რაღა დარჩა ოთხშაბათამდე, როდესაც „მონჟუიკზე’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ბარსელონამ’’ „პარი სენჟერმენს’’ უნდა უმასპინძლოს. როგორც ესპანური ასევე ფრანგული პრესა ცდილობს მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ყოველდღე მიაწოდოს გულშემატკივარს და აი, როგორც ცნობილი გახდა, „ბლაუგრანას’’ შეიძლება მეკარე ჟოან გარსია და რაფინია ვერ დაეხმარონ. 24 წლის გარსია პარასკევს ვარჯიშზე დაშავებულა. ჯერ ვერავინ ამბობს რამდენად მძიმეა ტრავმა,...
ჭდე: ბარსელონა
ახლოვდება ბარსა vs პსჟ
„პარი სენ ჟერმენსა’’ და „ბარსელონას’’ შორის სეზონის პირველი დაპირისპირება ორშაბათს პარიზში, „შატლეს’’ თეატრში გაიმართა: „ფრანს ფუტბოლის’’ „ოქროს ბურთი’’ პსჟ-ს ვარსკვლავ ოსმან დემბელეს გადაეცა. მისი კონკურენტი „ბარსას’’ შემტევი ლამინ იამალი გახლდათ. როგორი იქნება მომდევნო დაპირისპირება? ესპანეთში სპორტში ძალმომრეობოს, რასიზმის, ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის ეროვნული კომისიის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა გუნდებს შორის მოახლოებული ჩემპიონთალიგური დაპირისპირება მაღალი რისკის ღონისძიებების რანგში გაიყვანა....
ბარსა vs ხეტაფე – სიძულვილის მორიგი ეპიზოდი
„ბარსელონასა’’ და „ხეტაფეს’’ შორის დაპირისპირება ესპანური ლა ლიგის ერთ-ერთ ლაიტმოტივად იქცა. საკმარისია კალენდარმა ამ გუნდების შეხვედრა მოიტანოს, რომ მატჩი და მხარეებს შორის მწარე სიტყვების გაცვლა-გამოცვლა ერთია. სერიალის ბოლო ეპიზოდი გუშინ შედგა, როდესაც „ბარსამ’’ მადრიდთან მდებარე პატარა ქალაქის გუნდს შინ 3:0 მოუგო. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ფერან ტორესმა და სტუმართა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა იკამათეს. „ბლაუგრანას’’ თავდამსხმელმა „ხეტაფეს’’...
რა ღის ბარსელონაში თამაშის აივნიდან ყურება?
ის, რომ „ბარსელონამ’’ „ვალენსიას’’ იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე 6:0 მოუგო, ადრეც მოგახსენეთ, მაგრამ გვინდა დავაზუსტოთ, რომ ეს ნაგებობა, რომელზეც ქალთა „ბლაუგრანასა’’ და ვაჟთა B გუნდის თამაშებს მასპინძლობს, მხოლოდ 6 ათას მაყურებელს იტევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიის დედაქალაქში „კამპ ნოუს’’ რეკონსტრუქციას აღარ დაადგა საშველი. საინტერესო რამ დაწერა ესპანურმა გაზეთმა „სპორტმა’’. თურმე „ბარსას’’ გულშემატკივრების ნაწილმა...
მამარდამ წლევანდელ რბევას გაასწრო
კვირას იოჰან კრუიფის სახელობის პატარა სტადიონზე ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩში „ბარსელონას’’ გიორგი მამარდაშვილის ყოფილი გუნდი „ვალენსია’’ ესტუმრა და 0:6 წააგო. ეს იყო „ჩეების’’ სრული დემორალიზების საღამო. სტუმრები მეორე ტაიმში მოედნიდან უბრალოდ გაქრნენ და შედეგად ხუთი გოლი გაუშვეს. მატჩის შემდეგ „ღამურების’’ მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა მომხდარი ასე შეაფასა: „გვინდოდა დაცვაში წინა შეხვედრებზე უკეთ გვეთამაშა, მაგრამ „ბარსელონამ’’...
