მართლაცდა, რა დარჩენია „ბარსელონას” საწვრთნელ ცენტრში, რომელსაც ჟოან გამპერის სახელობის სპორტული ქალაქი ჰქვია, წლების მანძილზე კატალონიური გუნდის მთავარ გამღიზიანებელ კრიშტიანუ რონალდუს? მას, არაფერი. აი, ესპანურმა გაზეთმა AS-მა კი ერთ-ერთ ფოტოზე შეამჩნია, რომ „გამპერის ცენტრის” კედელზე მიკრულ ქაღალდზე მისი ლოგოა გამოსახული. დანარჩენი კი უკვე ზუმის ამბავი იყო.
გაირკვა, რომ კედელზე „ბარსელონას” ფეხბურთელების საყურადღებოდ გამოკრულია ციტატა: „კრიშტიანუს კოვიდ 19 დაუდასტურდა და „ბარსელონას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს”.
ეს 2020 წლის შემოდგომის ამბავია, როდესაც „იუვენტუსის” პორტუგალიელ თავდამსხმელს მართლაც შეეყარა კორონავირუსი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. მათ შორის იყო მატჩი „ბარსელონას” წინააღმდეგ.
ტურინული შეხვედრა, რომელშიც კრიშტიანუმ არ ითამაშა, „ბარსამ” მოიგო 2:0.
აქედან კი კეთდება დასკვნა, რომ „გამპერის ცენტრში” ხსენებული ქაღალდი ოქტომბრიდან არის მიკრული.
AS გამოთქვამს ვარაუდს, რომ ასე „ბარსელონა” თავის ფეხბურთელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს ანუ ეუბნება, რომ კორონასთან სითამამე არ შეიძლება, თორემ შეიძლება იგივე მოუვიდეთ, რაც დისციპლინით ცნობილ რონალდუს მოუვიდა — covid 19 დაემართოთ და პრინციპული თამაში გამოტოვონ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
