როგორც კი „ბარსელონამ” გამოაცხადა, რომ მწვრთნელის თანამდებობაზე რონალდ კუმანს ტოვებს, კლუბის ლეგენდამ ჩავი ერნანდესმა „ლა ვანგუარდიასთან” ინტერვიუში დუმილი დაარღვია. ჰოლანდიელის სამსახურიდან გაშვების შემთხვევაში ჩავი „ბლაუგრანას” მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. „ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, „ბარსელონას” უკვე ორჯერ ვუთხარი უარი. ხან ოჯახს ვიმიზეზებდი, ხან პროფესიულ ფაქტორებს, ხანაც კონტრაქტს. „ბარსასთვის” უარის თქმა ყოველ ჯერზე ძალიან მძიმე იყო,...
ჭდე: ბარსელონა
კუმანი რჩება!
ჟოან ლაპორტამ გადაწყვიტა: რონალდ კუმანი „ბარსელონას” მწვრთნელად რჩება! 58 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გაახარა. მან სოციალურ მედიაში დაწერა: „ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს ახლა უკვე შემიძლია ვუთხრა, რომ მთელი ძალითა და ღონით ვიწყებთ ახალი სეზონისთვის მზადებას. მართალია, ბოლო რამდენიმე კვირა დაძაბული იყო, მაგრამ მიხარია, რომ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ნდობა გამომიცხადა და ახლა...
პიანიჩის ბაზარი
მირალემ პიანიჩის მომავალი იტალიაშია. მან გაარკვია, რომ რონალდ კუმანი „ბარსელონას” მწვრთნელად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ ათამაშებენ და „კამპ ნოუდან” გაქცევაზე დაიწყო ფიქრი. პიანიჩი გახლავთ 31 წლის ბოსნიელი ფეხბურთელი (ნაკრებში 100 თამაში, 16 გოლი), რომლის სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის თანახმად 28 მილიონი ევროა და რომლის დაბრუნება „იუვენტუსს” სურს. შესაძლოა, ესპანეთის მესამე და იტალიის მეოთხე...
ჩვენ ერთად…
„ბარსელონას” ახალწვეული სერხიო აგუერო ამბობს, რომ მისთვის ლეო მესის მხარდამხარ თამაში ახდენილი ოცნებაა. „ჩვენ, რასაკვირველია, ვოცნებობთ, რომ ერთად გვათამაშებენ. მოედანზე მის გვარდით ყოფნა დიდი სიამოვნებაა. თუ ის აქ დარჩება — და მგონია, რომ ასეც მოხდება — საქმეში მთელს გულს ჩავდებთ და ყველა ღონეს ვიხმართ, დიდი ჯილდოები რომ მოვიგოთ. ჩემი აზრით „ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და...
აგუერო ბარსელონაშია
„მანჩესტერ სიტის“ აწ უკვე ყოფილ ფორვარდ სერხიო აგუეროსა და „ბარსელონას“ შორის ორწლიანი კონტრაქტის ხელმოწერამდე მხოლოდ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს… მისი კონტრაქტი მანჩესტერელებთან 2021 წლიის ივნისამდე იყო ძალაში. ახლა ის თავისუფალი აგენტია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო შეცვლაზე შევიდა და სულ 13 წუთი ითამაშა. მას დანაპარების ასრულების კარგი შანსი ჰქონდა. აკი დაიქადნა 6 წლის წინ, „სიტისთან“ ერთად...
კუმანის აგენტმა ლაპორტას დასცინა
„ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პრეს-კონფერენცია მოაწყო, სადაც კლუბში და მის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ილაპარაკა, მაგრამ მწვრთნელის რონალდ კუმანის შესახებ დაზუსტებით არაფერი უთქვამს. მისი სიტყვები გახლდათ: „უდიდესი პატივისცემა და აღფრთოვანება კუმანს, რომლის კონტრაქტიც ჯერ კიდევ მოქმედებს. ჩვენ გადავწყვიტეთ მომდევნო კვირაში კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს და მის მომავალზე დავილაპარაკოთ. დღეს ერთად ვაფასებთ განვლილ სეზონს. როგორც მოგახსენეთ, მას კლუბთან...
მესი ლაპორტას და აუდიტს ელოდება
„ბარსელონა“ არგენტინელ კაპიტან ლეო მესის ახალ, 10-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც სამ ეტაპად იქნება დაყოფილი. როგორც ესპანური მედია წერს, საწყისი ორი წელი „ბარსელონასთან“ იქნება დაკავშირებული. შემდეგ, თუ ფეხბურთელს სურვილი და შეთავაზება ექნება, შეეძლება კარიერა ამერიკულ MLS-ში გაატაროს, მესამე ეტაპი კი, ამერიკიდან ისევ ბარსელონაში დაბრუნებასა და კლუბის მენეჯმენტში დასაქმებას ითვალისწინებს. მიუხედავად ასეთი მსუყე შეთავაზებისა, მესი ჯერ ფიქრობს...
რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის კონტრშეტევა
„რეალმა”, „ბარსელონამ” და „იუვენტუსმა” უეფას კონტრშეტევა მოუწყვეს. გუშინ გაგაცანით უეფას გადაწყვეტილება, დასაჯოს სუპერლიგის დამფუძნებელი ეს სამი კლუბი, თუმცა სამეული არ შეშინდა და საპასუხო განცხადება გაავრცელა. განცხადების ყველაზე მძაფრი მონაკვეთი მისი ბოლო წინადადებაა: „ფეხბურთს ან რეფორმას ჩავუტარებთ ან მისი გარდაუვალი დაცემის მოწმეები გავხდებით”. „რეალი”, „ბარსელონა” და „იუვენტუსი” განცხადებაში რამდენჯერმე უსვამენ ხაზს, რომ ეს სამი საფეხბურთო ინსტიტუტი...
კუმანი რამდენიმე დღით ისევ ბარსას მწვრთნელია
გუშინ, რონალდ კუმანი სამსახურიდან არ გაუშვიათ. ვნახოთ, რა მოხდება რამდენიმე დღის მერე. ამბობდნენ, რომ „ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კუმანს ვერდიქტს სამშაბათს გამოუტანდა: ან დატოვებდა მწვრთნელის თანამდებობაზე, ან მოხსნიდა. სინამდვილეში კი სულ სხვა რამ მოხდა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ნახევარი საათი ილაპარაკეს, გასული სეზონი შეაფასეს და რამდენიმე დღეში ახალი შეხვედრა დათქვეს. კატალონიური პრესა წერს, რომ ამ ხერხით...
რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს დასჯიან
უეფას ცნობით, ევროპის სუპერლიგის შექმნისა და არსებული საფეხბურთო სტრუქტურების დარღვევის მცდელობის გამო იწყება „რეალის”, „ბარსელონას” და „იუვენტუსის” სადისციპლინო პროცესი. თავიდან, სუპერლიგის პროექტში 12 კლუბი მონაწილეობდა, მაგრამ ამ სამის გარდა ყველამ უკან დაიხია და უეფას ხელახლა შეჰფიცა ერთგულება. შესაბამისად, დასასჯელი ეს სამეულია. უეფას ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მისმა ეთიკისა და სადისციპლინო საკითხთა ექსპერტებმა ჩაატარეს „ეგრეთწოდებულ სუპერლიგასთან”...









