„ბარსელონა’’ ოცდამერვედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. „ბლაუგრანამ’’ თანაქალაქელი „ესპანიოლი’’ დაამარცხა 2:0 და „რეალისთვის’’ მიუღწეველი გახდა. ზეიმი გაახუნა სტადიონის გარეთ მომხდარმა ინციდენტმა: ავტომობილი „ესპანიოლის’’ ფანებში შევარდა და რამდენიმე კაცი დააშავა. „RCDE სთედიუმზე’’ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში „ბარსამ’’ ვერ გაილაღა, შესვენების შემდეგ კი ლამინ იამალის გაბრწყინების წყალობით გაიმარჯვა. 17 წლის ვარსკვლავმა საჯარიმოს მისადგომებიდან ბრწყინვალე დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს...
ჭდე: ბარსელონა
გადაწყვეტილიაო… შენგელია ბარსელონაში!
ბოლო დროს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიასა და „ბარსელონას“ შესაძლო ურთიერთობაზე კი იწერებოდა, მაგრამ ახლა უკვე ესპანური მედია ამ ინფორმაციას დარწმუნებით ავრცელებს. Mundo deportivo-ს გვერდზე ვკითხულობთ – გადაწყვეტილია! თორნიკე შენგელიამ ბარსელონასთან სამწლიანი (2+1) კონტრაქტი შეათანხმა. ესპანური მედიის ცნობით, შენგელიამ უკვე სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და კატალონიურ გუნდს ახალი სეზონიდან შეუერთდება. „ბარსელონას“ ჩვენებურის გადაბირება მანამდეც სურდა,...
ფლიკი: მსაჯს ვუთხარი რაც სათქმელი იყო!
„ინტერისა’’ და „ბარსელონას’’ უჩვეულო, დრამატული დაპირისპირების შემდეგ (3:3; 4:3 დამატებით დროში), „სან სიროს’’ საპრესკონფერენციო დარბაზში კატალონიელთა გერმანელმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ამონარიდებს: …ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. მატჩში სული და გული ჩავდეთ. ყველა ეპიზოდი, რომელიც 50-50-ზე იყო „ინტერის’’ სასარგებლოდ გადაწყდა, მაგრამ რაც მოხდა მოხდა. მე ჩემი გუნდით ვამაყობ. ვფიქრობ, რომ შედეგი უსამართლოა. მსაჯმა რამდენიმე...
ასე გაგიჟდა იამალის მამა
ლამინ იამალმა კილიან მბაპეს რეკორდი დაამხო ― ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგს ნახევარფინალში გოლი გაიტანა. იმ დღეს, როდესაც „ბარსელონამ’’ და „ინტერმა’’ „მონჟუიკზე’’ 3:3 ითამაშეს, იამალი 17 წლისა და 292 დღის იყო. არადა, ამ შეხვედრაში ევროპის ჩემპიონის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მოთელვის დროს ითქვა, რომ ფეხბურთელს, რომელმაც 24-ე წუთზე საუცხოო გოლი შეაგდო,...
3:3 ინტერის გადმოსახედიდან
„ინტერისთვის’’ ეს მატჩი ლეგენდარული არა, მაგრამ ისტორიული ნამდვილად იყო, ― დაწერა „ბარსელონასა’’ და „ინტერს’’ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შესახებ იტალიური პორტალის calciomercato-ს მიმომხილველმა სანდრო საბატინიმ და იქვე განმარტებაც მოაყოლა, ― იმიტომ, რომ ბარსელონიდან 3:3-ის წამოღება გმირობაა, რომელიც თუ გავითვალისწინებთ, რომ მილანელები ორი ბურთით იყვნენ წინ, სინანულსაც მოიცავს. ინძაგის „ნერაძური’’ თამაშობდა გულით, ამაყად,...
ბარსელონა გაგიჟდა: უკან მომავალში!
კატალონიაში გიჟური კვირაა. რამდენიმე წყარომ ერთდროულად გამოაქვეყნა, რომ „ბარსელონაში’’ შეიძლება ნეიმარი და ლეო მესი დაბრუნდენენ. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ექვსი თვით „სანტოსში’’ გადავიდა და ზაფხულში თავისუფლდება. თუ რამემ ხელი არ შეუშალა მომავალი სეზონიდან ის შეძლებს კვლავ მოირგოს იმ კლუბის მაისურა, რომელშიც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. იმავდროულად, მესისთან დაახლოებულმა მავანმა არგენტინელმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ „ოქროს ბურთის’’ რვაგზის მფლობელს...
ბარსელონამ ვალენსია ისევ გაანადგურა
„ბარსელონამ’’ სტუმრად 5:0 მოუგო „ვალენსიას’’ და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. „ბლაუგრანა’’ ყველა შეჯიბრებაში ერთად უკვე 10 მატჩში არ დამარცხებულა ― 8 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა. ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა არ მუღია, „ღამურების’’ კარს სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა. ესპანური მედია წერს, რომ თასის ნახევარფინალში „რეალი’’, „ბარსელონა’’, „ატლეტიკო’’ და „რეალ სოსიედადი’’ 2014 წლის შემდეგ არ შეყრილან....
როლინგ სტოუნზი ბარსელონას წინააღმდეგ
„ბარსელონამ’’ ლა ლიგის მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო ორი შეხვედრა შეიძლება მესამელიგელი გუნდის სტადიონზე გამართოს. „კამპ ნოუზე’’ რა ხანია რეკონსტრუქციაა. 105 ათასიანი სარბიელი გეგმის თანახმად თებერვალში უნდა ყოფილიყო მზად, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ სამუშაოები მაისამდე ვერ დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლები კატალონიელთა „კოლიზეუმიდან’’ შესაძლოა ზაფხულის ბოლომდეც არ წავიდნენ. „ბარსა’’ ამასობაში „ლუის კომპანისის’’ სახელობის ოლიმპიურ...
ტორესი: წლეულსვე რატომ არ წახვედი?
ესპანური გაზეთი AS წერს, რომ „ბარსელონასა’’ და „ვალენსიას’’ შეხვედრის დამთავრების შემდეგ („ბარსელონამ’’ 7:1 მოიგო) ფერან ტორესი გიორგი მამარდაშვილთან მივიდა და თამაშზე ორიოდ სიტყვის გაცვლის შემდეგ ჰკითხა: წლეულსვე რატომ არ წახვედი? ქართველმა მეკარემ უპასუხა: ალისონი. ეს საუბარი DAZN-ს კამერებმა დააფიქსირა. AS მიიჩნევს, რომ გიორგის ერთსიტყვიანი პასუხი მრავლისმეტყველია. მისი აზრით მამარდაშვილი „ლივერპულში’’ გასულ ზაფხულსვე იმიტომ არ გადავიდა,...
მამარდას გუნდის გაპარტახება ბარსელონაში
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ბარსელონაში „მონჟუიკზე’’ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა: 1:7 წააგო. ასეთი ან დაახლოებით ასეთი ანგარიშით „ღამურებს’’ 106 წლიან ისტორიაში სულ სამჯერ ჰქონდათ წაგებული: 1933-34 წლების სეზონში „ოვიედოსთან’’ და 1954-55 წლების სეზონში ორჯერ, „ალავესთან’’ და „ბილბაოსთან’’. სამივე შემთხვევაში – 0:7. ბოლო დიდი მარცხი „ვალენსიამ’’ 2010-11 წლების სეზონში „რეალისგან’’ იწვნია – 3:6. იმ შეხვედრის პირველ ტაიმში მადრიდელებმა...









