დამსახურებული ინგლისელი მწვრთნელი ნილ უორნოკი 72 წლისაა. ის 41 წლიან კარიერაში სარეკორდო 1603 შეხვედრაში გასძღოლია 18 გუნდს, მათ შორის „მიდლსბროს“, „ქუინზ პარკ რეინჯერსს“, „ლიდს იუნაიტედს“, „შეფილდ იუნაიტედსა“ და „კარდიფ სიტის“. და აი, როდესაც უორნოკს პრემიერლიგის ისტორიაში (1992 წლიდან) ხუთი ყველაზე დიდი მწვრთნელის დასახელება სთხოვეს, მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული თავკაცისთვის სერ ალექს ფერგიუსონისთვის მხოლოდ მეოთხე ადგილი...
ჭდე: არსენ ვენგერი
ოფსაიდი თანამსაჯის საქმე აღარ იქნება
ბოლო წლებში ფეხბურთი გვარიანად შეიცვალა და სავარაუდოდ კიდევ შეიცვლება — ფიფა ოფსაიდის წესში კვლავ აპირებს ჩარევას. მიზანი: შემცირდეს ადამიანთათვის დამახასიათებელი შეცდომები. ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის ხელმღვანელი არსენ ვენგერი თამაშგარის შეფასების სრულ ავტომატიზაციას მოითხოვს. დავაზუსტოთ: მას სურს, რომ ოფსაიდის დანიშვნა თანამსაჯის საქმე საერთოდ აღარ იყოს. ვენგერმა პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა: „საამისოდ მართლა ბევრი ვარიანტი არსებობს....
მსოფლიოს ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ და სხვა
არსენ ვენგერმა ევროპელების პროტესტი აინუნში არ ჩააგდო და დოჰაში, ვეტერანი ვარსკვლავების წინაშე თავისი ახალი პროექტის წარდგინება მოაწყო. გეგმა მსოფლიოს ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას ეხება. ვენგერი ამტკიცებს, რომ მისი (იგივე ფიფას) პროექტი ფეხბურთელების გადაღლას შეამცირებს, თამაშის ხარისხს აამაღლებს და სანაკრებო მატჩების რაოდენობასაც შეკვეცავს. ფიფა, რომელსაც მხარს ევროპის გარდა სხვა კონტინენტები და მათი ფედერაციები სავარაუდოდ დაუჭერენ,...
ვენგერი შეიძლება დაბრუნდეს
დაირხა ხმა, თითქოს არსენ ვენგერი მწვრთნელის საქმეს უბრუნდება. ლაპარაკია, შვეიცარიის ნაკრების სათავეში ჩადგომაზე. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფრანგი 22 წლიანი ერთგულების შემდეგ „არსენალს” 2018 წელს დაშორდა. მას მერე, ვენგერს პრაქტიკულ საქმეზე აღარსად უმუშავია. ის ფიფაში გლობალური განვითარების შეფობით იქცევდა თავს. ვენგერი 71 წლისაა. შვეიცარიის ნაკრებს კი ახალი მწვრთნელი სჭირდება. ვლადიმირ პეტკოვიჩმა გუნდი დატოვა და „ბორდოს” ჩაუდგა...
არსენი კარს აღებს
ლონდონის არსენალის ყოფილი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ახლა ფიფაშია დასაქმებული და ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის დირექტორია. ვენგერის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატების ოთხწლიანი ციკლი დოგმა არ უნდა იყოს და თითქმის 100 წლის შემდეგ, მის შეცვლაზე უნდა იფიქრონ. ვენგერის აზრით, ყოველ წელიწადს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საუკეთესო გამოსავალია. „წარმოიდგინეთ: 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს,...
შირერი და ანრი დიდების დარბაზში
ინგლისური პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ დიდების დარბაზის დაარსება დააანონსა. მისი პირველი წევრები კი ალან შირერი და ტიერი ანრი გახდებიან. წლის ბოლომდე დიდების დარბაზის წევრი კიდევ 6 ფეხბურთელი იქნება და მათ შერჩევაში ქომაგები მიიღებენ მონაწილეობას. ალან შირერს „საუთჰენპტონში“, „ბლექბერნსა“ და „ნიუკასლში“ 14 წელიწადში გამართულ 441 შეხვედრაში 260 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ლიგის ისტორიაში საუკეთესოა. 1994-1995 წლების...
ავტომატური თამაშგარე
ლონდონის „არსენალის“ ყოფილი თავკაცის, ამჟამად კი ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის შეფის, არსენ ვენგერის განცხადებით, ფეხბურთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია იგეგმება. შესაძლოა, ეს ცვლილება უკვე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ამოქმედდეს. საქმე ეხება თამაშგარე მდგომარეობის ავტომატურად დაფიქსირების სისტემას. გვერდითი მსაჯი სამაჯურზე წითელ სიგნალად მიიღებს თამაშგარეს შესახებ ინფორმაციას. ვენგერის აზრით, ნახევრადავტომატურ VAR სისტემას დიდი დრო მიაქვს. ხშირად...
წითელი და თეთრი
ლონდონის „არსენალის“ ყოფილ მწვრთნელს, არსენ ვენგერს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაახსენეს, რომ მანჩესტერული კლუბიდან შეთავაზება ჰქონდა. ვენგერმაც გაიხსენა, თუ რატომ თქვა უარი იქ გადასვლაზე. „სიტიდან“ არა, „იუნაიტედიდან“ მქონდა. არ გეტყვით ეს რომელ წელს იყო. მე უარი ვუთხარი, იმიტომ რომ, „არსენალში“ ვმუშაობდი. „მეთოფეებთან“ სიყვარულის ისტორია მაკავშირებს. ჩემი ცხოვრება წითელი და თეთრი ფერებია. როდესაც კლუბში მივედი, განსაკუთრებული შარმი...
ძნელია, როცა გადაღმა მდგომი კაცი გძულს
არსენ ვენგერმა, რომელიც ინგლისში თითქოს მივიწყებული იყო, მაგრამ ბოლოხანს კვლავ გამოჩნდა საინფორმაციო საშუალებებში, თქვა, რომ მისი დაპირისპირება კოლეგებთან, ალექს ფერგიუსონსა და ჟოზე მოურინიუსთან ხშირად ზღვარს სცდებოდა. მოგეხსენებათ, ფრანგი 22 წლის განმავლობაში „არსენალს” ედგა სათავეში. 1996 წელს, მისმა ინგლისში გამოჩენამ პირველი „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი გააღიზიანა. ვენგერი: „ჩემი და ალექსის მეტოქეობა?.. მე გახლდით...
ვენგერს ფეხბურთი მოენატრა
ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, შესაძლოა, ნიდერლანდების ნაკრები ჩიბაროს. 70 წლის ფრანგი სპეციალისტი უკვე დაუკავშირდა ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციას და განუცხადა, რომ მზად არის ამ პოსტზე რონალდ კუმანი შეცვალოს, რომელიც დიდი ალბათობით „ბარსელონას“ თავკაცი გახდება. ადრე ისიც დაიწერა, რომ ვენგერმა კატალონიურ კლუბს უარი უთხრა. ვენგერის ბოლო სამუშაო FIFA-ში იყო, სადაც ფეხბურთის გლობალური...









