ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი საკლუბო სირცხვილი. სულ ერთი თვეა რაც ევროპაში 2022-2023 წლების საკლუბო ევროსეზონი დაიწყო, ჩვენებისთვის კი უკვე დამთავრდა. შემოდგომას ვინღა ჩივის, საქართველოში ევრომატჩები აგვისტოშიც სანატრელი გახდა. თავად შეაფასეთ: იმ გუნდებიდან, რომლებმაც წლეულს ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა ივლისში დაიწყეს, გათამაშება მხოლოდ შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაამთავრეს და ერთი მათგანი გამოიცანით რომელია? დიახ, საქართველო… ჩემპიონი „ბათუმი“,...
ჭდე: ბათუმი
ხედვების ამბავი…
„ბათუმის“ მეკარე ლაზარე კუპატაძეს კლუბი დაატოვებინეს. კონკრეტული მიზეზი არ თქმულა, თუმც რა ძნელი მისახვედრია, „ბათუმიდან“ მისი გაშვება ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სლოვანთან“ წაგებას და 26 წლის მეკარის უხეშ შეცდომას უკავშირდება. ასეთი რამ კი მხოლოდ საქართველოში უნდა მოხდეს – გუნდისთვის აქამდე შეუცვლელი მეკარე ერთი შეცდომის გამო დაითხოვეს. მომხდარი ფაქტის შემდეგ „სარბიელი“ თავად ლაზარეს შეეხმიანა: –...
ისევ საბურთალო
საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ პოლონეთში ძალიან შერცხვა! გია გეგუძაჩის გუნდმა პოზნანში ხუთი უპასუხო გოლი გაუშვა „ლეხისგან“ და საპასუხო მატჩი ფორმალობად აქცია. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგებისა და ანგარიშების შემდეგ ჯერ კიდევ ჩანდა იმედის ნაპერწკალი, მაგრამ… ორივე გუნდი რაკლაურად განსხვავებული იყო მოედანზე. განსაკუთრებით ცუდად „ბათუმის“ დაცვის ხაზი გამოიყურებოდა – ზღვისპირელები მარტივად უშვებდნენ გოლებს, ხოლო...
აგერ, პასპორტი
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეემატა – 25 წლის ჯოვინო ფილო ფლამარიონი! „ბათუმის“ ფორვარდს ქართული პასპორტი უკვე ხელთ აქვს და შიგ ჩარტყმული პირველი სასაზღვრო შტამპიც – ჯოვინო გუნდთან ერთად პოლონეთში, პოზნანის „ლეხთან“ კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩისთვის გაემგზავრა. ჯოვინო ბრაზილიაშია დაბადებული. საქართველოში კი 2017 წელს ჩამოვიდა და ქომაგის სიმპათიაც მალევე დაიმსახურა. ერთი პერიოდი რუსეთში, ვოლგოგრადის „როტორში“ კი...
საბურთალომ ნამუსი მოგვწმინდა
თბილისის „საბურთალო“ მეოთხე ქართული გუნდია, რომელმაც შინ წაგებული მატჩის შემდეგ ევროტურნირებზე ბრძოლა გააგრძელეა. აქამდე ეს თბილისის „ამერს“ (ბანანცთან), გორის „დილას“ (ანორთოსისთან) და „ბათუმს“ (ბატესთან) მოეხერხებინა. კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალომ“ შინ 0:1 წააგო ალბანურ „პარტიზანთან“, მაგრამ სტუმრად გიორგი გულიაშვილის გოლით იგივე ანგარიშით მოიგო და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. იქ კი, საბურთალოელები უკეთესნი იყვნენ და...
ვაისმა ბათუმი შეგვიქო…
„იმ უიღბლობის შემდეგ, რაც მე და ქართულ ფეხბურთს შეგვემთხვა, საქართველოში პირველად ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა, ჩემი სიყვარული კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ“, – როგორ ფიქრობთ, ვისი სიტყვებია? დიახ, ვლადიმირ ვაისის, ვისი ხელმძღვანელობითაც საქართველომ თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო და ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა. წააგო, სწორედ მწვრთნელის უაზრო გადაწყვეტილებები გამო და აგერ, ახლა ამბობს, რომ „უიღბლობა, რაც...
ბნელა, ბნელა
ქართული სანაკრებო ფეხბურთის ბოლოდროინდელი წარმატება იმედის ნაპერწკალს კი გვიჩენს, მაგრამ დაიწყო ევროტურნირები და საფეხბურთო რუქაზე ისევ ჩვენს ადგილზე აღმოვჩნდით. ერთადერთი იმედიანი მატჩი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბათუმმა“ გამართა, რომელმაც სტუმრად, ბრატისლავას „სლოვანთან“ უგოლოდ ითამაშა, ამასთან – კაცნაკლულმა. კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციოზე რა სირცხვილიც ვჭამეთ, ყველამ კარგად უწყის… თუმცა, არც ეს გაგვკვირვებია. რატომ? იმიტომ რომ ქართული...
ბათუმი კმაყოფილია
„ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავაში, სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანს“ ბრძოლაში დაუზავდა და შინ ნორმალური შედეგით მოდის – 0:0. არადა, პირველი ტაიმში საამისო არაფერი ჩანდა – სლოვაკები უკეთ გამოიყურებოდნენ. მასპინძლებმა სახიფათო მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ბათუმელები ლაზარე კუპატაძემ სამჯერ გადაარჩინა. ტაიმის ბოლოს „დინამო“ საქმე კიდევ უფრო დამძიმდა – მსაჯმა ორი ყვითელი ბარათის გამო გუნდის კაპიტანი მამუკა...
წარმატებები, ხვიჩა!
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელია. იტალიურმა კლუბმა „ბათუმიდან“ ჩვენიანი შემტევის ტრასფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ტრანსფერს ტვიტით გამოეხმაურა ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც. ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა ნეაპოლში. ის თბილისშია და კლუბის მიერ გამოგზავნილი პროგრამით ვარჯიშობს… ის იტალიაში 4 ივლისს გაემგზავრება. ცისფერი მაისურით მისი დებიუტი კი სავარაუდოდ 14 ივლისს შედგება, სამოყვარულო კლუბ „ანაუნიასთან“. ხვიჩა ვარჯიშს 7...
ბათუმი მეორეშიც პირველია
დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე. ლიდერი ისევ „ბათუმია“. ზღვისპირელები დამაჯერებლად პირველობენ, უშუალო კონკურენტ „დინამოს“ 6 ქულით უსწრებენ და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ გამართული ნაბიჯით მიდიან. გულისხმიერი ჭია ხმაურიანი დებიუტი გამოუვიდა „დინამოში“ გიორგი ჭიაბრიშვილს. „დინამომ“ „გაგრას“ 5:0 მოუგო და რაც მთავარია, კარგი თამაში აჩვენა, რასაც ბოლო დროს მათგან იშვიათად ვხედავთ. გაიმარჯვა და ერთტურიანი პაუზის შემდეგ მეორე ადგილზე...








