ჭდე: არსენალი

Home არსენალი
ჩანაწერი

ერთუჯრედიანი 

ევროპა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „არსენალმა“ „ვალენსიას“ 3:1 მოუგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დუბლით გამოირჩა ალეკსანდრ ლაკაზეტი, ერთიც პიერ ემერიკ ობამეიანგმა შეაგდო. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ „მეთოფეების“ ქომაგები შვეიცარიელი შუახაზელის გრანიტ ჯაკას თამაშმა აღაშფოთა. აფეთქდა სოციალური ქსელი. რას აღარ უწოდებენ. პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდ ფეხბურთელადაც კი მოიხსენიეს. მიზეზი პირველი გოლის ეპიზოდისას მისი ინერტულობა გახლდათ,...

ქალაქში პირველი სიტია!
ჩანაწერი

ქალაქში პირველი სიტია!

მანჩესტერული დერბი 2:0 დამთავრდა, „სიტიმ” „იუნაიტედს” მოუგო და ოლე გუნარ სულშერმა აღიარა, რომ დღეს მათ ქალაქში გვარდიოლას გუნდი უფრო ძლიერია. „მანჩესტერ იუნაიტედი” ასეთ საშინელ დღეში 1962 წლის მერე არ ყოფილა — ბოლო 9 თამაშიდან 7 წააგო. ამ შეხვედრებში გუნდმა 20 გოლი გაუშვა და მხოლოდ 6 გაიტანა. დავაზუსტოთ: „იუნაიტედს” 2 აპრილის შემდეგ ცოცხალი თამაშიდან ბურთი მეტოქის...

აზარს შუაში რა უნდა?
ჩანაწერი

აზარს შუაში რა უნდა?

მაურიციო სარის ექსპერიმენტი ჩაფლავდა — „ჩელსის” ვეტერანის კრეიგ ბარლის აზრით, ედენ აზარის ცენტრალურ თავდამსხმელად გამოყვანა, ხოლო გონსალო იგუაინისა და ოლივიე ჟირუს სათადარიგოთა სკამზე დატოვება ცუდი იდეა გამოდგა. „ჩელსიმ” კვირას „ლივერპულთან” 0:2 წააგო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სახიფათო მომენტები მანაც შექმნა. აზარს ორი დიდებული შანსი ჰქონდა და თუ მეორე ეპიზოდში მერსისაიდელთა მეკარე ალისონმა იხსნა თავისი გუნდის...

ვაჰ, ეს უჯიგრო იოზილი!
ჩანაწერი

ვაჰ, ეს უჯიგრო იოზილი!

ევროლიგაზე „არსენალს” „რენთან” 1:3 ჰქონდა წაგებული, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში 3:0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ამ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა „მეთოფეთა” მეორე გოლის დროს, როდესაც ეინსლი მეიტლანდ-ნაილსმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის ჩაწოდებული ბურთი ფრანგული გუნდის კარში შეაგდო. გაგიკვირდებათ და ეპიზოდის მთავარი გმირი გახდა ცნობილი მესუთ იოზილი. ასე მოხდა: ობამეიანგი მარცხენა ფრთიდან შევიდა „რენის” საჯარიმოში და ბურთი კარის გადასწვრივ...

უღირსი არსენალელი
ჩანაწერი

უღირსი არსენალელი

ერთი ამბავი აუტეხეს დევიდ სიმენს მშობლიური „არსენალის” ფანებმა. სოციალურ ქსელებში სულ უღირსი და ცრუ „მეთოფე” ეძახეს. მიზეზი: ლეგენდარულმა მეკარემ talkSPORT-თან საუბრისას თქვა — თუკი „ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა და იქ უცხოურ გუნდს შეხვდება, მისი მოგება გამიხარდებაო. „არსენალისა” და „სფურზის” ჩრდილო ლონდონური ქიშპის ამბავი კი კარგად მოგეხსენებათ. „სფურზის” მოგება კარგი როგორ შეიძლება იყოსო, ატყდა...

