„ბარსელონას“ მოთმინება გამოელია. მადრიდში, „რაიო ვალეკანოსთან“ 0:1 დამარცხების შემდეგ კლუბის დირექტორატმა რონალდ კუმანი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კუმანის გაშვებაზე კარგა ხანია ლაპარაკობდნენ, მაგრამ მას მერე, რაც „კამპ ნოუზე“ „ელ კლასიკოში“ მარცხს (1:2) მადრიდის გარეუბნის გუნდთან წაგებაც მოჰყვა, „კამპ ნოუზე“ ჩათვალეს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მაშ ასე, ჰოლანდიელის ეპოქა დასრულდა. ახლა მთავარი კითხვა ასეთია: ვინ შეცვლის...
ჭდე: ბარსელონა
ანჩელოტი: კუმანი ჯერ ადამიანია და მერეა მწვრთნელი
კატალონიურ პრესაში წერენ, რომ „რეალის“ იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონას“ ჰოლანდიელ თავკაც რონალდ კუმანს მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს გასაკვირი არც იყო, რადგან ორივეს აქვს როგორც მოთამაშის ასევე მწვრთნელის გამოცდილება და ფეხბურთთან დაკავშირებულ ათასგვარ სიტუაციაში მოხვედრილან. საქმე კი ეხება „ელ კლასიკოში“ 1:2 დამარცხების შემდეგ, „ბლაუგრანას“ თავკაცის „კამპ ნოუდან“ გამავალ მანქანაზე თავდასხმას, ხელების ბრახუნსა და გინებას. კუმანს გვერდით...
მოდრიჩის 400 რეალური
ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალის“ მაისურით მე-400 მატჩი გამართა. ამ ერთგვარ იუბილეს განსაკუთრებულ ხიბლს ის სძენს, რომ „ელ კლასიკოს“ დაემთხვა. „რეალმა“ ხორვატ ნახევარმცველს ეს დღე 2:1 გამარჯვებით გაულამაზა, ლუკას ემოციები კი კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. „ეს ბრწყინვალე შედეგია, რომლითაც ვამაყობ. მინდა, კიდევ ბევრ შეხვედრაში დავიცვა „რეალის“ ღირსება. ვნახოთ, რამდენად გამომივა. გუნდში გადმოსვლისთანავე ყველაფერი კარგად ამეწყო. ვერც...
დიეგო მარადონას თასზე
„ბარსელონა“ დეკემბერში „ბოკა ხუნიორსთან“ დიეგო მარადონას თასზე თამაშს დაყაბულდა. ეს იქნება გენიალური ფეხბურთელის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის პირველი გათამაშება. „ბლაუგრანამ“ ამ შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი ოქტომბრის დასაწყისშიც გამოთქვა, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ სურვილი იყო, ახლა კი ყველაფერი შეთანხმებული და დამტკიცებულია. მატჩი საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში 14 დეკემბერს გაიმართება. დაწყების საათს მოგვიანებით გადაწყვეტენ. დიეგო მარადონას თასის უკან...
ბარსელონას მეოთხე ვერ კლასიკო
სერხიო აგუერომ თამაშის მიწურულს სხვაობა შეამცირა, მაგრამ, როგორც კატალონიური „სპორტი“ წერს, „ბარსელონას“ ანგარიშის გასათანაბრებლად კი არა, მორიგი შეტევის წამოსაწყებადაც კი აღარ ჰქონდა დრო. „ბლაუგრანამ“ ზედიზედ მეოთხე „კლასიკო“ წააგო. „რეალს“ 9 თამაშის შემდეგ 20 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ლა ლიგის ცხრილს, 10 მატჩიდან 21 ქულით „რეალ სოსიედადი“ ლიდერობს, „ბარსა“ კი 9 შეხვედრიდან 15 ქულით მისთვის...
