გვარდიოლა პანდორას დოსიეშია

Home კატეგორიის გარეშე გვარდიოლა პანდორას დოსიეშია
გვარდიოლა პანდორას დოსიეშია

How many finals has Pep Guardiola lost throughout his coaching career? -  Ruetirგამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა ე.წ. „პანდორას დოსიე“. მასში ფიგურირებენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავები, რომლებმაც ფარულ ანგარიშებზე გადარიცხვით დამალეს რეალური შემოსავალი.

„პანდორას დოსიეში“ მოხვდა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა. მან, თურმე, ანდორას ბანკის მომსახურებით ისარგებლა და ესპანურ საგადასახადო სისტემას ნახევარი მილიონი ევრო დაუმალა.

ეს იმ ფულის ნაწილია, რომელიც გვარდიოლამ ყატარულ „ალ-აჰლიში“ 2003-2005 წლებში თამაშისას მიიღო.

ესპანური სამართალდამცავი სისტემა ავტორიტეტებს არ ცნობს და გვარდიოლას სერიოზული თავისტკივილი გარანტირებული აქვს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".