
ინგლისური პრესის თანახმად „ჩელსი” „ბაიერნისგან” 50 მილიონ გირვანქად რობერტ ლევანდოვსკის გამოსყიდვას შეეცდება.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პოლონელზე იმიტომ გადაერთო, რომ „დორტმუნდის” ერლინგ ჰოლანდთან ვერაფერი გააწყო. ჰოლანდის ფასი გახლდათ 150 მილიონი გირვანქა, თუმცა „ჩელსის” სურდა მასში ფულს პლუს ფეხბურთელი გადაეხადა.
დასავლეთ ლონდონელთა გერმანელ თავკაცს თომას ტუხელს ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება. და მართლაც ლევანდოვსკიზე უკეთესს ვის ინატრებს გუნდი, მაგრამ „ბაიერნის” დაყოლიება არ გინდა? გერმანიის რეკორდმაისტერი შეიძლება მოლაპარაკებათა მაგიდასთან არც კი დაჯდეს.
ბავარიელებს უნდათ, რომ 32 წლის ლევანდოვსკის კონტრაქტი 2023-ის ზაფხულამდე გაუგრძელონ.
ლევანდოვსკიმ გასულ სეზონში ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა. მან ბოლო ტურში სეზონის 41-ე გოლი გაიტანა, როთაც ბუნდესლიგის ახალი სიმაღლე დაიპყრო.
ამბობენ, რომ გერმანიაში გატარებული 11 წლის, მრავალი ტიტულის და რეკორდის მიუხედავად, კარიერის მიწურულს პოლონელს პრემიერლიგაში თამაში აინტერესებს. მას სურს გამოცდილება გაიმრავალფეროვნოს. თეორიულად, „ბაიერნი” მის წინაშე დამსახურებული თავდამსხმელის სურვილს ანგარიშს უნდა უწევდეს, მაგრამ ამწუთას კლუბს ლევანდოვსკის ჯეროვანი შემცვლელი არ ჰყავს.
აქამდე ამბობდნენ, რომ ლევანდოვსკის შეძენა „მანჩესტერ სიტისაც” სურდა, მაგრამ გასულ კვირაში „ქალაქელებმა” შორს დაიჭირეს.
დასავლეთ ლონდონელებს, რომელთაც რამდენიმე დღის წინ „მილანს” ფრანგი ვეტერანი ოლივიე ჟირუ მიჰყიდეს, ფრონტის წინა ხაზზე, სრულიად მივიწყებული დენი დრინკვოტერის გარდა ჰყავთ როს ბარკლი, კრისტიან პულიშიჩი, ტამი აბრაჰამი და კალუმ ჰოდსონ-ოდოი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
