ბოლო ცნობების თანახმად ჟოზე მოურინიუმ მოთმინება დაკარგა და ანტონი მარსიალს კარისკენ მიუთითა — ამბობენ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ან „არსენალში” გადავა ან „ტოტენჰემ ჰოთსპურში”.
აქამდე კი ცნობილი იყო, რომ თავად მარსიალმა შეიკავა თავი ახალი კლუბის აქტიური ძიებისგან. ფეხბურთელმა იფიქრა, ჩემამდე შეიძლება თავად მოურინიუ გააგდონ და რატომ ვიჩქარო, იქნებ ის წავიდეს და მე დავრჩეო.
მოურინიუსა და მარსიალს შორის ურთიერთობა ზაფხულში გაფუჭდა, როდესაც ფეხბურთელმა ამერიკული შეკრებიდან თავი დაადო და საფრანგეთს გაემგზავრა, სადაც მისი მეგობარი გოგონა მშობიარობდა.
ახალ სეზონში „განსაკუთრებულმა” ფრანგი ოთხი თამაშიდან მხოლოდ ერთში „ბრაიტონთან” გამოიყენა და ისიც ბოლომდე არ ათამაშა, მე-60 წუთზე გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ მარსიალს ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია.
ამბობენ, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” არგენტინელი თავკაცი მაურისიო პოჩეტინიო ანტონი მარსიალს სიამოვნებით შეიძენს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
