ჭდე: ბარსელონა

Home ბარსელონა
სილესენი: მსაჯმა ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქცია
ჩანაწერი

სილესენი: მსაჯმა ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქცია

„ვალენსიამ“ ბარსელონაში 1:3 წააგო. გიორგი მამარდაშვილი კარში არ იდგა. მე-7 ტურიდან მოყოლებული ხოსე ბორდალასი ძირითად შემადგენლობაში 32 წლის გამოცდილ ჰოლანდიელს ჯასპერ სილესენს ათამაშებს. სილესენის მიერ „კამპ ნოუზე“ გაშვებული სამი გოლიდან მეორე პენალტი იყო, რომელიც ანსუ ფატის წაქცევისთვის დაინიშნა და ჰოლანდიელს თანამემამულე მემფის დეპაიმ გაუტანა. მატჩის შემდეგ სილესენს ამ ეპიზოდზე კომენტარი სთხოვეს. „ხოსე გაიამ ბურთზე ითამაშა,...

ფატი სხვანაირად ფიქრობდა
ჩანაწერი

ფატი სხვანაირად ფიქრობდა

წუხელ „ბარსელონას“ დიდი შვიდეული დაეწყო. კვირას „ვალენსიას“ უმასპინძლა, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში კიევის „დინამოს“ ხვდება, შემდეგ კვირას კი „კლასიკოა“. და აი, ამ შვიდეულის სტარტი „ბლაუგრანას“ ისეთი უვარგისი გამოუვიდა, მეტი რომ არ შეიძლება — ვალენსიელმა ხოსე გაიამ მე-5 წუთზე ძლიერი დარტყმით გაუტანა. კიდევ კარგი, სხვანაირად ფიქრობდა 19 წლის ანსუ ფატი. ეს იყო მისი პირველი გამოსვლა სასტარტო შემადგენლობაში...

ხოსე ბორდალასი: ჩვენ ვალენსია ვართ!
ჩანაწერი

ხოსე ბორდალასი: ჩვენ ვალენსია ვართ!

დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „კამპ ნოუზე“ „ბარსელონას“ ხვდება. გიორგი სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება, მაგრამ ვფიქრობთ, „ჩეების“ თამაში ქართველი გულშემატკივრისთვის მაინც საინტერესოა.  მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ასე ილაპარაკა: — „ბარსელონასთან“ შეხვედრა ჩვეულებრივი მატჩია, რომელშიც სამი ქულა თამაშდება თუ მეტს ნიშნავს თქვენთვის? — მე ყოველთვის მოგებისთვის ვიბრძვი და თუ ვერ ვიგებ, უკმაყოფილო...

პედრი – 2026
ჩანაწერი

პედრი – 2026

„ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ჭაბუკ საოცრებასთან, პედრისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ დაწერა. პედრი „კამპ ნოუზე“ 2026 წლამდე დარჩება. მის პოტენციურ მყიდველს კი 1 მილიარდი ევროს გაღება მოუწევს. გასულ სეზონში პედრიმ ჯამში 73 მატჩი ჩაატარა და ახალი რეკორდი დაამყრა. აქამდე ამდენი ერთ სეზონში არასდროს არავის უთამაშია. 18 წლის პედრიმ ჯერ ევრო 2020-ზე გამოიჩინა თავი, ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა...

ბარსას ჰოლანდს შეპირდნენ
ჩანაწერი

ბარსას ჰოლანდს შეპირდნენ

არახალია, რომ „ბარსელონა“ სერიოზულადაა დაინტერესებული „დორტმუნდის“ ნორვეგიელი შემტევი ერლინგ ჰოლანდით. გასულ ზაფხულს ესპანელთა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ფეხბურთელის მამას და აგენტსაც კი შეხვდა. საქმეს ის ართულებს, რომ „ბარსელონას“ სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვს და ასეთ ტრანსფერს ვერ გასწვდება. ჟოან ლაპორტას მშველელად რამდენიმე საინვესტიციო ფონდი მოევლინა, რომლებიც მზად არიან, კლუბს ჰოლანდის გადაბირებაში დაეხმარონ. „ბარსას“ ნორვეგიელისთვის ბრძოლაში კონკურენტებად „რეალი“...

