„ბარსელონამ“ და „ვულვერჰემპტონმა“ შეთანხმებას მიაღწიეს: ადამა ტრაორე ინგლისიდან მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნდება. ეს ცნობა კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ გაავრცელა. გამორჩეული ჯანით ცნობილი ვინგერი ხელფასის შემცირებას დათანხმდა. ასე 26 წლის მოთამაშეს საშუალება მიეცემა ახლავე გადაბარგდეს „კამპ ნოუზე“ და საქმეს შეუდგეს. მართალია, ოფიციალური განცხადება ჯერ არც „ბარსელონას“ გაუკეთებია და არც „ვულვზს“, მაგრამ ცნობილია, რომ ლაპარაკია იჯარაზე, რომელიც წლის...
ჭდე: ბარსელონა
ფატიმ ბარსელონას ექიმებს დაუჯერა
„ბარსელონას“ ჭაბუკი ვარსკვლავი ანსუ ფატი ორთავა კუნთზე ოპერაციას არ გაიკეთებს. ესპანეთის ნაკრების 19 წლის მარცხენა გარემარბი მთელი წელიწადია ტრავმებს ებრძვის. მან 2020-21 წლების სეზონის ნახევარზე მეტი მუხლის ოპერაციის გამო გამოტოვა. ფატის 2021-22 წლების სეზონის დასაწყისიც გაუცდა. ამჯერად ორთავა კუნთის პრობლემამ იჩინა თავი. შემდეგ ნატკენი ადგილი თითქოს დაამდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დისკომფორტმა ხელახლა იჩინა თავი....
გამარჯვება მოსაწყენ შეხვედრაში
კატალონიური გაზეთი „სპორტი“ წერს, ფრენკი დე იონგს 87-ე წუთზე გოლი რომ არ გაეტანა, ჩვენი მიმოხილვა ძალიან მოკლე გამოვიდოდაო. ჰოლანდიელმა „ესტადიო მენდისოროსაზე“ „ალავესის“ კარში ერთადერთი გოლი შეაგდო და „ბლაუგრანას“ სამი ქულა შემატა. ეს ქულები „ბარსასთვის“ მნიშვნელოვანი და დამამშვიდებელი გამოვიდა, რადგან სხვა მხრივ სატრაბახო ბევრი არაფერი ჰქონდა. ჩავის გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი ვერ შექმნა. „სპორტი“ წერს, რომ...
ბარსას სხვა ჰყავს მოსაძებნი
„ბარსელონას“ დაცვის მარცხენა ფრთის გასაძლიერებლად ახალი ფეხბურთელის ძიება მოუწევს — ხოსე ლუის გაია „ვალენსიაში“ რჩება. გაიას „ღამურებთან“ ახალი კონტრაქტი ფაქტობრივად შეთანხმებული აქვს. „სუპერდეპორტეს“ ცნობით გაია, რომელიც „კამპ ნოუზე“ ძალიან მოსწონთ და გადაბირებას უპირებდნენ, „მესტალიაზე“ 2023 წლის შემდეგაც დარჩება. „ბარსა“ იმიტომ აქტიურობდა, რომ მცველს „ვალენსიასთან“ ძველი ხელშეკრულების თანახმად 18 თვიანი თანამშრომლობაღა ჰქონდა დარჩენილი და მისი მონადირება...
ფატის ცრემლები
ანსუ ფატი ისევ დაშავდა და ტირილით გავიდა მოედნიდან… ეს მოხდა „ბილბაო” —„ბარსელონას” სათასო მატჩის დროს, რომელიც ბასკებმა 3:2 მოიგეს და კატალონიელები მერვედფინალიდან გამოთიშეს. 19 წლის ფატი მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ 35 წუთში ტრავმის გამო შეცვალეს. ეს უკვე დამატებით დროში მოხდა. „ბარსელონას“ 10 ნომერს თითქოს არაფერი სჭირდა, კონტაქტიც არ იყო, მაგრამ აჩქარებისას პრობლემა შეექმნა. ზოგადად...
