„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა გუნდის გაბონელ ახალწვეულს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარი უწოდა. „ობამეიანგი ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარივით დაგვეცა თავზე. საქმე არა მხოლოდ მის გოლებშია. მნიშვნელოვანია მისი პროფესიონალიზმი. როგორ ვარჯიშობს, როგორი დამოკიდებულება აქვს კლუბისა და პარტნიორების მიმართ. ყველასათვის მისაბაძი მოთამაშეა“, – ამბობს ჩავი. ობამეიანგი „ბარსელონას“ წლეულს თებერვლის დასაწყისში შეუერთდა. დღემდე მან კატალონიურ კლუბში 6 მატჩი...
ჭდე: ბარსელონა
არვიდას საბონისი: მე რუსებს აღარ ველაპარაკები!
ლიეტუვის კალათბურთის ერთ-ერთმა უდიდესმა ფიგურამ, ქართველი გულშემატკივრის კარგმა ნაცნობმა არვიდას საბონისმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე მკაცრი კომენტარი გააკეთა. „მე რუსებს არ ველაპარაკები! — უთხრა „ჟალგირისის“, „ფორუმ ვალიადოლიდის“, „რეალის“ და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ ყოფილმა ცენტრმა ვებგვერდ „15 წუთს“. მან განაგრძო: „ისინი ყველანი გაუწონასწორებლები არიან. პროპაგანდა გუშინ არ დაწყებულა. ამ მატყუარების ნდობა ცხოვრებაში აღარ შეიძლება. მშვიდობის მტრედები არიან?...
ვინ ეტყვის ბარსელონას „არა“-ს?
სად გადავა ერლინგ ჰოლანდი? სამი ფავორიტია გამოკვეთილი: „მანჩესტერ სიტი“, „რეალი“ და „ბარსელონა“. ხან ერთზე წერენ, ხან მეორეზე, ხან მესამეზე, თუმცა ისიც ფაქტია, რომ „დორტმუნდის“ ნორვეგიელ ფორვარდს ტრავმები მიეძალა. აი, „ბარსას“ მწვრთნელის, ჩავის კომენტარიც: „ჯერ არ ვიცი ფეხბურთელი, რომელსაც „ბარსელონასთვის“ ერთქვას „არა“. ფეხბურთელს უნდა გააგებინო, რომ ეს სათავისო კლუბია, საუკეთესოა და შენანიშნავ ქალაქში ითამაშებს. სხვა ვერაფერს...
მსაჯები სიცხადეს ითხოვენ
მსაჯები მკაფიო წესებს ითხოვენ. ლა ლიგაში, „ელჩესა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაში იყო ორი ეპიზოდი, რომელმაც კამათი გამოიწვია. ამ ეპიზოდების გამო არბიტრებმა გადაწყვიტეს მოითხოვონ ზუსტი განმარტება, ხელით თამაშისთვის რა შემთხვევაში ინიშნება პენალტი და რა შემთხვევაში არა. ხელით თამაში ფეხბურთის აქილევსის ქუსლია. წესების შემოქმედნი ცდილობენ ზუსტად განსაზღვრონ რა შეიძლება მივიჩნიოთ ხელით თამაშად და რა არა, მაგრამ ჩამოყალიბებულ პასუხამდე...
ბოლონიის გავლით ბარსელონაში
თორნიკე შენგელიამ „ვირტუს ბოლონიასთან“ კონტრაქტი ახლახანს გააფორმა და უკვე გაჩნდა ხმები, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მომავალი სეზონიდან „ბარსელონაში“ ითამაშებს. შენგელიასა და იტალიურ კლუბს შორის კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე, რის შემდეგ 30 წლის კალათბურთელი ესპანეთში დაბრუნდება. „ბარსელონასთან“ კონტრაქტი კი, ხანგრძლივი იქნება. შენგელია ბოლონიელებს მოსკოვის ცსკა-დან შეუერთდა, სადაც 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. მანამდე კი, „ბასკონიაში“ ირიცხებოდა...