ბარსელონას ვალენსია სრული შემადგენლობით ესტუმრება
ჩანაწერი

ბარსელონას ვალენსია სრული შემადგენლობით ესტუმრება

სანაკრებო კვირა დასასრულს უახლოვდება. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ 17 ოქტომბერს „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასთან“ უწევს თამაში. მეტოქეები ცხრილში გვერდიგვერდ იმყოფებიან: „ღამურებს“ 8 თამაშის შემდეგ 12 ქულა აქვთ და მე-8 პოზიციაზე არიან, „ბარსას“ კი 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ასევე 12 ქულით მე-9 პოზიცია უკავია. ორივე გუნდს სამ-სამი მოგება აქვს. „ელ ჩემ“ ბოლოს ზუსტად ერთი თვის წინ, 12...

ვან გაალი მათ ბარსელონელთაგან იცავს
ჩანაწერი

ვან გაალი მათ ბარსელონელთაგან იცავს

ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუი ვან გაალი, რომელიც პენსიიდან დაბრუნდა და თავისი ქვეყნის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, „ბარსელონაში“ მოთამაშე და მომუშავე თანამემამულეების, ფრენკი დე იონგისა და რონალდ კუმანის დაცვას შეუდგა. მან თქვა, რომ ისეთი კრიტიკა, როგორიც დე იონგსა და კუმანს დაატყდათ თავს, სწორედ კატალონიური კლუბისთვის არის დამახასიათებელი. „როდესაც საქმე კარგად მიდის, სანერვიულო არაფერია, მაგრამ როდესაც შედეგები უარესდება,...

გვარდიოლა პანდორას დოსიეშია
ჩანაწერი

გვარდიოლა პანდორას დოსიეშია

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა ე.წ. „პანდორას დოსიე“. მასში ფიგურირებენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავები, რომლებმაც ფარულ ანგარიშებზე გადარიცხვით დამალეს რეალური შემოსავალი. „პანდორას დოსიეში“ მოხვდა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა. მან, თურმე, ანდორას ბანკის მომსახურებით ისარგებლა და ესპანურ საგადასახადო სისტემას ნახევარი მილიონი ევრო დაუმალა. ეს იმ ფულის ნაწილია, რომელიც გვარდიოლამ ყატარულ „ალ-აჰლიში“ 2003-2005 წლებში...

დამირეკე ტელეფონო
ჩანაწერი

დამირეკე ტელეფონო

„ბარსელონას“ მწვრთნელი რონალდ კუმანი სამსახურიდან გაშვებისგან ერთ ნაბიჯშია. მისმა გუნდმა მორიგი მარცხი იწვნია, ამჯერად „ატლეტიკოსგან“ — 0:2. „ბლაუგრანა“ ესპანეთის დედაქალაქში გამარჯვების იმედით ჩავიდა. კატალონიელები უხარისხო, არათანმიმდევრული სერიის დასრულებაზე ოცნებობდნენ. თან, წარმატების შემთხვევაში კუმანსაც მეტ-ნაკლებად თავი ქუდში ექნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. „ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ პირველსავე ტაიმში აჯობა. ტომა ლემარისა და ლუის სუარესის გოლებმა თამაშის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს....

არადა, ანსუ კინაღამ ნიცაში გადავიდა
ჩანაწერი

არადა, ანსუ კინაღამ ნიცაში გადავიდა

კატალონიაში ანსუ ფატიზე ამბობენ, რომ „ბარსელონას“ ლეგენდაც კი შეიძლება გახდეს, მაგრამ 2018 წელს, ის კინაღამ „ნიცაში“ გადავიდა. ფატი მეტად ახალგაზრდაა, 31 ოქტომბერს 19 წლისა ხდება. არადა მას „ბარსაში“ უკვე ხვდა წილად უდიდესი პატივი — ლეო მესის 10 ნომერი გადასცეს. ანსუმ გასულ სეზონში ძალიან კარგად დაიწყო თამაში, მაგრამ ბედმა უმუხთლა, დაშავდა და ათი თვე გაუცდა. რაც...