გუშინ უეფას შტაბ-ბინაში ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. დღეს კი, გუნდებმა უკვე ის გაარკვიეს, თუ ვინ შეხვდებათ მეორე ეტაპზე. ჩემპიონთა ლიგაში „ბათუმისა“ და ბრატისლავას „სლოვანის“ წყვილში გამარჯვებულის მეტოქე უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშსა“ და ყაზახურ „ტობოლს“ შორის უმჯობესი იქნება. დამარცხებული ავტომატურად ევროპის ლიგაში გადაინაცვლებს, სადაც მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. ხოლო თუ „ბათუმი“ პირველსავე ეტაპზე დამარცხდა კონფერენციის ლიგაში...
ჭდე: ბათუმი
კაშია და კანკავა ბათუმში მოდიან
შვეიცარიულ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპული ტურნირების წილისყრა გაიმართა. გაირკვა ქართული გუნდების მეტოქეები როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე. საქართველოს ჩემპიონ „ბათუმის“ მეტოქე ქართველების კარგად ნაცნობი ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება. „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თავკაცობს, ხოლო გუნდის შემადგენლობაში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ირიცხებიან. პირველი მატჩი 5 ან 6 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება,...
ბათუმის ხუთი სავარაუდო
ყარაბაღი (აზერბაიჯანი), შერიფი (მოლდოვა), სლოვანი (სლოვაკეთი), ლინკოლნი (გიბრაკტარი), შემროკ როვერსი (ირლანდია), – ამათგან ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნება საქართველოს ჩემპიონ „ბათუმის“ მეტოქე. წილისყრა 14 ივნისს შედგება. აზერბაიჯანისა და მოლდოვის ჩემპიონებს ჩვენებთან ადრეც უთამაშიათ. სლოვაკურ „სლოვანში“ კი მოგეხსენებათ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ, მწვრთნელი კი ვლადიმირ ვაისი იყო, რომელმაც კლუბი ახლახან დატოვა. გიბრალტარის...
ამაშუკელი და ელექტრო BMW
ნიკა ამაშუკელს სარაგბო სამყაროში ყველა იცნობს. მისი გლობალური ცნობადობა წლიდან წლამდე, მატჩიდან მატჩამდე იზრდება და ეს იმ ბედნიერ შემთხვევათაგანია, როცა ახალგაზრდა კაცს თავისი საქმე თავდავიწყებით უყვარს, მაგრამ მიღწეულზე არ ჩერდება და საკუთარ განვითარებაზე ყოველდღიურად შრომობს. ნიკა 27 წლისაა და ის მორაგბე კი არა, სარაგბო მსაჯია. ამ პროფესიისთვის მეტისმეტად ახალგაზრდა კია, მაგრამ უკვე იმდენს მიაღწია, მრავალ...
არ არის დაცვა, არ არის გოლი…
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში მეტოქეებმა ერთმანეთს მხოლოდ 7 გოლი გაუტანეს (აქამდე ყველაზე მწირგოლიანი მესამე ტური გახლდათ – 8 გოლი). არადა, წინა, მე-12 ტურში უხვგოლიანობის რეკორდი დამყარდა – 25 . სხვა ბათუმი „საბურთალომ“ ლიდერ „ბათუმს“ რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა, რადგან მის საშინაო არენაზე, „მიხეილ მესხზე“ 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თუმცა...
ჯერარნახული, არგაგონილი…
„საბურთალოსა“ და „ბათუმის“ მატჩი რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტირებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობის „საბურთალოსა“ და „ბათუმის“ ქომაგები, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით. როგორ ვებრძოლოთ მაყურებლის ტრიბუნიდან მოედანზე ჩახტომის მავნე ჩვევას? სულ ორი ვარიანტია: ან მოედნის...
საბურთალომ გულშემატკივარი ფეხებზე დაიკიდა
მთელი საფეხბურთო სამყარო იმაზე ზრუნავს, როგორ გახადოს კიდევ უფრო პოპულარული ფეხბურთი… ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მიიზიდონ მაყურებელი სტადიონზე, რომელიც ფეხბურთს უხდება და ალამაზებს… რასაც საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლო მატჩებიც ამტკიცებს –მაყურებელმა იმატა და თამაშებს სხვა ელფერი მიეცა. იმედი გვქონდა, რომ ეს ყველაფერი სისტემატური გახდებოდა, თუმც ასე არ ფიქრობს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ხელმძღვანელობა, რომელმაც გულშემატკივარი ფეხებზე...
20 ათასი და უმწვრთნელო ტორპედო
კვარაობა „დინამომ“ „ბათუმს“ უმასპინძლა და ვერც ამჯერად მოუგო. უკვე მეექვსე დაპირისპირებაა თბილისელები ზღვისპირელების დამარცხებას ვერ ახერხებენ. არ იყო ცუდი თამაში. ორივე კართან შეიქმნა მომენტები. სამჯერ ბურთი ძელს მოხვდა. ცოტ-ცოტა ხვიჩა კვარაცხელიამაც ჩაატარა თავისებურები. მაგრამ გოლები არ გასულა. „დინამო არენაზე“ დაახლოებით 20 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. ასეთი რამ ეროვნული ჩემპიონატის მატჩში ამ სტადიონზე კარგა ხანია აღარ ყოფილა....
ბათუმმა წრე აღდგომას მოიგო
სააღდგომოდ ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა და ერთი ტენდენცია გამოიკვეთა. „ბათუმი“ მეტოქეებს ერთი თავით სჯობს და თვითონვე თუ რაღაც არ „მოიფიქრა,“ მათი გამჩერებელი არავინაა. ჯოვინო და ხვიჩა ლიდერმა „ბათუმმა“ მორიგი, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. უკვე აშკარად იკვეთება ყველა მეტოქესთან კლასში სხვაობა. „ბათუმი“ ქართულ რეალობაში ნელ-ნელა უძლეველ გუნდად ყალიბდება. „ტორპედოსთან“ ისევ მიითვალა დუბლი ჯოვინო ფლამარიონმა. ერთიც...
ხვიჩას პირველი გოლები, ზურიკოს დებიუტი და ჯოვინოს მე-100
მხიარული ტური გამოდგა – მერვე. ჯამში 16 ბურთი გავიდა, ისევე, როგორც წინა – მეშვიდეში. საუკეთესო კი ამ მხრივ მე-4 ტურია, როცა გუნდებმა ერთმანეთს 19 გოლი გაუტანეს. შესრულდა სამი დუბლი, რაც მიმდინარე სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია. ხვიჩა, ზურიკო, ჯოვინო ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ჩემპიონატში თავისი გოლების ანგარიში გახსნა. ორჯერ გაუტანა „გაგრას“და ერთიც საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩას გოლები მართლაც...