ლაპორტა მესის წასვლას არ ნანობს
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, განაცხადა, რომ არ ნანობს ლიონელ მესის კატალონიური კლუბიდან წასვლას. „მესის „ბარსელონადან“ წასვლა? ეს ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული გადაწყვეტილება იყო. მაგრამ არ ვნანობ. კლუბის ინტერესები ყველაზე მაღლა უნდა დაგვეყენებინა, თუნდაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე მაღლაც. რეალობას შევეჯახეთ, წინა მმართველებისგან კატასტროფული ფინანსური მდგომარებობა დაგვხვდა. მაგრამ „ბარსელონას“ ისტორია გრძელდება და ამას ყველა ხედავს“, – ამბობს...
ბარსელონა – გაძლიერება მილანიდან?
თითქმის გადაწყვეტილი ამბავი ყოფილა: „ბარსელონა“ ზაფხულში ფრანკ კესიეს შეიძენს. უფრო სწორად, მას თავისუფალი აგენტის სტატუსით წაიყვანს. კესიე კოტდივუარელია, „მილანში“ თამაშობს, ნახევარმცველი გახლავთ. „ბარსას“ კი ამ პოზიციაზე კიდევ სჭირდება გაძლიერება და ეტყობა, სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად სურთ. ბუსკეტსი უკვე ასაკშია და რეგულარულად ძლიერად თამაში უჭირს. ითქვა, რომ ჩავი პირადად ესაუბრა კესიეს და შეუთანხმდა კიდეც.
ბარსა — სულ უკეთ, უკეთ
„ბარსელონა“ ყოველ შეხვედრაში უკეთ და უკეთ თამაშობს. ჩავის გუნდმა ნეაპოლში, „დიეგო მარადონაზე“ მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა და ევროლიგის მერვედფინალში გავიდა. „ბარსამ“ „ნაპოლის“ 4:2 მოუგო. გუნდების დაპირისპირება ორი შეხვედრის ჯამში დასრულდა 5:3. სტუმართაგან გოლები გაიტანეს ჟორდი ალბამ, ფრენკი დე იონგმა, ჟერარდ პიკემ და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. ეს გახლდათ მესამე შეხვედრა თებერვალში, რომელშიც კატალონიის გუნდმა ოთხი გოლი...
ბარსელონა დასვენების დღესაც ვარჯიშობს
რაც ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელად დაინიშნა, ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალაო, – ხშირად წერს ესპანური პრესა. თავად ჩავის განცხადებაც ბევრს ნიშნავს: „ბარსას“ მაისურა 10 კილოგრამით მძიმეა“! ახლა კი ის მომხდარა, რომ დასვენების დღეს „ბარსას“ 9 ფეხბურთელი მაინც სავარჯიშოდ მისულა ბაზაზე. ეს 9 ფეხბურთელია: სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, სერხიო რობერტო, ფერან ტორესი, კლემან ლენგლე, ერიკ გარსია, მემფის...
მოშლილი, დაშლილი, არეული ვალენსია
„ვალენსია“ „ბარსელონასთან“ შინ განადგურდა, 1:4. მასპინძლებმა იშტაზე მოსულ მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს. ყველაზე თვალშისაცემი „ღამურების“ სრულიად მოშლილი დაცვის ხაზი გახლდათ, რომელიც მეტოქეს თავის საჯარიმოში ფაქტობრივად პამპულას თამაშის საშულებას აძლევდა. სამწუხაროა, რომ ასეთი არეული გუნდის კარში გიორგი მამარდაშვილი იდგა. AS ფეხბურთელების ინდივიდუალური დახასიათებისას მამარდაშვილზე წერს: „ობამეიანგის (ორი) და დე იონგის გოლების წინააღმდეგ ის ვერაფერს გახდებოდა. მეორე ტაიმში...









