„ბარსელონა’’ ოცდამერვედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. „ბლაუგრანამ’’ თანაქალაქელი „ესპანიოლი’’ დაამარცხა 2:0 და „რეალისთვის’’ მიუღწეველი გახდა. ზეიმი გაახუნა სტადიონის გარეთ მომხდარმა ინციდენტმა: ავტომობილი „ესპანიოლის’’ ფანებში შევარდა და რამდენიმე კაცი დააშავა.
„RCDE სთედიუმზე’’ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში „ბარსამ’’ ვერ გაილაღა, შესვენების შემდეგ კი ლამინ იამალის გაბრწყინების წყალობით გაიმარჯვა. 17 წლის ვარსკვლავმა საჯარიმოს მისადგომებიდან ბრწყინვალე დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს იყო მისი მე-8 გოლი ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში.
მე-80 წუთზე ორთაბრძოლისას იამალისთვის მკერდში ხელის მირტყმის გამო მსაჯმა მოედნიდან ურუგვაელი ლეანდრო კაბრერა გააძევა, მეხუთე წამატებულ წუთზე კი კვლავ და კვლავ იამალის პასით ფერმინ ლოპესმა მეორე გოლი შეაგდო. ამრიგად, სუპერთასსა და სამეფო თასს „ბარსამ’’ ესპანეთის ჩემპიონობა დაამატა და „ტრებლი’’ შეასრულა. მიმდინარე სეზონში კატალონიელთა ერთადერთი წარუმატებლობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერთან’’ დაუვიწყარ დაპირისპირებაში ნაწვნევი მარცხი იყო (3:3; 3:4).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
