„ნაპოლიმ” ბარსელონაში 1:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა. ნეაპოლურმა და ზოგადად იტალიურმა საიტებმა ტრადიციულად შეაფასეს თავიანთი ფეხბურთელების თამაში. გთავაზობთ, იმ შეფასებებს, რომელიც მათ ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერეს. გარდა ამისა, ილუსტრაციის სახით მოგვყავს იმ პორტალების ნიშნები, რომლებსაც ქულები სტატისტიკაზე დაყრდნობით გამოჰყავთ.
calciomercato – 5,5: ის „ბარსელონას” არ ეყო. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად რაღაც მეტი იყო საჭირო. ყველაზე თვალსაჩინო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა გახლდათ.
iamnaples – 5,5: მართალია, ორიოდ დარტყმით ტერ შტეგენი შეაშფოთა, მაგრამ მთელ რიგ სიტუაციებში თამაშის ხარისხი არ ეყო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მიწურულს ოლივერას კარგი პასი ჩააწოდა, უნდა ითქვას, რომ მარიო რუის გასვლის შემდეგ შეტევაში გამჭრიახობა დააკლდა. „ნაპოლის” მისი აფეთქებები სჭირდებოდა, რაც ამ შეხვედრაში ვერა და ვერ ვიხილეთ.
areanapoli – 6: პირველ ტაიმში კუნდემ მისი განეიტრალება მოახერხა, მეორეში კი რამდენიმე კარგი აჩქარებითა და ცბიერი დაგვირგვინებით ქართველმა ვითარების გამოსწორება სცადა. შთაგონება არ აკლდა, მაგრამ მეტოქეებისთვის რომ ეჯობნა, მეტი სისწრაფე სჭირდებოდა. ისიც სათქმელია, რომ თანაგუნდელები მეტად უნდა დახმარებოდნენ. შეხვედრის მიწურულს ახლოს იყო გოლის გატანასთან და ოლივერასაც კარგი პარტნიორობა გაუწია, მაგრამ როგორც გინდა ისე თქვი, მატჩი ჩაგდებულია.
tuttonapoli – 6: სივრცე არ ჰქონდა, რამდენიმეჯერ სიმჭირდოვეში გაძვრა. 46-ე წუთზე მარჯვენა ფეხით ძელთან სახიფათოდ დაარტყა. შეხვედრის მიწურულს ჩააწოდა ოლივერას, რომელმაც ხარიხას გაარტყა. ბოლოს თავადაც შეეძლო გოლის გატანა.
calcionapoli24 – 5,5: ის შემჭირდოებულ სივრცეებში ცდილობდა ოსიმენისა და მარიო რუისთვის მწვავე მომენტების შექმნას, მაგრამ მერე ვითარება შეიცვალა და ანგარიში 2:0 გახდა. მოგვიანებით, პირველ ტაიმში თავი აწია და კარისკენ გაიხედა. კუნდე მას თვალს არ აცილებდა. 48-ე წუთზე კარში არტყამს და შოკს იწვევს. და მაინც, მეტი იყო საჭირო. ისეთი, როგორიც 62-ე წუთზე მოხდა. მოედანზე ოლივერას შემოსვლით მარცხენა ფრთის ღერძი დაირღვა. ბოლოს, მარჯვენა ფეხით დაარტყა, მაგრამ ამით „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგა დასრულდა.
calcionapoli1926 – 5,5: მისი წყალობით ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში კინაღამ გოლიც გაიტანა. სამწუხაროდ, მისმა ჯადოქორბამ ამჯერად ვერ გაჭრა. გალიაში იყო მომწყვდეული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