კამპ ნოუს ამბავი უკვე სასაცილოა
სანაკრებო კვირეული დამთავრდა, ყურადღების ცენტრში კვლავ კლუბები მოექცნენ. „ბარსელონასა’’ და განახლებული „კამპ ნოუს’’ ურთიერთობა კი სატირიდან ლამისაა კომედიად იქცეს. ჰანსი ფლიკის გუნდმა, რომელსაც 9 შესაძლებლიდან 7 ქულა აქვს, მეოთხე ტურში „ვალენსიას’’ უნდა უმასპინძლოს. კატალონიელებს კარგა ხნის წინ ჰქონდათ გამოცხადებული, რომ ეს იქნებოდა მატჩი, რომელშიც „ბლაუგრანა’’ თავის ლეგენდარულ სტადიონს დაუბრუნდებოდა. ლაპარაკი იყო მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით შეშვებაზე,...
კამპ ნოუს დაუმთავრებელი სჭირს
„ბარსელონა’’ 2025-26 წლების სეზონს ორ კვირაში იწყებს, მაგრამ კიდევ არ იცის სად ითამაშებს პირველ საშინაო შეხვედრას, განახლებულ „კამპ ნოუზე’’, თუ სხვაგან. აქვე ვთქვათ, რომ სპონსორული გარიგების გამო „კამპ ნოუს’’ 2026 წლამდე „სპოტიფაი კამპ ნოუ’’ ერქმევა. სპოტიფაი არის მუსიკის, პოდკასტების და ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა რომელიც საშუალებას იძლევა ინტერნეტში მოუსმინოთ მილიონობით სიმღერას, პოდკასტს და სხვა აუდიომასალას. ლა...
კაპიტანი ბარსელონა
საკალათბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ საქართველოს ნაკრების კაპიტნი, თორნიკე შენგელიას ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა და ახალწვეული წარადგინა. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შენგელიამ ესპანურ გრანდთან სამწლიანი ხელშეკრულება (2028 წლის ზაფხულის ჩათვლით) გააფორმა. 33 წლის კალათბურთელი „ბარსელონაში“ „ვირტუსიდან“ გადავიდა. გასულ სეზონში შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, „ვირტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიგო და ფინალის...
რაშფორდი ბარსელონაში მიდის
„მანჩესტერ იუნაიტედმა’’ ნება დართო ― მარკუს რაშფორდის საოცნებო ტრანსფერში „ბარსელონაში’’ შედგება. რაშფორდი „ოლდ ტრაფორდზე’’ აღარ სჭირდებოდათ, „ბარსელონამ’’ კი ფეხბურთელის შეძენა მოიწადინა და ვერც მისმა დიდმა ხელფასმა, კვირაში 325 000 გირვანქამ (375 000 ევრო) შეაშინა. ეს იმას ნიშნავს, რომ „იუნაიტედს’’ სახელფასო ფონდს დაახლოებით 15 მილიონი გირვანქა დაეზოგება და მწვრთნელი რუბენ ამორიმი მისთვის სასურველი ახალი ფეხბურთელის შეძენას...
ბარსელონაში გულშემატკივრებში მანქანა შევარდა
ბარსელონაში „ესპანიოლისა’’ და „ბარსელონას’’ შეხვედრის დროს გულშემატკივრებში მანქანა შევარდა. საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა. მატჩი, რომელიც „ბარსამ’’ 2:0 მოიგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა მე-8 წუთზე დროებით შეწყდა, რათა სტადიონზე გამოეცხადებინათ, რომ ყველაფერი კონტროლს ქვეშაა და ინციდენტს სერიოზული შედეგი არ მოჰყოლია. ესპანურ სოცმედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შევარდა ესპანიოლის გულშემატკივრებში თეთრი მანქანა. სავარაუდოდ, მანქანას „ბარსას’’...









