ჭდე: ბარსელონა

Home ბარსელონა
მესის რეგისტარცია შეჩერებულია
ჩანაწერი

მესის რეგისტარცია შეჩერებულია

ესპანურმა „ბარსელონამ“ ჯერ ვერ მიიღო ლა ლიგის თანხმობა ლეო მესის კონტრაქტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ოდნავ უდროო დრო ანიჭებს ლეოს თავისუფალ აგენტობას განსაკუთრებულ ემოციას – ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ დარეგისტრირდება ლა ლიგაში, ვიდრე ეს კლუბი ფინანსურ კონტროლს არ გაივლის.

ბარსელონას გასაჭირი
ჩანაწერი

ბარსელონას გასაჭირი

ესპანეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, „ბარსელონას” იმდენად სავალალო ფინანსური მდგომარეობა აქვს, რომ ამ ზაფხულს შეძენილ ფეხბურთელებს რეგისტრაციას ვერ უკეთებს. „გოლი” წერს, რომ კატალონიურმა კლუბმა „ლა ლიგის” სახელფასო ლიმიტი ამოწურა და ოფიციალურად ვერც სერხიო აგუეროს იფორმებს, ვერც მემფის დეპაის და ვერც 20 წლის ერიკ გარსიას, რომელიც „მანჩესტერ სიტიდან” დაუბრუნდა. პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ახალი მოთამაშეების ძებნა მეტწილად თავისუფალ...

ლეო თავისუფალია და სპარტაკი უხმობს
ჩანაწერი

ლეო თავისუფალია და სპარტაკი უხმობს

დაახლოებით ისე გამოვიდა, როგორც კონკიას ზღაპარშია – დრო წუთ-წუთად გაიპარა და ზუსტად ღამის 12 საათზე ლეო მესი თავისუფალი აგენტი გახდა. ძნელი სათქმელია, რამდენად იყო ეს ლეოს მამის მიზანი მოლაპარაკების პროცესში. ფაქტი ისაა, რომ ახლა ფეხბურთელს და მის შტაბს ლავირების მეტი შანსი აქვთ. დღეს პირველი დღეა ბოლო 21 წლის განმავლობაში, როცა მესის და „ბარსას“ ოფიციალურად არაფერი...

ელ კლასიკოს განრიგი ასეთია
ჩანაწერი

ელ კლასიკოს განრიგი ასეთია

ლა ლიგამ 2021-22 წლების კალენდარი გამოაქვეყნა. ისევე, როგორც გასულ სეზონში, კალენდარი ამჯერადაც ასიმეტრიულია. რაც შეეხება „ელ კლასიკოს’, პირველი შეხვედრა გაიმართება მე-10 ტურში, 24 ოქტომბერს, საპასუხო კი 29-ე ტურში — 20 მარტს. უკვე ზედიზედ მეოთხე სეზონია, „ბარსელონასა” და „რეალის” პირველი დაპირისპირება „კამპ ნოუზე” გაიმართება, მეორე კი მადრიდში. „რეალი” სეზონს კვლავ ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყებს, თუმცა 20...

ლაპორტა დაბდღეზე მესის იჩუქებს
ჩანაწერი

ლაპორტა დაბდღეზე მესის იჩუქებს

„ბარსელონამ“ ფაქტობრივად დაასრულა ლეო მესის ახალ კონტრაქტზე მუშაობა. ორწლიანი ხელშეკრულება 30 ივნისამდე უნდა გაფორმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ზუსტად ღამის 12 საათზე ლეო თავისუფალი აგენტი გახდება. ჟოან ლაპორტას უნდოდა, ახალი კონტრაქტის შესახებ 24 ივნისს განეცხადებინა, როცა ლეო 34 წლის გახდა, მაგრამ პროცესის დასრულება ვერ მოესწრო… თუმცა წინ კიდევ ერთი დაბადების დღეა. 29 ივნისს თავად ლაპორტას დღეობაა და...

