„ბარსელონა“ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, ლისაბონში „ბენფიკასთან“ 0:3 დამარცხდა, რამაც მწვრთნელის მოხსნა-დატოვების საკითხი კვლავ ძალიან აქტუალური გახადა. ლა ლიგის ბოლო ტურში „ლევანტესთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ ეს თემა „კამპ ნოუზე“ დროებით დაკონსერვებული იყოო, წერდა „მარკა“. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არავის არაფერი გამოუცხადებია, რონალდ კუმანის გაშვება გადაწყვეტილ ამბად ჩანს. გასარკვევი დარჩა ორი საკითხი: ვინ უნდა მიიყვანონ...
ჭდე: ბარსელონა
კუმანის ბედს ატლეტიკო გადაწყვეტს
ესპანური „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის ბედი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩზე ჰკიდია. პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას „ბენფიკასთან“ სამარცხვინო (0:3) წაგების მიუხედავად არ სურს გადაწყვეტილების ცხელ გულზე მიღება და იმედოვნებს, რომ გუნდს კიდევ აქვს მომატების პოტენციალი. ასეა თუ ისე, კუმანის ბარსელონური კარიერა დიდი კითხვის ქვეშ დგას, უფრო ზუსტი პასუხი კი 2 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-8 ტურში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ...
ვალენსია ყველაზე დაზარალებული კლუბი ყოფილა
ესპანური კლუბების სახელფასო პრობლემებზე ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ საქმე ასე ცუდად თუ იყო არავის ეგონაო, წერს Football Espana. კარგა ხანია ცნობილია „ბარსელონასა“ და ლა ლიგას დაპირისპირების ამბავი, რასაც ლეო მესის წასვლა-დარჩენის საკითხი ამძაფრებდა. COPE-ს თანახმად ამ სეზონში „ბარსას“ ხელფასის ლიმიტი არის 97,9 მილიონი ევრო, არადა ეს თანხა გასულ სეზონში 284,7 მილიონით მეტი ყოფილა....
ნუღარ ჩახვალ ლისაბონში, ბარსელონა!
„ბარსელონა“ დაბრუნდა სტადიონზე, სადაც ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მარცხი ჰქონდა ნაწვნევი და… ისევ დიდი ანგარიშით, ამჯერად 0:3 წააგო. კატალონიელთათვის ამ ნავსიან სტადიონს ჰქვია ლისაბონის „ესტადიო და ლუჟი“, სადაც „ბარსას“ გუშინ „ბენფიკამ“ მოუგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა, რომლის შემდეგაც „ბლაუგრანა“ ცხრილში ორი წაგებით ბოლო ადგილზეა. თან, გოლიც არ გაუტანია. ზემოთ, ისტორიაში ერთ-ერთი...
უეფამ უკან დაიხია
უეფამ განაცხადა, რომ ის სუპერლიგის ინიციატორ და დღემდე მის ერთგულ სამ კლუბს, „რეალს“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსს“ ყოველგვარ სანქციებს უხსნის. ადრე, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას გამოცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერ კლუბს, რომელიც მისი სტრუქტურიდან გაქცევასა და ალტერნატიული შეჯიბრების შექმნას შეეცდებოდა დასჯიდა როგორც ფინანსურად, ასევე მისი ეგიდით მოწყობილ შეჯიბრებებში მონაწილეობას აუკრძალავდა. ზემოხსენებულმა სამმა კლუბმა უეფას სიმკაცრის მიუხედავად უკან...
კუმანი არ იქნება
„ბარსელონას“ 2 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის – მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ მასპინძელ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრას ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს ბარსელონელთა მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი. გემახსოვრებათ, რომ ლა ლიგის მე-6 ტურში „კადისთან“ 0:0 დასრულებული შეხვედრის კომპენსირებულ წუთებზე კუმანი გააძევეს და სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ სასჯელი სამართლიანი იყო და აპელაცია არც შეუტანია.
დაბრუნება ბარსაში
არ არის ადვილი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაბრუნება… თანაც, როცა „პაუზა“ 323 დღე გრძელდება. თანაც, როცა 18 წლის ხარ. მით უმეტეს, როცა აგვისტოში ლეო მესის 10-ნომრიანი მაისური გადმოგცეს. ანსუმანე ფატი „ლევანტესთან“ შეხვედრაში 81-ე წუთზე შეუშვეს მოედანზე და მაინც მოასწრო გატანა. მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:0 გახდა და „ბარსამ“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
შეხვედრა თვითმფრინავთან
კატალონიური „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და მწვრთნელი რონალდ კუმანი ერთმანეთს კადისიდან გამოფრენის დროს, თვითმფრინავთან შეხვდნენ და 20 წუთი ილაპარაკეს. თვითმფრინავთან ლაპარაკს რამდენად შეიძლება სერიოზული ეწოდოს ყველამ თავად განსაჯოს, მაგრამ ცნობილია, რომ საუბარს „ბარსას“ დირექტორატის კიდევ ორი წევრი ესწრებოდა: რაფა იუსტე და მატეუ ალემანი. გამოჟონა ინფორმაციამ თითქოს ლაპორტამ კუმანს უთხრა, რომ მას ჯერჯერობით...
ბარსელონას კრუიფის ნათლია გაწვრთნის
წაგება ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენის „ბაიერნთან“, შემდეგ ზედიზედ ორი ფრე ესპანეთის ჩემპიონატში და აღარც „ბარსელონამ“ დაახანა – კლუბი ბელგიის ნაკრების მწვრთნელ რობერტო მარტინესს დაეკონტაქტა. თავის მხრივ მარტინესმა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას უკვე აცნობა, რომ შესაძლოა, „ბარსელონაში“ მუშაობას დათანხმდეს, მაგრამ ნაკრებს ოქტომბერში გასამართი შესარჩევი მატჩების დასრულებამდე არ დატოვებს. კუმანს რომ წყალი შეუდგა, ეს უკვე კარგა ხნის ამბავია. მის...
კუმანი: ამ ქვეყანაში არაფრის გამო გაძევებენ
„ბარსელონა“ ანდალუსიაში იყო, სადაც კადისში „ესტადიო ნუევო მირანდილაზე“ 0:0 ითამაშა. კატალონიურ კლუბს რთული პერიოდი უდგას. შედეგები არ უვარგა, პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასა და მწვრთნელ რონალდ კუმანს შორის დაძაბულობაა. გამოსავალი წუხანდელი გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ ვაგლახ. შეგახსენებთ, „ბლაუგრანას“ ბოლო თამაშებს: ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან“ 0:3, „გრანადასთან“ „კამპ ნოუზე“ 1:1 და აი, 0:0 კადისში. „ბარსამ“ კარგად ვერ ითამაშა, შთაბეჭდილება არ...









