სერხიო აგუერომ ლეო მესი დაიცვა, სულ ტყუილად აკრიტიკებენ, ძალიან კარგად თამაშობსო. ა აგუერო, როგორც იცით, მესის მეგობარია. კუნმა სამი თვის წინ დაასრულა კარიერა, რადგან გულზე ჰქონდა პრობლემები… „ლეოსთან სისტემატური კავშირი მაქვს. არა მხოლოდ მასთან, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელთა ჯგუფთან. ფრანგული პრესა მესის ურტყამს. ისინი რა, ზურგით დგანან თამაშის დროს? მესი კარგად თამაშობს, სხვებზე ხუთი თავით მაღლაა“....
ჭდე: ბარსელონა
მამარდაშვილმა დომენეკს ტოსტი შეუჭამა
კვირას, „მესტალიაზე“, „ვალენსია“ „ბარსელონას“ მასპინძლობს. თუკი ხოსე ბორდალასის გუნდს ლა ლიგის ცხრილის უსახურ სიღრმეებში ჩავარდნა არ სურს, მრისხანე მეტოქეს რამე უნდა მოუხერხოს. როგორც plazadeportiva.com წერს, მეკარე იასპერ სილესენი და ტიერი რენდალ კორეია არ იქნებიან. მათ პარასკევს მორიგი სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ასეთ პირობებში, ვალენსიელთა ალიკანტელი მწვრთნელი შემდეგ ფეხბურთელებს დაეყრდნობა: კარში გიორგი მამარდაშვილმა ხუამე დომენეკს ტოსტი შეუჭამა...
უცხო ჰიმნი, ტორესის მაისურა და გაფუჭებული მომენტები
„ბარსელონამ“ უჩვეულო ცხოვრება დაიწყო — ევროლიგაში თამაშობს. „კატალონიის სიამაყემ“ „კამპ ნოუზე“ „ნაპოლისთან“ 1:1 ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მოხდა ის, რაც 20 წელიწადია არ მომხდარა — „ბარსა“ ფლეი-ოფის ეტაპზე ვერ გადავიდა. მას ჯგუფში „ბაიერნმა“ და „ბენფიკამ“ გაასწრეს. შესაბამისად ჩავის გუნდს ევროლიგის დაგემოვნება მოუხდა. და როგორც ჩანს, „ბარსელონას“ ახალ შეჯიბრებაში გამოჩენა მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის...
ჩავიმ ბოდიში მოიხადა
„ბარსელონას“ თავკაცი ჩავი იძულებული გახდა რონალდ არაუხოს მიერ „ესპანიოლის“ ფეხბურთელებისათვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო ბოდიში მოეხადა. ნერვიულ დერბიში „ესპანიოლი“ 2:1-ს იგებდა. ლუკ დე იონგმა მხოლოდ 90+6 წუთზე შეძლო ქულის გადარჩენა. შეხვედრის ბოლო წამები იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ მოედნიდან მანუელ მორლანესი, ნიკო მელამედი და ჟერარდ პიკე გააძევეს. აი, არაუხო კი მართალია შესვენების დროს ტრავმის გამო შეცვალეს, მაგრამ...
ბარსა ვერ შეწვდა თეოსა
„ბარსელონას“ ფინანსური მდგომარეობა ვერც სტადიონის სახელის გაყიდვამ გამოასწორა. რამდენიმე საათის წინ თეო ერნანდესმა კატალონიურ კლუბს უარი უთხრა და კონტრაქტი ამჟამინდელ კლუბ „მილანთან“ გააგრძელა. ერნანდესი მილანში 2026 წლამდე დარჩება, რადგან „ბარსელონასთან“ მისი ხელფასის გადახდა არ შეეძლო. „რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, 24 წლის ფრანგი ერნანდესი თავად ჩავის სურდა, „მილანი“ კი, 24 წლის მარცხენა მცველში 50 მილიონ ევროს ითხოვდა,...
