
იერუსალიმში 4 აგვისტოს დიდი ხნის ნანატრი მატჩი უნდა გამართულიყო. ადგილობრივი „ბეითარი“ სტუმრად „ბარსელონას“ ელოდა. შეხვედრა არ შედგება, რისი მიზეზიც „ბეითარის“ პრეზიდენტმა მოშე ხოგეგმა დეტალურად ახსნა:
„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ვაუქმებთ ამხანაგურ მატჩს „ბარსელონასთან“. მე ხელმოსაწერად მომიტანეს კონტრაქტი, რომელშიც არაორაზროვნად იყო ჩადებული მატჩის იერუსალიმიდან სხვა ქალაქში გადატანის მოთხოვნა. კიდევ იყო რამდენიმე წინაპირობა, რომელიც არ მომეწონა. იმ ღამეს მძიმე გულით დავწექი დასაძინებლად, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ჯერ ამაყი ებრაელი ვარ და მხოლოდ ამის შემდეგ საფეხბურთო ფუნქციონერი.
„ბეითარი“ იერუსალიმის გუნდია და მისი მატჩებიც ამ ქალაქში გაიმართება. არ ვბრაზობთ „ბარსელონაზე“. ისინი შორს არიან პოლიტიკიდან და კარგ ურთიერთობას შევინარჩუნებთ. ქალაქის მერი სრულად იზიარებს ჩემს პოზიციას”, – განაცხადა მოშე ხოგეგმა.
ვისაც ესპანელთა პოზიცია გაგიკვირდათ, გეტყვით, რომ არც თუ დიდი ხანია, ისრაელის დედაქალაქი იერუსალიმი გახდა. ამას არამხოლოდ პალესტინელები და არაბული სამყარო, ბევრი დასავლური ქვეყანა პროტესტით შეხვდა… თუმცა, ეს უკვე პოლიტიკაა, ჩვენ კი მხოლოდ ჩაშლილ ამხანაგურ მატჩზე ვწერდით.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
