ჭდე: ბარსელონა

Home ბარსელონა
ჩავი და უსამართლობის შეგრძნება
ჩანაწერი

ჩავი და უსამართლობის შეგრძნება

ლა ლიგის 32-ე ტურში „რეალმა” შინ დაამარცხა „ბარსელონა” 3:2. სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. „ბარსელონას” თავკაცმა ჩავიმ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად ცუდ მსაჯობაზეც ილაპარაკა. თამაში ძალიან გაწბილებული ვარ. როგორ გინდა ჩვენ ლიგას მსოფლიოში საუკეთესო დავარქვათ? ყველამ დაინახა, რომ ბურთი „რეალის” კარში შევარდა. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში ხეტაფეში ვთქვი, რომ სიტუაცია ძალიან არ...

მსაჯი მართალი იყო, არაუხო – მტყუანი
ჩანაწერი

მსაჯი მართალი იყო, არაუხო – მტყუანი

„ბარსელონამ” „პარი სენ ჟერმენთან” შინ 1:4 წააგო (სტუმრად 3:2 ჰქონდა მოგებული) და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. შეხვედრის გარდამტეხი მომენტი პირველი ტაიმის 29-ე წუთზე დადგა, როდესაც რუმინელმა მსაჯმა იშტვან კოვაჩმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო მასპინძელთა მცველი რონალდ არაუხო გააგდო. უმცირესობაში დარჩენილმა ბარსელონელთა თავკაცმა ჩავიმ მიზანშეწონილად ლამინე იამაილის ინიგო მარტინესით შეცვლა ჩათვალა და თამაშმა ამის მერე იცვალა ნირი....

ბარსელონასთან დონარუმამ წააგო
ჩანაწერი

ბარსელონასთან დონარუმამ წააგო

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ბარსელონამ” სტუმრად დაამარცხა „პარი სენ ჟერმენი” – 3:2. პარიზელთა წაგება დიდწილად იტალიელ მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას დაბრალდა. ფრანგულმა გაზეთებმა გოლკიპერის თამაში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და ძალიან დაბალი ქულები დაუწერეს: „ლე პარიზიენმა” — 3.5, ხოლო „ეკიპმა” — 3. „ლე პარიზიენი” წერს: „ის მეტოქის სამივე გოლში დამნაშავე იყო. პირველად 37-ე წუთზე იამალის ჩაწოდებული...

ვინ გადაიხდის 130 მილიონს?
ჩანაწერი

ვინ გადაიხდის 130 მილიონს?

ნეაპოლური გაზეთი „რეპუბლიკა” წერს, რომ მართალია „ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა არ უნდა და ვიქტორ ოსიმენთან განშორების შემდეგ ახალი გუნდის ქვაკუთხედად სწორედ ქართველს მოიაზრებს, მაგრამ 130 მილიონი ევრო მაცთუნებელი თანხაა, რომელსაც ის ვერ გაუძლებს. სადღეისო მდგომარეობა ყველასთვის კარგად არის ცნობილი: კვარაცხელიას „ნაპოლისთან” 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი. ის წელიწადში 1,5 მილიონ ევროს იღებს...

რა იყო ნაპოლის პრობლემა ბარსელონაში?
ჩანაწერი

რა იყო ნაპოლის პრობლემა ბარსელონაში?

გრძელდება მსჯელობა მარცხზე (1:3), რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლიმ” ბარსელონაში იწვნია. რასაკვირველია ამ დღეს მსაჯებმა „პარტენოპეელთა” წინაშე შესცოდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩავის გუნდმა სტუმრებს აჯობა და დამსახურებულად გაიკვალა გზა მეოთხედფინალისკენ. საიტი spazionapoli წერს, რომ ფრანჩესკო კალცონას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო და ობიექტურად რომ ვთქვათ, ისიც ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ თანამდებობაზე დანიშვნიდან 20 დღეში...

ხვიჩა ბარსელონაში ვერ გადავა
ჩანაწერი

ხვიჩა ბარსელონაში ვერ გადავა

„ბარსელონასა” და „ნაპოლის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის (3:1) შემდეგ, ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ „დონ ბალონმა” გამოქვეყნა წერილი, რომელშიც კატალონიური კლუბის ამოცანებს და ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შეეხო. გაზეთი წერს: „ბარსელონას” ჯერ კიდევ გასარკვევი აქვს, რა მოხდება მის მარჯვენა ფრთაზე. რაფინიასთან დაკავშირებით ბუნდოვანი ვითარებაა. ეს ფეხბურთელი კლუბს დიდძალი თანხა დაუჯდა (ოფიციალურად 58 მილიონი), არადა ყმაწვილმა ლამინე იამალმა მას პირწმინდად...

14 წლის შემდეგ…
ჩანაწერი

14 წლის შემდეგ…

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „არსენალსა“ და „პორტუს“ შორის, ძირითად დროში ლონდონურმა კლუბმა მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამიდან გამომდინარე (1:1) შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, რომელშიც გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. პენალტების სერიაში კი „არსენალის“ ფეხბურთელები უფრო ზუსტნი აღმოჩნდნენ – 4:2. ამრიგად, „არსენალი“ 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. მაშინ ამ ეტაპზე...

კაპელო: პენალტი იყო, ოსიმენი არ ვარგოდა!
ჩანაწერი

კაპელო: პენალტი იყო, ოსიმენი არ ვარგოდა!

„ნაპოლის” ოცნება დასრულდა. იტალიის ჩემპიონი „ბარსელონამ” ლიგის მერვედფინალიდან გააგდო. ამ მარცხის გამო „აძური” ვეღარც 2025 წლის კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. გადაწყდა: იტალიიდან შეჯიბრებაში „ინტერი” და „იუვენტუსი” გამოვლენ. შეხვედრის მერე ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ თქვა: …მე პენალტების მოყვარული არ ვარ, მოწინააღმდეგე გახლავართ, მაგრამ დღეს ოსიმენის წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დარტყმა ნამდვილად უნდა დაენიშნათ. საერთოდ, დღევანდელი მსაჯი...

შეფასებები: კვარა ბარსელონას არ ეყო
ჩანაწერი

შეფასებები: კვარა ბარსელონას არ ეყო

„ნაპოლიმ” ბარსელონაში 1:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა. ნეაპოლურმა და ზოგადად იტალიურმა საიტებმა ტრადიციულად შეაფასეს თავიანთი ფეხბურთელების თამაში. გთავაზობთ, იმ შეფასებებს, რომელიც მათ ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერეს. გარდა ამისა, ილუსტრაციის სახით მოგვყავს იმ პორტალების ნიშნები, რომლებსაც ქულები სტატისტიკაზე დაყრდნობით გამოჰყავთ. calciomercato – 5,5: ის „ბარსელონას” არ ეყო. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად რაღაც მეტი იყო საჭირო. ყველაზე...

კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
ჩანაწერი

კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ

დღეს ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩია: „ბარსა” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. პირველი შეხვედრა ნეაპოლში 1:1 დასრულდა. გუშინ, გაიმართა „აძურის” მწვრთნელის ფრანჩესკო კალცონას პრეს-კონფერენცია. გთავაზობთ მის რამდენიმე ამონარიდს: …არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს დღევანდელი შეხვედრა არის კვარაცხელია „ბარსელონას” წინააღმდეგ. ჩვენ ბევრი რამ გამოვასწორეთ. მე პირველი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი საპასუხო თამაში გველის, ეს...