ჩემპიონთა ლიგაში „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” შეხვედრა ფრედ (2:2) და ერთი „მსხვერპლით” დასრულდა — მადრიდელთა ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი პარიზელთა ბელგიელმა მოთამაშემ, ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა ტომას მუნიემ დააშავა. როგორც კატალონიური „სპორტი” იუწყება, „ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი ამ უქმეებზე „რეალისა” და „ალავესის” შეხვედრაში ვერ ითამაშებს და შესაძლოა ვერც 18 დეკემბერს, „კამპ ნოუზე”, „ელ კლასიკოში” გავიდეს მოედანზე....
ჭდე: ბარსელონა
გრიზმანი: მე დრიბლინგი არ ვიცი
კორნელა ერთიბეწო ქალაქია ბარსელონადან 15 კილომეტრში, სადაც „პუმამ” გუშინ თავისი ახალი ბუცების პრეზენტაცია მოაწყო. საღამოს ესწრებოდნენ „ბარსას” ფეხბურთელები ანტუან გრიზმანი, ლუის სუარესი, სამუელ უმტიტი, „ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი და წარსულში დიდი ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი, რომელმაც თანამემამულე უმტიტიზე იხუმრა, ეს ისეთი კარგი ბუცებია, რომ ამიერიდან სამუელი დაცვაში უშეცდომოდ ითამაშებსო. ყველაზე საინტერესო რამ კი მაინც ანტუან...
მესის პირადი მტერი
ესპანეთის მსაჯთა გამანაწილებელმა ორგანომ, რომელსაც RFEF ეწოდება, მოახლოებულ უქმეებზე ყველა არბიტრს თავისი მატჩი მიუჩინა. ლაპარაკია ლა ლიგის მე-14 ტურზე, რომელიც სანაკრებო წყვეტას მოსდევს. „ბარსელონა” შაბათს, საქართველოს დროით 16 საათზე სტუმრად თამაშობს „ლეგანესთან”. ამ შეხვედრას მოემსახურება სანტიაგო ხაიმე ლატრე. ლატრეს კარიერაში „ბლაუგრანას” თამაში ათჯერ განუსჯია. მათგან „კატალონიის სიამაყემ” 8 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. ბარსელონელთათვის ასეთი სასიამოვნო...
ზღაპარი დამთავრდა, ვილია წავიდა
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სეზონის ბოლოს კარიერას ამთავრებს. ტრიბუნებზე, ალბათ, იქნება გულშემატკივართა ოვაციები, მისი გამოსახულებით პლაკატები და მადლიერების გამომხატველი სიტყვები, დიდი ემოციური ფონი, ბევრი ცრემლი და სტადიონის გარშემო საპატიო წრე. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ტრადიციულად გაცილების ცერემონიალის თანმხლებია. დავიდ ვილია კარიერას ასრულებს. 37 წლის ვეტერანმა, თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე, არა მხოლოდ...
ფრანგი ფრანგის წილ
„პარი სენ ჟერმენი” ანტუან გრიზმანის შეძენაზე ფიქრობს. პარიზელები „ბარსელონასგან” 28 წლის ვარსკვლავის ყიდვას იმ შემთხვევაში შეეცდებიან თუ „რეალი” მათგან კილიან მბაპეს გადაიბირებს. ამ სატრანსფერო კომბინაციას ზაფხულში უნდა ველოდოთ. ინგლისური ჟურნალი FourFourTwo წერს, რომ ჯერჯერობით „პარკ დე პრენსზე” სწავლობენ, შეერწყმება გრიზმანი მაურო იკარდისა და ნეიმარს თუ ვერა. პსჟ მბაპესთან განშორებას ჯერ კიდევ დიდხანს არ აპირებს, მაგრამ კლუბის...
კატალონიური პრესა გაბრაზდა
კატალონიური გამოცემა „სპორტი” წერს, რომ ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას” მიერ პრაღის „სლავიასთან” ნათამაშები 0:0 ლა ლიგის ბოლო ტურში ნაწვნევი 1:3-ის გაგრძელება და მორიგი დამთრგუნველი შედეგია. „ბლაუგრანას” რასაკვირველია შეეძლო მოგება. რასაკვირველია, ჰქონდა მომენტები — ერთ ეპიზოდში ლეო მესიმ ძელს გაარტყა ბურთი, მეორეში შესანიშნავად ითამაშა მეკარე ონდრეი კოლარმა, არტურო ვიდალმა სულაც გაიტანა, ოღონდ ოფსაიდის გამო არ ჩაუთვალეს, მაგრამ ეს...
კუმანის პუნქტი
„რასაკვირველია, გადადგომაზე არ ვფიქრობ. ეს ერთი ჩვეულებრივი დამარცხება იყო”, — თქვა „ბარსელონას” თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ „ლევანტესთან” 1:3 წაგების შემდეგ. ამის მიუხედავად, 55 წლის ბასკის გადადგომაზე ლაპარაკი არ წყდება. „მარკამ” ვალვერდეს ცხრა წუნიც კი ჩამოუთვალა, რომელთა შორის იყო არეული დაცვა და ანტუან გრიზმანის დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი. რაკიღა „ბარსას” მწვრთნელის გადაყენებაზე ლაპარაკობენ, ბუნებრივია მის სავარაუდო შემცვლელებსაც...
რეალმა ვერ ისარგებლა
„რეალმა” „ბარსელონას” მოულოდნელი წაგებით ვერ ისარგებლა და ლა ლიგის ცხრილს სათავეში ვერ მოექცა. „თეთრებმა” „ბეტისთან” შინ 0:0 ითამაშეს. მადრიდელებმა მე-10 წუთზე გოლი კი გაიტანეს, ეს ედენ აზარმა მოახერხა, მაგრამ ვიდეორეფერიმ არ ჩათვალა. მიზეზი: ოფსაიდი. ამრიგად, „რეალი” და „ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილს 22-22 ქულით ლიდერობენ. კატალონიური გუნდი გოლების უკეთესი სხვაობის გამო მაინც პირველ ადგილზეა. მატჩის შემდეგ...
ვერავინ ვერაფერს მიხვდა
„ბარსელონამ” „ლევანტესთან” 1:3 წააგო. ამ მწარე დამარცხების შემდეგ, ჟურნალისტებმა მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს გადადგომაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ბასკმა უპასუხა, რომ „ბარსას” დატოვებას არ აპირებს. „გადადგომაზე არ ვფიქრობ, — თქვა ვალვერდემ, — ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა და საკუთარ თავს ვკითხოთ რატომ დაგვემართა ეს”. „ბლაუგრანასთვის” მიმდინარე ჩემპიონატში ეს გახლდათ მესამე დამარცხება „კამპ ნოუს” გარეთ, სტუმრად. ესპანეთის ჩემპიონის ახალწვეული...
ინტერი ბარსას ბებრებს ჩაუსაფრდა
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ინტერის” მწვრთნელი ანტონიო კონტე „ბარსელონას” ფეხბურთელებით, არტურო ვიდალითა და ივან რაკიტიჩით არის დაინტერესებული. იტალიურ „კორიერე დელო სპორტზე” დაყრდნობით „სპორტი” გვამცნობს, რომ „ნეროაძურის” მთავარი მიზანი მაინც უფრო ვიდალია, ვიდრე რაკიტიჩი. „ჩელსის” ყოფილ თავკაცს სურს იანვარში თავისი გუნდის შემადგენლობა გააძლიეროს. შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმდე” კონტე „იუვენტუსსაც” ედგა სათავეში და ჩილელ ნახევარმცველს სწორედ იმ დროიდან...









