებაც არ აქვს, როგორც მის ასაკში და უფრო ახალგაზრდულ წლებშიც სხვა...
ისევ ერთად?
ბოლო დროს ჰოლანდიის ნაკრები იმ მწვერვალებზე ვეღარ იყო, როგორიც ამ გუნდს შეჰფერის. ეს მანამდე, ვიდრე ამ გუნდის სათავეში რონალდ კუმანი მივიდოდა. მართალია, სიმაღლეები ჯერ არც ამათ არ დაუპყრია, თუმცა დიდ ტურნირზე გასვლა სანატრელი ჰქონდათ და, როგორც მოვლენების განვითარება აჩვენებს, ასე აღარ იქნება. ჰოლანდიელთა მოფერიანება კი არც „ბარსას“ მესვეურებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. როგორც გაირკვა, 2020 წლის შემდეგ,...
ხრისტოს ცრემლები
რასიზმი არა მხოლოდ ფეხბურთის, ზოგადად, 21-ე საუკუნის სენია, თუმცა თუ ამ პრობლემას მხოლოდ სპორტულ ჭრილში განვიხილავთ, მაშინ ამ მდაბიო გამოხდომებს ადგილი ყველაზე ხშირად სწორედ სტადიონის ტრიბუნებზე აქვს. ამა თუ იმ ქვეყნის ან კლუბის გულშემატკივრები მეტოქე გუნდის ფერადკანიან ფეხბურთელებს შეურაცხყოფას რასისტული შეძახილებით აყენებენ. ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული სკანდალი კი სოფიაში ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩზე მომხდარ უკავშირდება,...
როდის ჩატარდება ელ კლასიკო?
გუშინ ლა ლიგამ 26 ნოემბერს დანიშნული ელ კლასიკოს „კამპ ნოუდან” გადადება მოითხოვა. ამისათვის მან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური წერილით მიმართა. საქმე ის არის, რომ ბარსელონაში პოლიტიკური თვალსაზრისით დაძაბული მდგომარეობაა, რაც ლა ლიგას აფიქრებინებს, რომ „ბარსელონასა” და „რეალის” მატჩის კატალონიის დედაქალაქში ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. მოგეხსენებათ, კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის მომხრე პოლიტიკურ ლიდერებს სასამართლომ ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა....









