საქმე ის არის, რომ 34 წლის სერბი სპორტსმენი კოვიდ-საწინააღმდეგო აცრას სკეპტიკურად უყურებს, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე აუცრელ სპორტსმენებს არ დაუშვებენ.
ამის შესახებ შტატ ვიქტორიას პრემიერმა დენ ენდრიუსმა პირდაპირი მინიშნება გააკეთა.
„ტიტულები არავის იცავს. ერთადერთი ტიტული, რომელსაც დაცვა შეუძლია, ვააქცინის პირველი და მეორე დოზაა“, – განაცხადა ენდრიუსმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯოკოვიჩს საკუთარი ორგანიზებით ჩატარებულ ტურნირზე, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო „გაჩერებული“ იყო, კოვიდის გავრცელების გამო, „ჯოკოვიდიც“ კი შეარქვეს.
ავსტრალიის ღია პირველობა 2022 წლის 17-30 იანვარს გაიმართება. ჯოკოვიჩი მოქმედი ჩემპიონია. სერბი ჩოგბურთელი შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან და ესპანელ რაფა ნადალთან ერთად „დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებულია და რეალური შანსი აქვს აბსოლუტურ რეკორდზე წავიდეს. პირველი შანსი, ამერიკის ღია პირველობაზე, გაანიავა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
სიახლეები25/10/2026 | 00:05სამი ქულა ჟორჟის გოლით [VIDEO]
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
