იერუსალიმში 4 აგვისტოს დიდი ხნის ნანატრი მატჩი უნდა გამართულიყო. ადგილობრივი „ბეითარი“ სტუმრად „ბარსელონას“ ელოდა. შეხვედრა არ შედგება, რისი მიზეზიც „ბეითარის“ პრეზიდენტმა მოშე ხოგეგმა დეტალურად ახსნა: „სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ვაუქმებთ ამხანაგურ მატჩს „ბარსელონასთან“. მე ხელმოსაწერად მომიტანეს კონტრაქტი, რომელშიც არაორაზროვნად იყო ჩადებული მატჩის იერუსალიმიდან სხვა ქალაქში გადატანის მოთხოვნა. კიდევ იყო რამდენიმე წინაპირობა, რომელიც არ მომეწონა. იმ...