ბასკებმა კატალონიელები თასიდან გამოთიშეს
ბილბაოში, „სან მამესზე“, „ბარსელონას“ საშინელი საღამო ჰქონდა და არა მარტო იმიტომ, რომ ჩავის გუნდი „სამეფო თასის“ მერვედფინალიდან გავარდა, არამედ იმიტომაც, რომ პედრის გოლის შემდეგ, რომელმაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, ანსუ ფატიც დაშავდა და თავად კანარის კუნძულელი გოლის ავტორიც. შემდეგ კი დადგა 106 წუთი, როდესაც ჯორდი ალბამ საჯარიმოში ხელით ითამაშა, იკერ მუნიაინმა კი თერთმეტი მეტრიდან ბილბაოელთა...
ჯერარდი ვეღარ ჩერდება
სტივენ ჯერარდი „ასტონ ვილაში“ ეტყობა მართლაც რევოლუციას აპირებს. ფილიპე კოუტინიო ხომ გადაიყვანა იჯარით „ბარსელონადან“ და ბრაზილიელმაც პირველივე შეხვედრაში გაუმართლა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სადებიუტო მატჩში (2:2), გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა. კოუტინიოს გარდა ბირმინგემელებმა კიდევ სამი მოთამაშე – შვედი მეკარე რობინ ულსენი (ასევე იჯარით), მარცხენა მცველი, ლუკ დინი და საკუთარი აკადემიიდან ჭაბუკი კერ სმითი დაიმატეს. საუბარია მადრიდის...
თამაში ფეხებზე მეკიდა
„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილა საყრდენმა ნახევარმცველმა ალექს სონგმა საინტერესო ამბავი გაიხსენა თავისი კარიერიდან. პირდაპირი კაცი ყოფილა კამერუნელი – თქვა, თამაში კი არა, ფული მაინტერესებდაო… „როცა „ბარსელონას“ შემოთავაზებული კონტრაქტი ვნახე და ციფრებს შევხედე, აღარ მიფიქრია. ვიგრძენი, რომ როცა კარიერას დავასრულებდი, ჩემს ცოლსა და შვილებს კომფორტული მომავალი ელოდათ. …სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ შესაძლოა, ბევრი მატჩი არ ჩამეტარებინა...
რას ეშმაკობს ფლორენტინო პერესი?
ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ყველა კლუბი, რომელსაც ნორვეგიელის ყიდვა უნდა აქტიურად უკავშირდება მინო რაიოლას სააგენტოს. ამ კლუბთა შორის ერთ-ერთი „რეალიცაა“. კატალონიური გაზეთი „სპორტი“ წერს, რომ მართალია ფლორენტინო პერესს კილიან მბაპეს კონტრაქტი ჯიბეში უდევს, ჰოლანდისთვის მაინც იბრძვის. პერესმა რასაკვირველია კარგად იცის, რომ თავად ჰოლანდს უჯობს ისეთ კლუბში გადავიდეს, სადაც გამორჩეული ფიგურა იქნება და ამის...
რეალი ბარსასგან ფეხბურთელის ყიდვას აპირებს
„რეალს“ „ბარსელონას“ მცველის რონალდ არაუხოს ყიდვა უნდა. ეს ამბავი გადაცემაში Sin Concesiones (არანაირი დათმობა) ითქვა. 22 წლის ურუგვაელის გადაბირებით მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ყოფილა დაინტერესებული. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არაუხოს შეძენა „რეალს“ ადრეც უნდოდა, მაგრამ მაშინ, 2018 წელს, ფეხბურთელების ბაზარში „ბარსელონამ“ ივარგა და მცველი მონტევიდეოს კლუბ „ბოსტონ რივერიდან“ „ბარსას“ B გუნდში გადავიდა. „ბარსელონასთან“ არაუხოს კონტრაქტს...









