ჭდე: ბარსელონა

Home ბარსელონა
ალბამ ქამარი არ შემოიჭირა
ჩანაწერი

ალბამ ქამარი არ შემოიჭირა

ახალი ამბავი ნამდვილად არაა, რომ „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები აქვს. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კი დახმარებისთვის გუნდის ვეტერანებისთვის მიემართა: ლეო მესი, ჟერარ პიკე, სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა. თუ ესენი დათანხმდებოდნენ ხელფასის შემცირებას, მერე ახალგაზრდებიც მიბაძავდნენ. პირველმა ოთხმა უკვე განაცხადა თანხმობა ხელფასის შემცირებაზე. ლეომ სულაც გაინახევრა ჯამაგირი – ოღონდ შემოთავაზებული ორწლიანის ნაცვლად ხუთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეთო. ჯერ...

გრიზმანის ატლეტიკოში დაბრუნება ჩაიშალა
ჩანაწერი

გრიზმანის ატლეტიკოში დაბრუნება ჩაიშალა

ანტუან გრიზმანის „ბარსელონადან” „ატლეტიკოში” გადასვლა ჩაიშალა. ასე წერს კატალონიური პრესა. მხარეები ფულზე ვერ შეთანხმდნენ. „ბარსას” არ უნდოდა ფრანგი საბაზრო ფასზე იაფად გაეყიდა, როგორც ეს ერთი წლის წინ ლუის სუარესის შემთხვევაში გააკეთა. კიდევ, „ბარსელონას” სურდა გრიზმანში საული კი არა, სხვა ამპლუის ფეხბურთელი გაეცვალა. კატალონიურმა კლუბმა 21 წლის პორტუგალიელ ჟოაო ფელიპეს დაადო ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში „ბლაუგრანა” თანახმა...

მესიმ რონალდუს აჯობა!
ჩანაწერი

მესიმ რონალდუს აჯობა!

ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. უკვე დიდი ხანია, რაც არგენტინელს და პორტუგალიელს მხოლოდ ფეხბურთში აღარ აჯიბრებენ ერთმანეთს. ვისაც არ ეზარება ათას უაზრობას ითვლის. ლამისაა ისიც კი დათვალონ, რომელს მეტი ვაშლი ან ბანანი აქვს ნაჭამი. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ მესიმ რონალდუს ინსტაგრამზე ლაიქების რეკორდი მოუხსნა. „ბარსელონას” კაპიტანმა „კოპა ამერიკა” მოიგო და...

რა უნდა ბარსას გასახდელში კრიშტიანუს?
ჩანაწერი

რა უნდა ბარსას გასახდელში კრიშტიანუს?

მართლაცდა, რა დარჩენია „ბარსელონას” საწვრთნელ ცენტრში, რომელსაც ჟოან გამპერის სახელობის სპორტული ქალაქი ჰქვია, წლების მანძილზე კატალონიური გუნდის მთავარ გამღიზიანებელ კრიშტიანუ რონალდუს? მას, არაფერი. აი, ესპანურმა გაზეთმა AS-მა კი ერთ-ერთ ფოტოზე შეამჩნია, რომ „გამპერის ცენტრის” კედელზე მიკრულ ქაღალდზე მისი ლოგოა გამოსახული. დანარჩენი კი უკვე ზუმის ამბავი იყო. გაირკვა, რომ კედელზე „ბარსელონას” ფეხბურთელების საყურადღებოდ გამოკრულია ციტატა: „კრიშტიანუს...

ჯერ სამშობლო, მერე ბარსელონა
ჩანაწერი

ჯერ სამშობლო, მერე ბარსელონა

იერუსალიმში 4 აგვისტოს დიდი ხნის ნანატრი მატჩი უნდა გამართულიყო. ადგილობრივი „ბეითარი“ სტუმრად „ბარსელონას“ ელოდა. შეხვედრა არ შედგება, რისი მიზეზიც „ბეითარის“ პრეზიდენტმა მოშე ხოგეგმა დეტალურად ახსნა: „სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ვაუქმებთ ამხანაგურ მატჩს „ბარსელონასთან“. მე ხელმოსაწერად მომიტანეს კონტრაქტი, რომელშიც არაორაზროვნად იყო ჩადებული მატჩის იერუსალიმიდან სხვა ქალაქში გადატანის მოთხოვნა. კიდევ იყო რამდენიმე წინაპირობა, რომელიც არ მომეწონა. იმ...

