„ნაპოლიდან” ვიქტორ ოსიმენის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მომავალი სეზონიდან ნიგერიელის არყოფნაში გუნდის ერთპიროვნული ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია გახდება. ბოლო კვირებში იტალიურ მედიაში ბევრი ლაპარაკი იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაიბაროს ქართველმა ნეაპოლელთა მთავარი ვარსკვლავის ფუნქცია.
თითქოსდა კვარა სტანისლავ ლობოტკასთან, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისასთან და ჯოვანი დი ლორენცოსთან ერთად მომავალი „ნაპოლის” საძირკველი უნდა გახდეს, მაგრამ ნახსენები სამეულისგან განსხვავებით მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია. სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება მასთან დაკავშირებული სატრანსფერო ჭორები და უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ „აძურიმ” ამ ზაფხულს შეიძლება გასული სეზონის სკუდეტოს ორივე მთავარი გმირი დაკარგოს. ყოველ შემთახევაში გუშინ ახალი ძალით გავრცელებული ხმა, რომ ხვიჩამ „ნაპოლისგან” სეზონის ბოლოს შეიძლება „ბარსელონაში” გაშვება მოსთხოვოს, სწორედ ამაზე მიუთითებს.
ახალი ინფორმაციის წყარო ესპანური გაზეთი „სპორტია”, რომელმაც დაწერა, რომ ჩავის გუნდს კვარაცხელიასადმი უკვე რამდენიმე თვეა ცხოველი ინტერესი აქვს და მისი აქტიურობის შედეგად ქართველი სავარაუდოდ „ნაპოლის” კატეგორიულად დაუყენებს საკითხს.
მარცხენა გარემარბს „ნაპოლისთან” 2027 წლამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, მაგრამ ხელფასი რომელსაც იღებს, მისი რანგის ვარსკვლავისთვის ძალიან მცირეა. მოსალოდნელია, რომ „პარტენოპეელბი” კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებას შესთავაზებენ, ოღონდ თუ ასე არ მოხდება, „სპორტის” მტკიცებით ფეხბურთელი ტრანსფერს მოითხოვს და თან დანამდვილებით „ბარსელონაში” გადასვლას მოინდომებს, რომლის ინტერესის შესახებაც მისთვის უკვე ცნობილია.
როგორც წერენ კვარა „ნაპოლის” გარანტირებულ ხელფასად წელიწადში 5 მილიონ ევროს მოსთხოვს და ბუნებრივია ზედაც ბონუსებს მოინდომებს. თუ ასეთი კონტრაქტი შედგება, გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაიწერება. ცნობილი გახდა ისიც, რომ ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი „ბარსელონას” წარმომადგენლებს უკვე ელაპარაკა.
როგორც იტალიური საიტები წერენ, კვარაცხელიას ბედს უახლოესი კვირები განსაზღვრავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი18/07/2026 | 07:15თეთრმა სახლმა მხარი არგენტინელებს დაუჭირა
მთავარი ამბავი17/07/2026 | 09:22ლინეკერი: ეს ტუხელი გერმანელების მოგზავნილი ხომ არ იყო?
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 08:07ვინ იხეირა და ვინ იზარალა მსოფლიოს ჩემპიონატით?
სიახლეები16/07/2026 | 09:25ინგლისელი ვეტერანები ტუხელის წინააღმდეგ