ჩანაწერი

სიტი ლივერპულს აგუეროს ხელის გაწვდენაზე წამოეწია

სერხიო აგუეროს ჰეთ-თრიკის წყალობით „მანჩესტერ სიტიმ” „არსენალს” 3:1 მოუგო და ლიდერს „ლივერპულს” მიუახლოვდა. „ქალაქელთა” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გასული კვირის შუაში „ნიუკასლთან” 1:2 დამარცხების შემდეგ ფიქრობდა, რომ მისი გუნდი საჩემპიონო ბრძოლას ფაქტობრივად გამოეთიშა, მაგრამ დღეს ინგლისის მოქმედი ჩემპიონი მერსისაიდელებს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ვაზუსტებთ: „ლივერპულს” თამაშით ნაკლები აქვს და ხვალ ლონდონში „ვესტ ჰემს” ხვდება, „სიტის” კი...

ჩანაწერი

სუარესმა სუარესს

ბარსელონელი დენის სუარესი დროებით „არსენალში” გადავიდა. ამასთან დაკავშირებით მისმა თანაგუნდელმა და მოგვარემ, ურუგვაელმა ლუის სუარესმა სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა. მან დაპოსტა  ფოტო, რომელზეც ის და დენისი ერთად არიან, რომელსაც მიაწერა: „პატარა გალისიელო, ახალ გამოწვევაში წარმატებას გისურვებ”! „პატარა გალისიელი” 25 წლისაა. ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩრდილო ლონდონელთა გუნდში ითამაშებს. ჯერჯერობით, მის სანაცვლოდ „მეთოფეები” „ბარსას” 2,2 მილიონ...

ჩანაწერი

სესკი მივიდა ტიტი წავიდა

სესკ ფაბრეგასი „ჩელსიდან” „მონაკოში” თავისი ყოფილი თანაგუნდელის ტიერი ანრის გამო გადავიდა, მაგრამ… ვეტერანი ახალ გუნდში 11 იანვარს მივიდა, ანრი კი ორ კვირაში მწვრთნელის თანამდებობიდან დაიფრინეს. ადრეც მოგახსენეთ, რომ ანრის როგორც მწვრთნელს „მონაკოში” არ გაუმართლა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 21 შეხვედრაში მხოლოდ 15 ქულა მოიპოვა. ფრანგული ფეხბურთის 41 წლის ლეგენდის თავკაცობით საგრაფოს გუნდმა 12 შეხვედრიდან ორის მეტი...

ჩანაწერი

სად მიჰყავს მატა-რებლის ლიანგადს?

„მანჩესტერ იუნაიტედმა” ხუან მატას კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელება შესთავაზა. ამით კლუბი ცდილობს ესპანელი თავისუფალი აგენტი არ გახდეს და სხვა კლუბში ისე ვერ გადავიდეს, რომ მას პენიც არ მოუტანოს. ცნობისათვის: ამბობდნენ, რომ მისი შეძენით „არსენალი” და „ბარსელონა” არიან დაინტერესებული. მატა 30 წლის არის. ის „მანჩესტერ იუნაიტედში” „ჩელსიდან” 2014 წლის იანვარში 37 მილიონ გირვანქად გადავიდა და ამ...

ჩანაწერი

ბელერინის ცხრათვიანი ტრავმა

ექტორ ბელერინს მყესები გაუწყდა. მას მთელი დარჩენილი სეზონის გამოტოვება მოუწევს. „არსენალის” განაპირა მცველი „ჩელსისთან” ბოლო ტურის შეხვედრაში, ნახევარმცველ როს ბარკლისთან შეტაკების დროს დაშავდა. შეგახსენებთ, რომ ის მატჩი „მეთოფეებმა” 2:0 მოიგეს. წუხელ, კატალონიელ მოთამაშეს ნატკენ ადგილზე ათასგვარი რენტგენი და ექოსკოპია გადაუღეს, რის შემდეგაც ითქვა, რომ შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც კი გახდეს აუცილებელი. 23 წლის ფეხბურთელის ერთ-ერთმა ახლობელმა...