ხვალიდან, ბარსელონაში, საკლუბო მაღაზიებში, მემფის დეპაის მაისურები გაიყიდება. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს თუ არა იმას, რომ ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებს გოლი გაუტანა და კიდევ ორი საგოლე პასი შეასრულა, მალე „ბლაუგრანას” ფეხბურთელი გახდება?
ოფიციალურად ჯერ არაფერია ცნობილი.
დეპაის, ბოლო ინტერვიუში, მომავლის შესახებ ჰკითხეს, მაგრამ მან ამ თემაზე ლაპარაკისგან თავი შორს დაიჭირა. „ლიონის” ფორვარდმა მხოლოდ ჰოლანდიის ნაკრებზე გაამახვილა ყურადღება. ნიდერლანდები ევრო 2020-ზე, დღეს უკრაინელებს ხვდებიან.
კატალონიური პრესა წერს, რომ რასაკვირველია, ცნობა დეპაის „ბარსაში” გადასვლის შესახებ შეიძლება ტყუილი იყოს, მაგრამ ყველაფერი უფრო იმას მიანიშნებს, რომ თავდამსხმელს მომავალი სეზონიდან „კამპ ნოუზე” ვნახავთ.
საკლუბო მაღაზიებში დეპაის მაისურები ჯერჯერობით ნომრის გარეშე გაიყიდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
სიახლეები26/08/2026 | 09:50ლუის ენრიკე დემბელეს ორშაბათამდე ასვენებს
მთავარი ამბავი26/08/2026 | 08:08აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
