ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ჩატარდა, „რეალმა” „ბარსელონას” დამატებით დროში 3:2 მოუგო. ეს გახლდათ ხუთგოლიანი „ელ კლასიკო”, რომელიც დინამიზმით ძალიან ჰგავდა იმ მატჩებს, რომელთა გამო ხალხს ასე უყვარს… ინგლისური ფეხბურთი. „ბარსელონასა” და „რეალის” წუხანდელი შეხვედრა პრემიერლიგაში ან ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე რომ გამართულიყო, სრულიად სამართლიანად დაიწყებოდა აღფრთოვანებული ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ინგლისურ...
ჭდე: ბარსელონა
გახსოვთ ოსკარი? ბარსელონა გაგვახსენებსო
„ბარსელონამ“, შესაძლოა, ჩინეთიდან დაიმატოს ფეხბურთელი. ოღონდ, ერთ დროს მაგარ ფეხბურთელზეა საუბარი: 30 წლის ბრაზილიელ ოსკარზე, რომელიც ბრწყინვალედ იწყებდა კარიერას, მაგრამ 25 წლისა ჩინეთში წავიდა და შემორჩა. ხან ახალ კაკას ეძახდნენ, ხან ახალ ზიკოს. ოსკარმა იფრინა „ჩელსის“ რამდენიმე მატჩში, ყველაზე დასამახსოვრებელი კი „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგაში ლამაზი გოლები იყო, თუმცა მერე ნელ-ნელა მოუკლო. ოსკარი „შანხაი პორტში“ თამაშობს...
ბარსამ კვლავ დაკარგა ქულები
„ბარსელონას” ლა ლიგის ოთხეულში შეეძლო შესვლა, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა. კატალონიურმა კლუბმა გრანადაში 1:1 ითამაშა. „ბლაუგრანა”, რომელსაც 79-ე წუთზე ორი ყვითლის გამო მოედნიდან გავი გაუგდეს, 1:0-ს იგებდა, ოღონდ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა — 89-ე წუთზე ანტონიო პუერტასმა ანგარიში გაათანაბრა. შედეგად, „ბარსა” ლა ლიგის დღევანდელი თამაშების წინ 20 შეხვედრიდან 32 ქულით მე-6 ადგილზეა. „გრანადას” 24 ქულა აქვს...
პიკეს ხელფასი
„ბარსელონას” ვარსკვლავმა ჟერარდ პიკემ მის ხელფასთან დაკავშირებულ ჭორებს პასუხი გასცა. ესპანელმა ჟურნალისტმა ლუის კანუტმა რაღაც მანქანებით „ბლაუგრანას” დიდი ვარსკვლავების ხელფასები მოიძია და აღმოაჩინა, რომ ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და ჯორდი ალბა თანაგუნდელებს შორის ყველაზე დიდ ჯამაგირებს იღებენ. ამასთან, პიკეს გასამრჯელო გაცილებით მეტი ყოფილა, ვიდრე თავად მცველი აცხადებდა. პასუხად პიკემ ტვიტერზე მის მიერ 2021 წელს აღებული...
მორატას ტრანსფერის კარუსელი
„ბარსელონა” ალვარო მორატას ყიდვაზე ხელის აღებას არ აპირებს, თავად თავდამსხმელმა კი კარგად იცის, რომ თუ მოთმინებას გამოიჩენს, „კამპ ნოუზე” შეიძლება იანვარშივე გადავიდეს. მეორე მხრივ, „იუვენტუსის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ კატეგორიულად მოჭრა, ესპანელი ტურინიდან ამ თვეში არსად წავაო. საქმე ის არის, რომ „ბებერი ქალბატონი” „პარი სენ ჟერმენისგან” მაურო იკარდის გამოსყიდვას აპირებს და უნდა, სანამ მორატას შეელევა ჯერ...
აფრიკული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი? რატომაც არა!
სამუელ ეტოომ განაცხადა, რომ აფრიკულ ნაკრებს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ეტოო, როგორც ადრე დავწერეთ, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. აფრიკის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც საუკეთესო წლები „ბარსელონაში“ გაატარა, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორივე ფინალში გოლი გაიტანა. თუმც ჩემპიონთა თასი „ინტერშიც“ ჩაიხუტა. ზოგადად, ეტოო ხმაურიან განცხადებებს აკეთებს ხოლმე და მუდამ ფარივითაა, როცა საქმე...
ლაპორტას კორონაცია
კატალონიური „სპორტის“ ცნობით Covid 19 „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასაც დაემართა. ლაპორტას გუშინ ჩაუტარეს ტესტირება და დადებითი პასუხი მიიღეს. „სპორტი“ წერს, რომ პრეზიდენტს უშუალო კონტაქტი ჰქონდა იმ ხალხთან, ვისაც კოვიდი დაუდასტურდა. მას თავიდან ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარეს. მის მიხედვით პრეზიდენტი ჯანმრთელი იყო, მაგრამ, PCR ტესტმა დაადგინა, რომ ლაპორტას კორონა სჭირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ბარსას“ პრეზიდენტი...
ბარსელონამ მინუს 15 მოიგო
„ბარსელონამ“ „მალიორკას“ ლუკ დე იონგის გოლისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის რეაქციის წყალობით მოუგო, 1:0. Covid 19-ით შემუსრილმა კატალონიურმა კლუბმა ცხრილში სამი ქულა შეიმატა. ახლა ის 19 თამაშის შემდეგ 31 ქულით მე-5 ადგილზეა. „ბარსა“ ლიდერ „რეალს“ 15 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მისთვის ჯერჯერობით უფრო მთავარი ის არის, რომ მეოთხე ადგილამდე ერთი ქულაღა აკლია. შეხვედრის ერთადერთი გოლი დე...
ჩავი ტორესის თვალებში იყურება
„ბარსელონას“ თავკაცმა ჩავიმ გუნდში ახალი ვარსკვლავის ფერან ტორესის გამოჩენა სიხარულით აღნიშნა. მოგეხსენებათ, ტორესი „კამპ ნოუზე“ „მანჩესტერ სიტიდან“ 55 მილიონ ევროდ გადავიდა. გარიგება 2021 წლის ბოლოს შედგა. მართალია, კლუბები ქაღალდებს ოფიციალურად ჯერ კიდევ აფორმებენ, მაგრამ ფეხბურთელი უკვე ჩავიდა კატალონიის დედაქალაქში. ესპანური პრესა წერს, რომ ჩასვლის მიუხედავად თავდამსხმელი ახალ გუნდში სათამაშოდ ჯერჯერობით არ არის მზად. მას ფეხი...
დემბელემ იუვე დაიბევა და ძიებას აგრძელებს
ოსმან დემბელეს „ბარსელონაში“ რთული პერიოდი უდგას. რამდენიმე კვირის წინ კლუბი მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობდა, მაგრამ ხელფასად ფეხბურთელისთვის არასასურველ თანხას სთავაზობდა. „ბარსელონას“ მიაჩნია, რომ გადაჭარბებული ჯამაგირები აღარ უნდა დანიშნოს. რასაკვირველია, ლაპარაკია კლუბის აზრით გადაჭარბებულ გასამრჯელოებზე. საბოლოოდ, ფრანგსა და ესპანურ კლუბს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა და როგორც კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ შეიტყო, დემბელეს აგენტს „იუვენტუსთან“ გაუკვაჭავს საქმე. ზაფხულში...









