„ბარსელონას’’ ვარსკვლავი დანი ოლმო კვირას გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან’’ ვერ ითამაშებს, ამჯერად მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. „ბლაუგრანამ’’ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა უნდა გააძლიეროს. ჰანსი ფლიკის გუნდს აუტსაიდერთა შორის მყოფ „ვალენსიასთან’’ ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს, მითუფრო შინ. „ბარსა’’ მესამე ადგილზეა. ის 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ „რეალს’’. ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „ბლაუგრანამ’’ სტუმრად დაამარცხა „ბენფიკა’’ – 5:4. ამ შედეგის...
ჭდე: ბარსელონა
აბსურდი ლისაბონში
თითქოს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება ყველა ადრინდელ გათამაშებაზე მოსაწყენი უნდა ყოფილიყო: უამრავი თამაში; უცნაური ცხრილი, რომლის მონაწილე გუნდების დიდი ნაწილი ერთმანეთს არც კი ხვდება; სუსტი გუნდები, როგორებიც არიან „სლოვანი’’, „სპარტა’’ ან „შტურმი’’. მაგრამ, ფეხბურთი ფეხბურთია, ამის დასტური კი ბენფიკასა’’ და „ბარსელონას’’ გუშინდელი თამაში გახლდათ: 1:0, 1:1, 3:1, 3:2, 4:2 და… 4:5. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის...
ბარსას ხვიჩას ყიდვა სურს, მაგრამ ფინანსურად შეზღუდულია
ესპანური საიტი football-espana წერს, რომ „ბარსელონა’’ კვლავ განაგრძობს ტოპ-კლასის მარცხენა გარემარბის ძებნას. გასულ ზაფხულს კატალონიელებს ნიკო უილიამსის გადაბირება უნდოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს. დასახელებულ კანდიდატთა შორის ორი სერია A-ს კლუბებიდანაა: ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო. ქართველი „ნაპოლისთან’’ საკონტრაქტო დაძაბულობის ეტაპზეა. მომდევნო ზაფხულს ის სულ მცირე 80 მილიონი ევრო ეღირება, მაგრამ მისი შეძენა ნეაპოლელთა პრეზიდენტთან აურელიო დე...
ხვიჩას კომენტარი და იტალიელთა შფოთვა
თუკი საქართველოსა და უკრაინის ნაკრები გუნდების შეხვედრაში (1:1) ვინმე გამოირჩეოდა ეს ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც სწორედ ის ფეხბურთი ითამაშა, ასე რომ მოენატრა ქართველ გულშემატკივარს. მატჩის შემდეგ კვარაცელიამ თქვა: „ვულოცავ გიორგი მამარდაშვილს, შეხვედრის ბოლოს მან გადაგვარჩინა. თუმცა, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ის ასე ძალიან ხშირად იგერიებს. როდესაც უკრაინელებმა კარში დაარტყეს, ვიფიქრე, რომ გაგვიტანეს, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა....
მამარდამ რაც შეეძლო, გააკეთა
მოხდა ის, რაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ვალენსიას” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: გიორგი მამარდაშვილმა „ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა. როგორც AS წერს, „ლივერპულის” სატრანსფერო შეთავაზებები „ღამურების” მეპატრონეს პიტერ ლიმს არ მოეწონა და ქართველი მეკარე ჯერჯერობით კვლავ „ვალენსიაშია”. პირამდე სავსე „მესტალია” მამარდაშვილს ოვაციით შეეგება. გულშემატკივარი ერთხმად ყვიროდა: „გიორგი დარჩი!” ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა. „საოცარია იმის ყურება, თუ რამდენ ხალხს სურს...
დღეს: მამარდა vs ბარსელონა
დღეს გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, „ბარსელონას” წინააღმდეგ „ვალენსიას” კარს დაიცავს. მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რაზე შეუთანხმდა მისი გუნდის ქართველი მეკარე „ლივერპულს”, დღეს ის მოედანზე იქნება. ბარახა: „ყველაფერი მარტივია. სანამ არაფერი ხდება, მე შეფასებს არ ვაპირებ. ჰიპოთეზებზე არ ვლაპარაკობ”. მამარდაშვილმა ამ ზაფხულში ერთ საკონტროლო შეხვედრაში...
ბარსელონას ნიკო შორდება
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ იცის, რომ კატალონიური კლუბი ყოველდღიურად უფრო შორდება „ბილბაოს“ გარემარბის, ნიკო უილიამსის შეძენის შესაძლებლობას. კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი მასზე ოჯახისა და ბასკური კლუბის ზეწოლის გამო გართულდა. უილიამსმა თითქმის მიიღო გადაწყვეტილება, დარჩეს ახლანდელ კლუბში. გასულ სეზონში უილიამსმა საკლუბო და ეროვნული ნაკრების ყველა შეჯიბრში 48 მატჩში ითამაშა, 10 ბურთი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა...
გიუნდოგანი ბარსელონაში დარჩება
„ბარსელონას“ ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანი კატალონიურ გუნდში დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დაინტერესებულია ესპანეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონის და კატალონიელთა აღზრდილის, დანი ოლმოს „ლაიფციგიდან“ ტრანსფერით. 33 წლის ნახევარმცველი „ბარსელონას“ დატოვებაზე არ ფიქრობს და კლუბში კონტრაქტის დასრულება სურს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიუნდოგანი შესაძლოა ყატარულ „ალ-სადში“ გადასულიყო. შეგახსენებთ, გასულ სეზონში გიუნდოგანმა ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი...
ხვიჩასა და ბარსაზე ახალი ძალით
„ნაპოლიდან” ვიქტორ ოსიმენის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მომავალი სეზონიდან ნიგერიელის არყოფნაში გუნდის ერთპიროვნული ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია გახდება. ბოლო კვირებში იტალიურ მედიაში ბევრი ლაპარაკი იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაიბაროს ქართველმა ნეაპოლელთა მთავარი ვარსკვლავის ფუნქცია. თითქოსდა კვარა სტანისლავ ლობოტკასთან, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისასთან და ჯოვანი დი ლორენცოსთან ერთად მომავალი „ნაპოლის” საძირკველი უნდა გახდეს,...
მამარდას გაგდებამ თამაში შეცვალა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ბარსელონაში 2:4 წააგო, არადა პირველი ტაიმის შემდეგ 2:1-ს იგებდა. შეხვედრის გარდამტეხი მომენტი ქართველი მეკარის გაძევება გამოდგა. ეს პირველი ნახევრის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში მოხდა, როდესაც გიორგის მცველმა ბურთი უკან მიუგორა, მან კი ფეხით მოხერხებულად ვერ გააჩერა, ის წინ გადაუვარდა რითაც ლამინე იამალმა სცადა ესარგებლა ― ბარსელონელი გოლის გასატანად გაიწია, მამარდაშვილს კი საჯარიმოს...









