ინგლისში გავრცელდა ხმა, რომ აარონ რემზი ზაფხულში „იუვენტუსში” გადავა და ამ ამბავს ერთ კვირაში გამოაცხადებენ. უელსელი ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მისი გასამრჯელო კვირაში 200 000 გირვანქა ანუ 221 219 ევრო იქნება. იტალიური „სქაის” ცნობით, „ბებერი ქალბატონი” ტრანსფერის ამბავს „მილანთან” იტალიის სუპერთასის მატჩის შემდეგ გამოაცხადებს. სუპერთასის შეხვედრა 16 იანვარს არის დანიშნული. 28 წლის...
ჭდე: არსენალი
ლონდონს ომსკი ჯობდა
16 წლის წინ რომან აბრამოვიჩს შეეძლო „არსენალი” ეყიდა, მაგრამ შვეიცარიელმა ბანკირებმა შეცდომაში შეიყვანეს და… ის „ჩელსის” მეპატრონე გახდა. კიდევ, რუსმა ოლიგარქმა რამდენჯერმე ცადა იმავ „მეთოფეთა” კლუბიდან იმხანად საუკეთესო ფორმაში მყოფი დიდი ფრანგი თავდამსხმელის, ტიერი ანრის გადაბირება, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს ყველაფერი წერია წიგნში, რომელსაც „კლუბი” (The Club) ჰქვია და რომელიც „ვოლ სტრიტ ჯორნალის” ორმა ჟურნალისტმა...
მოდი აქ, შე სალაჰანა!
„არსენალის” მცველმა სოკრატის პაპასტათოპულოსმა „ენფილდ როუდზე” „ლივერპულთან” შეხვედრის შესვენებისას გაწევ-გამოწევა მოაწყო. „ლივერპულმა” „არსენალს” 5:1 მოუგო. სოკრატისის გამო პირველი ნახევრის ბოლოწამს ლონდონელების კარში პენალტი დაინიშნა. ბერძენმა მოჰამედ სალაჰი წააქცია და ეგვიპტელმა თავად გაიტანა თერთმეტი მეტრიდან. ასე გახდა ანგარიში 4:1. როდესაც ფეხბურთელები მოედნიდან გადიოდნენ, სოკრატისი და სალაჰი გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, რა დროსაც კამათი ატყდა. სოკრატისი მიიჩნევდა, რომ სალაჰმა...
პულიშიჩური ფინიშის სწორს
„ლივერპული” სადაცაა „არსენალს” აჯობებს და „დორტმუნდის” ამერიკელ ვარსკვლავს, 20 წლის კრისტიან პულიშიჩს იყიდისო, წერს ინგლისური პრესა. ლაპარაკია იანვრის ტრანსფერზე. „ლივერპულის” გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი, რომელიც მერსისაიდელებამდე სწორედ „დორტმუნდის” თავკაცი გახლდათ, სეზონის მეორე ნახევარში საჩემპიონო შტურმისთვის ემზადება და პულიშიჩით სურს გაძლიერება. არადა, ვაჭრობა თავიდან „არსენალმა” დაიწყო. „მეთოფეებმა” დორტმუნდელებს 35 მილიონი გირვანქა (39 მილიონ ევრომდე) შესთავაზეს, მაგრამ...
დელე ალის თავში ბოთლი მოარტყეს
ჩრდილოლონდონური დერბის დროს დელე ალის თავში ბოთლი მოარტყეს. ბოთლი ცხადია პლასტიკური იყო და ადვილი მისახვედრია, რომ ის ტრიბუნიდან ისროლეს. „არსენალის” მცველი სოკრატისი სასწრაფოდ მივარდა „ტოტენჰემის” ნახევარმცველთან დასახმარებლად. დელე ალი კი მეთოფეთა გულშემატკივრებისკენ შეტრიალდა და თითებით 2:0 აჩვენა. ინგლისური პრესა ყურადღებას ამახვილებს, რომ ეს უსიამოვნო ინციდენტი იმავე თვეში მოხდა, როდესაც იმავე გუნდების შეხვედრაში „ტოტენჰემის” მავანმა ფანმა...