ლაპორტა: მაშინ მივხვდი, რომ განშორების დრო იყო
ჟოან ლაპორტას ლეო მესის „ბარსელონადან“ გაშვების გამო მუდმივად უწევს საყვედურების მოსმენა. შაბათს, კლუბის გენერალურ ასამბლეაზე მას პარტნიორებმაც დაუსვეს ეჭვნარევი კითხვები. მეტიც, სამმა დელეგატმა კატეგორიული ტონით მოითხოვა სიმართლე არგენტინელის „კამპ ნოუდან“ წასვლის შესახებ. ლაპორტამ განმარტა: „ჩვენ სახელფასო ფონდის გაზრდის შესაძლებლობა აღარ გვქონდა. აუდიტიც გვეუბნებოდა, რომ ეს არ იქნებოდა კარგი აზრი. იმისათვის, რომ მესის მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა, ლა...
ევროპამ სუპერლიგა იუარა
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 16-მა წერილობით აცნობა ევროსაბჭოს სასამართლოს, რომ საფეხბურთო სუპერლიგის წინააღმდეგნი არიან. ეს მადრიდის სასამართლოს მოთხოვნით მოხდა, რომელიც დაინტერესდა, აქვთ თუ არა ფიფას და უეფას მსოფლიო ფეხბურთზე სრული კონტროლის უფლება. სუპერლიგის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ესპანეთი და იტალია, რომელთა წარმომადგენელ სამ კლუბსაც (რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი) დღემდე არ უთქვამს უარი სუპერლიგის შექმნის იდეაზე. ელოდებიან, რომ...
ბარსელონა ჩამოყალიბდა
გაირკვა, ვინ იქნება „ბლაუგრანას“ მთავარი სამიზნე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში. ესპანელებს სურთ იჯარით აიყვანონ „სიტის“ და ინგლისის ნაკრების მარცხენა ნახევარმცველი რახიმ სტერლინგი. 26 წლის ფეხბურთელს მწვავე კონკურენციის გამო ძირითადში ადგილი სულაც არ აქვს გარანტირებული და არ არის წინააღმდეგი, ძალები პრემიერლიგის მიღმაც მოსინჯოს. სტერლინგმა, რომელიც „სიტიში“ 2015 წლის ზაფხულში „ლივერპულიდან“ 63,7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, მიმდინარე სეზონის...
ბორდალასი: გაუგებარია, რისთვის არსებობს VAR-ი?
გიორგი მამარდაშვილის გუნდის, „ვალენსიას“ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს დარჩა შთაბეჭდილება, რომ კვირას, „კამპ ნოუზე“, „ბარსელონასთან“ შეხვედრაში, მისი გუნდი მსაჯის არასწორი ჩარევის გამო დამარცხდა. „ღამურებმა“ ანგარიში თამაშის დასაწყისშივე, მე-5 წუთზე გახსნეს, გოლი ხოსე ლუის გაიამ გაიტანა, მაგრამ 8 წუთში ანსუ ფატიმ არაჩვეულებრივი დარტყმით გაქვითა. შესვენებამდე 4 წუთით ადრე „ბარსელონა“ პენალტით დაწინაურდა. თერთმეტმეტრიანი ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების, გოლების ავტორების...
რატომ მოაკლდა კამპ ნოუს მაყურებელი?
ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონამ“ გამარჯვება გაიხსენა. „კამპ ნოუზე“, სადაც 99 354 ადგილიდან მხოლოდ 47 317 იყო შევსებული „ბლაუგრანამ“ „ვალენსიას“ 3:1 მოუგო და ალბათ ბოლო პერიოდში საუკეთესო თამაშიც აჩვენა. გოლები გაიტანეს ანსუ ფატიმ, მემფის დეპაიმ და ფილიპე კოუტინიუმ. გუნდმა სამი ქულა მოიპოვა, 15 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ ტურში „რეალს“ მასპინძლობს, მაგრამ მაყურებელი ტრიბუნების შევსებას არ ჩქარობს....









