ლონდონის „არსენალის“ ყოფილი თავკაცის, ამჟამად კი ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის შეფის, არსენ ვენგერის განცხადებით, ფეხბურთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია იგეგმება.
შესაძლოა, ეს ცვლილება უკვე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ამოქმედდეს. საქმე ეხება თამაშგარე მდგომარეობის ავტომატურად დაფიქსირების სისტემას.
გვერდითი მსაჯი სამაჯურზე წითელ სიგნალად მიიღებს თამაშგარეს შესახებ ინფორმაციას. ვენგერის აზრით, ნახევრადავტომატურ VAR სისტემას დიდი დრო მიაქვს. ხშირად გუნდი უკვე გოლს ზეიმობს და მერეღა ხდება მისი გაუქმება.
ზოგადად ტექნოლოგია უკვე მზად არის. საქმე მხოლოდ იმაშია, როდიდან მოხდება მისი მასობრივად დანერგვა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