ძველი თაობის კაცმა ფოტოს გადაღება აკრძალა!
მაურისიო პოჩეტინიომ თავის ფეხბურთელებს მკაცრად განუცხადა: არანაირი სელფი გასახდელში სანამ რომელიმე ჯილდოს არ მოვიგებთ! ასეთი გახლდათ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელის პასუხი „არსენალის” ფოტოზე, რომელიც მოზეიმე „მეთოფეებმა” „სფურზთან” ჩრდილოლონდონურ დერბიში 4:2 გამარჯვებას მიუძღვნეს. „რასაკვირველია, როდესაც ჯილდოს იგებ, უნდა იზეიმო. მეც მიზეიმია ფეხბურთელობის წლებში. ხალხს უნდა აჩვენო, რომ გიხარია, მაგრამ, ვიმეორებ, ეს მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც რაიმე...
ნიკლას ბენდტნერი ციხეში ჩაჯდება
დანიელი ნიკლას ბენდტნერი, რომელმაც განაჩენი ვეღარ გაასაჩივრა და ახლა 50 დღით ციხეში მოუწევს ჩაჯდომა, ყველაზე მეტად „არსენალში” თამაშით იყო ცნობილი. ლონდონის კლუბიდან ის გაქირავებული იყო „ბირმინგემ სიტიში”, „სანდერლენდში”, თვით „იუვენტუსშიც” კი, შემდეგ თამაშობდა „ვოლფსბურგსა” და „ნოტინგემ ფორესტში”, ახლა „რუსენბორგშია”; დანიის ნაკრებში 81 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი. და უცბათ ციხე. მიზეზი: 30 წლის თავდამსხმელმა 9...
ველბეკის საშინელი ტრავმა
„არსენალის” ვარსკვლავი დენი ველბეკი კოჭის საშინელი ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გააქანეს. თავდამსხმელი, რომელიც მოედნიდან საკაცით და ჟანგბადის ბალონის მიშველებით გაყივანეს, პირველი ტაიმის შუაში თავურის დასარტყმელად ახტა, მაგრამ საოცრად უიღბლოდ დაეშვა. ველბეკი, რომელსაც სავარაუდოდ ძვალი გაუტყდა, პიერ-ემერიკ ობემაიანგმა შეცვალა. „არსენალის” მოთამაშეები, განსაკუთრებით კი მატეო გენდუზი ინციდენტის გამო შეძრწუნებულები ჩანდნენ. როდესაც ველბეკი მოედნიდან გაჰყავდათ, „ემირეიტ სთედიუმი” ფეხზე წამოდგა...
მარსიალს უფრო ადრე გააგდებენ თუ მოურინიუს?
ბოლო ცნობების თანახმად ჟოზე მოურინიუმ მოთმინება დაკარგა და ანტონი მარსიალს კარისკენ მიუთითა — ამბობენ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ან „არსენალში” გადავა ან „ტოტენჰემ ჰოთსპურში”. აქამდე კი ცნობილი იყო, რომ თავად მარსიალმა შეიკავა თავი ახალი კლუბის აქტიური ძიებისგან. ფეხბურთელმა იფიქრა, ჩემამდე შეიძლება თავად მოურინიუ გააგდონ და რატომ ვიჩქარო, იქნებ ის წავიდეს და მე დავრჩეო. მოურინიუსა და მარსიალს...
ძირს ხილის წვენი, გაუმარჯოს არსენალს!
„არსენალის” ბასკი თავკაცი უნაი ემერი ფეხბურთელების კვების რაციონში მკაცრად ჩაერია და ბევრი რამ, მათ შორის ხილის წვენი აკრძალა. „მეთოფეთა” ახალ მწვრთნელს მიაჩნია, რომ კარგი შედეგებისთვის მარტო ვარჯიში არ არის საკმარისი, სწორი კვებაც აუცილებელია. ესპანელს სურს, არსენ ვენგერის მემკვიდრეობა გააუმჯობესოს და სულ მცირე, ჩემპიონთან გასული სეზონის 37 ქულიანი ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამციროს. ფაქტია: ქულებით საბოლოო ცხრილში „არსენალი”...




