„ბარსელონას” ვარსკვლავმა ჟერარდ პიკემ მის ხელფასთან დაკავშირებულ ჭორებს პასუხი გასცა.
ესპანელმა ჟურნალისტმა ლუის კანუტმა რაღაც მანქანებით „ბლაუგრანას” დიდი ვარსკვლავების ხელფასები მოიძია და აღმოაჩინა, რომ ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და ჯორდი ალბა თანაგუნდელებს შორის ყველაზე დიდ ჯამაგირებს იღებენ. ამასთან, პიკეს გასამრჯელო გაცილებით მეტი ყოფილა, ვიდრე თავად მცველი აცხადებდა.
პასუხად პიკემ ტვიტერზე მის მიერ 2021 წელს აღებული თანხის დეტალები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მიმდინარე სეზონში მისი ხელფასი ადრინდელზე 50%-ით ნაკლებია.
თავის მხრივ, კლუბმაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც შეეცადა მოთამაშეების ხელფასებისთვის ნათელი მოეფინა. „ბარსელონა” ამბობს, რომ მის სახელფასო ამბებს ოფისიდან არ გაუჟონავს და რასაც წერენ, ტყუილია.
„ბლაუგრანამ” კანუტის ნახსენები სამივე ფეხბურთელი დაიცვა და განაცხადა, რომ მათ კლუბის სასიკეთოდ ჯამაგირები მოიკლეს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