ჩვენთან რა გინდა, მაინც არ გათამაშებენ…
Diario Sport-მა ასეთი ამბავი გაახმაურა: თურმე მატეის დე ლიხტი 2019 წელს „აიაქსიდან“ „ბარსელონაში“ რომ აპირებდა გადასვლას და ყველაფერი გადაწყვეტილი რომ ჩანდა, ჟერარ პიკეს ერთ წინადადებას ცუდად უმოქმედია და ჩაუშლია… დე ლიხტი და პიკე იმ ზაფხულს კარიბებზე ერთად ისვენებდნენ. „ბარსას“ გამოცდილ მცველს უთქვამს, ჩვენთან მაინც არ გათამაშებენ და წინასწარ იცოდეო. დე ლიხტიც „იუვენტუსში“ წავიდა. რამდენად სიმართლეა,...
ინერვიულეს და მოიგეს
„კამპ ნოუზე“ „ბარსელონა“ „ატლეტიკოსთან“ 0:1-ს აგებდა, საბოლოოდ კი 4:2 მოიგო. ანგარიში იანიკ კარასკომ მე-8 წუთზე გახსნა, მაგრამ ორ წუთში ჟორდი ალბამ საოცარი სილამაზის შეუჩერებელი დარტყმით გაქვითა. 21-ე წუთზე გავიმ ახალწვეული ადამა ტრაორეს ჩაწოდებულ ბურთს მადრიდელთა კარში თავით მიუჩინა ადგილი, 43-ზე კი ჟერარდ პიკეს თავური ძელმა აისხლიტა, მაგრამ ბურთი რონალდ არაუხომ იხელთა და ბადეში გაგზავნა. პირველი...
ასე გაიქცა ობამეიანგი
თქვენს წინაშეა ფოტო, სადაც პიერ-ემერიკ ობამეიანგი „ბარსელონას“ ვარჯიშზეა აღბეჭდილი. მერე რაო, იტყვის მავანი. ობამეიანგი „ბარსაში“ გადავიდა და თავის ახალ გუნდში ვარჯიშობს. ამაში უცნაური წესით არაფერია. საქმე კი ის არის, რომ ფოტო მანამდეა გადაღებული, სანამ კლუბები თავდამსხმელის თაობაზე შეთანხმდებოდნენ ანუ იმ დღეს, როდესაც ეს ვარჯიში ჩატარდა, გაბონელი ჯერ კიდევ „არსენალის“ ფეხბურთელი იყო. 32 წლის ვარსკვლავმა ორშაბათს...
მესი ნეიმარის ნომრით
„პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლისას ლიონელ მესიმ სათავისოდ 30-ე ნომერი აირჩია და საფრანგეთის ჩემპიონატშიც ამ ნომრით თამაშობს. თუ ამას თამაში ჰქვია, 12 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ამჯერად კი, ქვეყნის თასის მერვედფინალურ მატჩში „ნიცას“ წინააღმდეგ (რომელიც პარიზელებმა პენალტების სერიაში წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ), არგენტინელი 10-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა მიდორზე. მაგრამ ვერც ამჯერად გაიტანა. ნომრის მაგიამ ვერ უშველა. „ბარსელონაში“...
ფულს არ დაეძებს
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „ბარსელონაში“ გადასვლის დიდი სურვილი გამოამჟღავნა. ძალიან საინტერესოა, რომ მას „არსენალიდან“ „კამპ ნოუზე“ გადაბარგება ფულის გამო არ უნდა. გაბონის ნაკრების ფორვარდს სურს დაამტკიცოს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ამისათვის „გადატვირთვა“ სჭირდება. „ბარსა“, თავის მხრივ, ცდილობს ოსმან დემბელე გაყიდოს და მონაგებ ფულად, იჯარით ობამეიანგი გადაიბიროს. კატალონიური პრესა წერს, რომ ჯერჯერობით არსენალელის საქმე ადგილიდან არ...









