„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „ბარსელონასა” და „ნაპოლის” შეხვედრის წინა დღეს თავისი ფეხბურთელი მატეო პოლიტანო „სქაი სპორტის” პირდაპირი ეთერიდან შუა ინტერვიუს დროს უხეშად გაიყვანა; თან ყვიროდა. ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ერთად არის თავმოყრილი El Chiringuito-ს მიერ გარედან გადაღებული კადრები და ის, რაც „სქაის” ეთერში გადიოდა. Movistar Plus + – მა კი აჩვენა ფრანჩესკო კალცონას ინტერვიუ,...
ჭდე: ბარსელონა
Radio Radio: ასეთ სუსტ ბარსელონას რომ ვერ მოუგებ…
ისევ „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრის შესახებ: ნეაპოლში თავიანთი გუნდისგან მეტს ელოდნენ, ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა კი 1:1 დასრულდა, იტალიის ჩემპიონი ვიქტორ ოსიმენმა გადაარჩინა წაგებას. და ერთადერთი, რაც ამ დღეს „აძურის” გულშემატკივარს მოეწონა, მატჩის ბოლო მონაკვეთი იყო, როდესაც გუნდმა თამაში გამოასწორა. ფრე იმედის გადაწურვის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ მეოთხედფინალში გასასვლელად თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა საჭირო. აგრეთვე...
ნაპოლი ჩვრის თოჯინას ჰგავდა
ფეხბურთს ყველა თავისებურად აღიქვამს. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნება იოლად შეიძლება თუკი ერთმანეთს „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრის (1:1) იტალიურ და ესპანურ გამოხმაურებებს შევადარებდით. იტალიელი ექსპერტებისა და მიმომხილველებისთვის „ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრის ბოლოს თამაში შემოატრიალა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაიტოვა. ესპანური მედია კი უკმაყოფილოა, რომ „ბარსამ” ვერ შეძლო ისეთი სუსტი მოწინააღმდეგის დამარცხება, როგორიც იტალიის ჩემპიონია....
ალვეში ციხეში
დანი ალვეშს 4,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა – ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილ მცველს 23 წლის ქალის გაუპატიურებაში დასდეს ბრალი. 20 იანვარს ალვეში წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს და რამდენჯერმე უთხრეს უარი გირაოთი გათავისუფლებაზე, საბოლოოდ კი პატიმრობა მიუსაჯეს. შეგახსენებთ, რომ 40 წლის დანი ალვეში „ბარსელონას“ მაისურით 6-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი, იყო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული,...
კაპელო: არ მომეწონა კვარაცხელიას საქციელი
წარსულში დიდი იტალიელი მწვრთნელი, 77 წლის ფაბიო კაპელო „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრის (1:1) შეფასებისას დიპლომატიით არ გამოირჩეოდა. …ბოლო 20 წუთის განმავლობაში „ნაპოლის” თამაში მომეწონა. გუნდი მოქმედებდა სწრაფად და კომპაქტურად, „ბარსას” სირთულეები შეუქმნა. „აძურიმ” საპასუხო თამაში სწორედ აქედან უნდა გააგრძელოს… …ლობოტკა გასულ სეზონში ბევრი აქეს, დღეს კი იმალებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ...
მიიწევდა თუ არა კვარაცხელია მარტო თერთმეტზე?
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ნაპოლიმ” და „ბარსელონამ” ნეაპოლში 1:1 ითამაშეს. ანგარიში მე-60 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, 75-ზე კი ვიქტორ ოსიმენმა გაათანაბრა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 68 წუთი დაჰყო. გთავაზობთ ნეაპოლური საიტების ტრადიციულ შეფასებებსა და ქულებს. calciomercato 5,5 — აქა-იქ რაღაც სცადა, მაგრამ ჯამში კუნდემ საიმედოდ დაკეტა. მოსალოდნელზე ადრე შეცვალეს. iamnaples 6 — ეს არ იყო...
ოსიმენი დაიღალა
„ნაპოლის” მწვრთნელებმა ვიქტორ ოსიმენი „ჯენოასთან” დღევანდელი შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანეს. ის „ნაპოლის” მაისურით მოედანს ოთხშაბათს, „ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაუბრუნდება. ის, რომ ოსიმენი სერია A-ს შეხვედრაში არ ითამაშებდა ცხადი პარასკევს გახდა, როდესაც ნიგერიელმა გუნდისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად ივარჯიშა. ოსიმენი „ბარსელონასთან” შეხვედრამდე მოედანზე რომ არ გამოჩნდება, „სქაი სპორტის” გადაცემაში ერთ-ერთმა მწვრთნელმა მასიმო უგოლინიმაც დაადასტურა. „ვიქტორ ოსიმენი დღევანდელი...
ბარსელონამ ვერ მოიგო, რადგან ვალენსიას კარში მამარდა იდგა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ბარსელონას” უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში 55-ე წუთზე სტუმარმა ჟოაო ფელიქსმა გახსნა, 70-ზე კი უგო გილამონმა ეგრეთწოდებულ ცხრიანში დამიზნებული საუცხოო დარტყმით გაქვითა. ტრადიციისამებრ ბრწყინვალე უყი მამარდაშვილი. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: „ბარსამ დიდებულად ითამაშა, მაგრამ რამდენჯერმე მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. დღეს მეტოქემ წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ...
გავის ტრავმა
ესპანური „ბარსელონა“ ფიფასგან 3-დან 4,3 მილიონამდე ევროს მიიღებს ნახევარმცველ გავის ტრავმის გამო, რომელიც ფეხბურთელმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის მე-10 ტურის მატჩში მიიღო ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (3: 1). „ბარსელონას“ ფულს კლუბების დაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუხდიან. კომპენსაციის დარიცხვა დაიწყება მოთამაშის ტრავმიდან 28-ე დღეს და დამოკიდებული იქნება მის ფიქსირებულ ხელფასზე. ერთი მოთამაშის...
ქრთამი და ბარსელონა
„ბარსელონა“, შესაძლოა, ლა ლიგადან და ევროპული შეჯიბრებიდან მოკვეთონ „ბარსელონას“ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე ნეგრეირას მოსყიდვაში წაუყენეს ბრალი. „ბარსელონას“ საგამოძიებო სასამართლოს ხელმძღვანელმა, ხოაკინ აგირემ, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობს, კლუბის მხრიდან ნეგრეირისთვის 7,5 მილიონი ევროს გადახდა დანაშაულად მიიჩნია. თავად ნეგრეირას, მის შვილს, ასევე „ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტებს ხოსეპ ბარტომეუს და სანდრო როსელს...