დემბელეს ფიფა უმკურნალებს
ჩანაწერი

დემბელეს ფიფა უმკურნალებს

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და უკვე დატოვა დიდიე დეშამის გუნდის ბანაკი. დემბელეს მკურნალობა ოთხ თვეს გასტანს, ხარჯებს კი ფიფა გაიღებს. ფიფასვე წესებით, თუ ფეხბურთელი ტრავმას საერთაშორისო კალენდარში შემავალი ტურნირისას მიიღებს, მის კლუბს კომპენსაცია ერგება. თუ მკურნალობას 28 დღეზე მეტი სჭირდება, კომპენსაცია დღეში 21 ათასი ევროა. შესაბამისად, “ბარსელონა” დემბელეს სამკურნალოდ დაახლოებით 2,5...

ბარსამ ახალი ფორმა წარადგინა
ჩანაწერი

ბარსამ ახალი ფორმა წარადგინა

გუშინ, „კამპ ნოუზე”, „ბარსელონამ” 2021-22 წლების სეზონის ოფიციალური საშინაო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო.  წარმდგენთა შორის იყვნენ კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, ანსუ ფატი და „ბარსას” ნორვეგიელი ფეხბურთელი ქალი კეროლაინ გრეჰემ ჰანსენი. ფორმაში ცვლილებებია. ფერები რასაკვირველია ტრადიციული დარჩა, მაგრამ ზოლებში სიახლეა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ახალ ვერსიაში მაქსიმალურად არის გამოყენებული მისი გერბი. პირდაპირ, მკერდის სიმაღლეზე შეგიძლიათ შენიშნოთ...

ჩავი ხალხს არჩევს
ჩანაწერი

ჩავი ხალხს არჩევს

მართალია, „ბარსელონას” მწვრთნელად რონალდ კუმანი დატოვეს, მაგრამ კატალონიაში ყველამ კარგად იცის, რომ მათ საყვარელ კლუბს ადრე თუ გვიან ჩავი ერნანდესი ჩაუდგება სათავეში. კუმანს ეს ყველაფერი მოსათმენი და გასაძლები აქვს, ჩავი კი ახლო მეგობრებს, კერძო საუბრებში, მომავლის „ბარსაზე” ელაპარაკება. მას უთქვამს, რომ თუ „ბლაუგრანას” მწვრთნელი გახდება, „ბაიერნიდან” ფრანგი კინგსლი კომანის გადმოყვანას შეეცდება. როგორც ბარსელონური გამოცემა „სპორტი”...

დეპაის მაისურები ბარსელონას მაღაზიებში
ჩანაწერი

დეპაის მაისურები ბარსელონას მაღაზიებში

ხვალიდან, ბარსელონაში, საკლუბო მაღაზიებში, მემფის დეპაის მაისურები გაიყიდება. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს თუ არა იმას, რომ ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებს გოლი გაუტანა და კიდევ ორი საგოლე პასი შეასრულა, მალე „ბლაუგრანას” ფეხბურთელი გახდება? ოფიციალურად ჯერ არაფერია ცნობილი. დეპაის, ბოლო ინტერვიუში, მომავლის შესახებ ჰკითხეს, მაგრამ მან ამ თემაზე ლაპარაკისგან თავი შორს დაიჭირა. „ლიონის”...

ატლეტიკო სიმეონეს არ უშვებს
ჩანაწერი

ატლეტიკო სიმეონეს არ უშვებს

2020-21 წლების ესპანეთის ჩემპიონის, მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს. ესპანური მედიის ცნობით, ახალი ხელშეკრულება ესპანურ კლუბსა და არგენტინელ სპეციალისტს შორის 2024 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. შეთანხმება უკვე მიღწეულია, დარჩა მხოლოდ ფორმალური საკითხები. შეგახსენებთ, რომ სიმეონეს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. არგენტინელი „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან წვრთნის და მეორედ...