ფრანფურტის „აინტრახტმა“ „ბარსელონას“ სტუმრად 3:2 მოუგო და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდა… ეს მოულოდნელობა დიდწილად გერმანელი ფანების დამსახურებაა. უნიკალური ამბავია, ბარსელონას „კამპ ნოუზე“ „აინტრახტის“ დაახლოებით 30 000 გულშემატკივარი იყო. „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გაბრაზებული იყო. ამ ფაქტს სირცხვილი უწოდა: „სირცხვილია, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს. ამ ფაქტს გავაანალიზებთ. ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სხვაგვარ ზომებს მივიღებთ, უფრო ფრთხილს. როგორც...
ჭდე: ბარსელონა
ლევიგოლი ბარსელონაში
„ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, დიდი ალბათობით, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. პოლონელები ამბობენ, რომ 33 წლის რობერტმა უკვე შეათანხმა კატალონიურ კლუბთან სამწლიანი და ბევრმილიონიანი კონტრაქტის პირობები. თურმე, „ბარსელონას“ შეთავაზება ყველაზე უკეთესი გამოდგა მათგან, რომლებიც ბოლო დროს ფეხბურთელმა მიიღო. მისი წარმომადგენელი ასევე „მანჩესტერ სიტისთან,“ „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ლივერპულთან“ საუბრობდა. „ბაიერნიდან“ მისი შესაძლო წასვლის მიზეზი კი ის არის, რომ...
შიშველი ხორვატის დაბრუნება
ხორვატმა ივან რაკიტიჩმა „კამპ ნოუზე” ფორმა გაიხადა და „ბარსელონას” ქომაგებს უსახსოვრა. ეს გახლდათ ნახევარმცველის პირველი დაბრუნება იმ გულშემატკივრის წინაშე, რომელთათვისაც მან 2014-20 წლებში ოთხჯერ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ოთხჯერ მოიგო „სამეფო თასი”, ერთხელ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, ერთხელ უეფას სუპერთასი აღმართა და ერთხელაც კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. შარშან, როდესაც ვეტერანმა განშორების შემდეგ ამავე სარბიელზე...
18 წლის გოგონას სუპერგოლი
ქალთა ფეხბურთშიც გადის ასეთი გოლები. „ვილიარეალის“ 18 წლის გოგონამ სალმა პარალიელომ ასეთი პატარა წარმოდგენა შემოგვთავაზა, თან „ბარსელონას“ გაუტანა. „ვილიარეალი“ იგებდა და 1:6 წააგო… შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ქალთა ფეხბურთში მაყურებელთა დასწრების მსოფლიო რეკორდი დამყარდა: „ბარსელონა“ – „რეალს“ შეხვედრას „კამპ ნოუზე“ 91500 მაყურებელი დაესწრო – არანორმალური რიცხვია ქალთა ფეხბურთის კვალობაზე.
აგუეროს მოედანზე დაბრუნება მოუნდა
სერხიო აგუეროს ჯერ კიდევ ჰქონია იმედი, რომ კარიერას განაგრძობს — არგენტინელმა თქვა, რომ ერთი კლუბი დაუკავშირდა კიდეც. 33 წლის აგუერო იძულებული გახდა ფეხბურთის თამაშისთვის თავი დაენებებინა. მიზეზი: ოქტომბერში, „ბარსელონასა” და „ალავესის” შეხვედრაში გულის შეტევა მოუვიდა. დეკემბერში თავდამსხმელმა ექიმების რჩევით ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. „მანჩესტერ სიტის” ლეგენდა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით „ბარსელონაში” გადავიდა, „ალავესთან” თამაშის...
გამოიცან რომელია
„ლივერპულის” ერთ-ერთი ყოფილი ვარსკვლავი, მეტიც, როგორც თავად უწოდებენ – გმირი, დღეს 48 წლისაა და ისეა შეცვლილი, რომ ვერც კი იცნობთ. სადღაა მისი ახალგაზრდული გრძელი თმა? წვერიც მოუშვია… ის ეროვნებით ჩეხია. 1996-2003 წლებში მერსისაიდელთა შემადგენლობაში ჩაატარა 196 შეხვედრა და გაიტანა 28 გოლი. წითელი მაისურით მან მოიგო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, ლიგის თასი, რომელსაც დღეს სპონსორის ხათრით...
მეტაფიზიკური რეალი
ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა საინტერესო სტატისტიკური კანონზომიერება აღმოაჩინეს – თურმე მადრიდის „რეალი“ აუცილებლად იგებს ჩემპიონთა ლიგას იმ სეზონში, როცა „ბარსელონასთან“ შინ აგებს… ასე იყო 2013-14 წლების სეზონში, როცა კატალონიელებმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაამარცხეს „სამეფო კლუბი“ – 4:3. შემდეგ იყო 2015-16 წლების სეზონში – 4:0, 2016-17 – 3:2 და 2017-18 – 3:0. გასულ კვირას, 20 მარტს, პრიმერას 29-ე...
ასე რამ აგაჭრელათ კლასიკოსებო?
„ბარსელონამ“ „რეალს“ მადრიდში ბრწყინვალედ რომ მოუგო (4:0) ყველამ იცის. კაცმა რომ თქვას, ამ ორი დიდი გუნდის შეხვედრებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გასაკვირი მხოლოდ ეს იყო: ვერავინ გაიგო, რატომ ეცვათ წუხელ „ელ კლასიკოს“ მონაწილეებს არაკლასიკური ფორმები. ჩვეულებრივ ასეა ხოლმე: მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე” იმართებოდა შეხვედრა თუ ბარსელონაში, „კამპ ნოუზე”, მეტოქეები ტრადიციულ ფერებში ეწყობიან. ამჯერად სხვანაირად მოხდა: „თეთრებს“ იოჯი...
ელ კლასიკო ბენზემას გარეშე
ქარიმ ბენზემა „რეალი“ – „ბარსელონას“ მატჩს გამოტოვებს. „ელ კლასიკო“ 20 მარტს გაიმართება მადრიდში. ბენზემას გარეშე „რეალი“ წარმოუდგენელიც კი გახდა, ასე რომ, ეს დიდი დანაკლისია. მადრიდელთა ცხრიანმა „მალიორკასთან“ შეხვედრაში კუნთი დაიზიანა და ვერც პარასკევს ივარჯიშა, ვერც შაბათს. ესპანელები წერენ, რომ ამ ეტაპზე ბენზემას თამაში გამორიცხულია და საფრანგეთის ნაკრებსაც დააკლდება მარტის ბოლოს ჩასატარებელ ამხანაგურებში. ჩავის „ბარსელონას“ კი...
გზა სევილიისკენ, გზა ტირანასკენ
გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხედფინალ – ნახევარფინალების წილისყრა. ევროპა ლიგით დავიწყოთ, სადაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა. ჯერ მარტო „ბარსელონა“ რად ღირს… ჩავის გუნდი მშვენიერ ფორმაშია და რა თქმა უნდა, ამ ტურნირის მთავარი ფავორიტია, მით უმეტეს სწორედ აქეთაა გადართული: საშინაო სარბიელზე ვერც ლა ლიგას მოიგებს, ვერც სამეფო თასს. აი, წყვილებიც: „ლაიფციგი“ – „ატალანტა“; „აინტრახტი“ – „ბარსელონა“; „ვესტ ჰემი“...