ბარსელონა დამთავრდა
ჩანაწერი

ბარსელონა დამთავრდა

ფილიპე კოუტინიუს „ბარსელონაში” თამაშის შანსი აღარ აქვს. კლუბის სპორტულმა დირექტორებმა გადაწყვიტეს, რომ მას მომავალ სეზონში აღარ დაიტოვებენ. რაც კატალონიის დედაქალაქში გადავიდა, ბრაზილიელი მოსალოდნელზე გაცილებით ცუდად თამაშობს და მდგომარეობას ტრავმაც ამძიმებს. არადა, მის სანაცვლოდ, 2018 წლის იანვარში, „ლივერპულისთვის” 120 მილიონი ევროა გადახდილი, რომელიც შედეგებიდან გამომდინარე შეიძლებოდა 140 მილიონამდე გაზრდილიყო. კოუტინიუ რომ კარგად თამაშს ვეღარ შეძლებს, „ბარსაში”...

რას არკვევდნენ მესი და ბარსელონა ამდენი ხანი?
ჩანაწერი

რას არკვევდნენ მესი და ბარსელონა ამდენი ხანი?

„ბარსელონამ” ლეო მესისთან შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს დღეებში ამის შესახებ ოფიციალურად ამცნობს საზოგადოებას. შეთანხმების ძირითადი ნაწილი ის არის რომ მესი კლუბში 5 წლით რჩება, ყაბულსაა ადრინდელი ხელფასის ნახევარი გადაუხადონ და მის გამოსასყიდ თანხად დაითქვა 350 მილიონი ევრო. „მარკა” წერს, რომ მესი და კლუბი ზოგ პუნქტზე წამებში შეთანხმდნენ, ზოგს კი ხანგრძლივი მსჯელობა დასჭირდა. მოლაპარაკებების პროცესში მთავარი...

მესიმ ხელფასი გაინახევრა
ჩანაწერი

მესიმ ხელფასი გაინახევრა

ლეო მესიმ და „ბარსელონამ“ მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით, რაშიც ლომის წილი სწორედ ფეხბურთელს ეკუთვნის. მესიმ დასტური მისცა „ბარსას“ ყველა წინადადებას და ხელფასის განახევრებასაც დათანხმდა. ოღონდ, იმ პირობით, რომ კონტრაქტი არა 2, არამედ 5-წლიანი იქნება. 34 წლის ლეო საკუთარ თავში გრძნობს ძალებს, კიდევ 5 წელი დაეხმაროს გუნდს.

40 პროცენტი მესისთვის
ჩანაწერი

40 პროცენტი მესისთვის

„დეპორტეს კუატროს” ცნობით, „ბარსელონა” ლა ლიგის მომავალ ჩემპიონატში ლეო მესის რეგისტრაციაში გატარებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამ საქმისთვის კლუბის სამი ყველაზე დიდხელფასიანი ფეხბურთელი ჯამაგირის 40 პროცენტზე იტყვის უარს. თუმცა არის ფულის გამოძებნის კიდევ ერთი გზა — ანტუან გრიზმანის გაყიდვა. „ბარსელონასთვის” მესი და გრიზმანი შეუდარებელი სიდიდეებია. თან, კლუბმა უკვე შესთავაზა კოპა ამერიკას ჩემპიონს ათწლიანი თანამშრომლობა, რომელიც...

სუარესი ალიყური იყო
ჩანაწერი

სუარესი ალიყური იყო

„ბარსელონა“ არ აპირებს ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოში“ გაყიდვას და ამით საჩემპიონო ბრძოლაში უშუალო კონკურენტის გაძლიერებას. როგორც ჩანს, ბარსელონაში სწორი დასკვნები გამოიტანეს ასევე „ატლეტიკოში“ გაშვებული ლუის სუარესის მიერ გაწნული სიმბოლური ალიყურიდან – სუარესის 21-მა გოლმა დიდწილად განაპირობა „ატლეტიკოს“ ჩემპიონობა. ბუნებრივია, გრიზმანს მადრიდში დაბრუნება უჯობს, მაგრამ „ბარსელონა“ ფეხბურთელისთვის კლუბს ინგლისსა და იტალიაში ეძებს. არადა, გრიზმანი სასწრაფოდ უნდა გაიყიდოს,...