არსენ ვენგერმა ახალშეძენილი ჰენრიკ მხითარიანი შეიცოდა — „მანჩესტერ იუნაიტედში” ისეთი კოშმარი გადახდა, რომ შეიძლება იარების მოშუშებას მთელი ცხოვრება მოუნდესო. „არსენალის” თავკაცი აპირებს სომეხ ვარსკვლავს ჟოზე მოურინიუს ბოროტების სამეფო თანდათანობით დაავიწყოს. ვენგერი: „რასაკვირველია, ვღელავ იმაზე, თუ რამდენად დაამჩნია „მანჩესტერ იუნაიტედში” განცდილმა მას კვალი. ვაპირებ მხითარიანთან ერთად დავჯდე და წარსული გავაანალიზო, რათა გადავწყვიტოთ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა...
ჭდე: არსენ ვენგერი
ვენგერი ტელევიზორთან დააბეს
აღელვებულ არსენ ვენგერს „არსენალის“ მწვრთნელის თანამდებობაზე 1207 მატჩი აქვს ჩატარებული და აი, იძულებულია პირველი შეხვედრა გამოტოვოს. ის დასაჯეს. მიზეზი: უპატივცემულობა. 68 წლის ამაგდარი საერთოდ სტადიონზეც ვერ წავა. ვენგერმა გადაწყვიტა, რომ ჯობს კვირას ფეხბურთის ასოციაციის თასზე ნოტინგემში არ გაჰყვეს გუნდს, ვიდრე ოთხშაბათს „კარაბაოს“ თასზე “ჩელსის“ არ დაუხვდეს “ემირეიტზე“. უფრო ზუსტად რისთვის დასაჯეს ფრანგი? მან „არსენალისა“ და...
არსენ ვენგერი თავს მოიკლავდა
“არსენალისა” და “ჩელსის” 2:2-ის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე არსენ ვენგერმა თქვა, ეს თამაში რომ წაგვეგო თავს მოვიკლავდიო. “მეთოფეთა” ბოსმა სასაცილო უწოდა პენალტს, რომელიც მსაჯმა ენტონი ტეილორმა ედენ აზარის წაქცევის გამო დაინიშნა. ბელგიელმა თავად გაუტანა თერთმეტმეტრიანი “ლურჯების” ყოფილ მეკარეს პეტრ ჩეხს. ჯობს გოლები თანმიმდევრობით ჩამოვთვალოთ: ანგარიში არსენალელმა ჯეკ უილშირმა გახსნა 63-ე წუთზე; 67-ეზე აზარმა ხსენებული პენალტი...
ამ რეკორდს ვეღარავინ მოხსნის
სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ არსენ ვენგერის რეკორდს ვეღარავინ გააუმჯობესებს. არადა, რა მეტოქეობა ჰქონდათ თავის დროზე. „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა თავკაცმა ფრანგ კოლეგაზე აღმატებით ხარისხში ილაპარაკა. მიზეზი: 31 დეკემბერს ვენგერმა მოხსნა მისი პრემიერლიგური რეკორდი — 810 თამაში გუნდის სათავეში. ფერგიუსონმა თქვა: “ტაშს ვუკრავ არსენს, რომელმაც ჩემი რეკორდი გადაფარა. ეს ფანტასტიკური მიჯნაა. მისი გადალახვა უმაღლესი დონის თავდადებასა...
პეპის გრძელი წინდა
… მას არც წითელი თმები აქვს და არც მარტო ცხოვრობს დიდ სახლში. არც მამამისია მეზღვაურების უფროსი და არც სხვადასხვა ფერის წინდები აცვია. თუმცა, ბოლო დროს ისეთ რამეებს სჩადის, ონავარ პეპილოტა გრძელწინდასაც კი გაუკვირდებოდა. ზღაპარია, აბა რა, – პეპ გვარდიოლა ზედიზედ მესამედ დაასახელეს პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად. „ქალაქელებმა“ ნოემბერში ოთხივე მატჩი მოიგეს. „არსენალთან“, „ლესტერთან“, „ჰადერსფილდთან“ და...




