უნაი ემერიმ „არსენალში” არსენ ვენგერი 22 წლიანი მმართველობის შემდეგ შეცვალა. ბასკი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „პარი სენ ჟერმენს” ედგა სათავეში. ახლა ის ურთულესი ამოცანის წინაშე დგას, ლონდონის კლუბში ატმოსფერო უნდა შეცვალოს. საქმე ის არის, რომ ბოლო წლებში „არსენალს” ყველაზე მეტად ფეხბურთელების უპასუხისმგებლობას საყვედურობდნენ. „მეთოფეთა” ლეგენდა იან რაიტი ამბობს, რომ ემერის უპირველესი ამოცანაც სწორედ უდარდელი გარემოს...
ჭდე: არსენალი
ლაკაზეტი ობამეიანგს არ მტრობს
ალექსანდრ ლაკაზეტმა კრიტიკოსებს უპასუხა, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჩემი კონკურენტი კი არა, მეგობარიაო. ფრანგი თავდამსხმელი ამტკიცებს, რომ ახალი მწვრთნელის უნაი ემერის ხელმძღვანელობით ის და ობამეიანგი ერთად შესანიშნავად შეძლებენ თამაშს. ლაკაზეტი „არსენალში” ერთიწლის წინ „ლიონიდან” 46,5 მილიონ გირვანქად გადავიდა და შედგა თუ არა ახალ გუნდში მოედანზე ფეხი, 3 წუთში გოლი შეაგდო. „მეთოფეთა” შემადგენლობაში ჩატარებულ პირველ 15 შეხვედრაში ლაკაზეტმა...
ბელერინი ვეგანობამ გააძლიერა
ექტორ ბელერინი ფიზიკურ სრულყოფილებაზე გადაირია. „არსენალის” 23 წლის განაპირა მცველი ამბობს, რომ შარშანდელს მერე, რაც ვეგანთა დიეტა დაიცვა, თავს განსაკუთრებულად კარგად გრძნობს. ბელერინის თქმით სულ უფრო მეტი პროფესიონალი სპორტსმენი ანებებს თავს ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჭამას. ვეგანური დიეტის დაცვაში ესპანელი ისეთ ვარსკვლავებს შეუერთდა, როგორებიც არიან ლუის ჰემილტონი, ვინუს უილიამსი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ჯერმან დეფო, დევიდ...
ვენგერის ყველაზე დიდი შეცდომა
ლეგენდარულმა არსენ ვენგერმა მოულოდნელი რამ თქვა: „არსენალში” 22 წელი მუშაობა ჩემი დიდი შეცდომა იყოო. ფრანგმა ლონდონის კლუბი ზაფხულის დასაწყისში დატოვა. ორი დეკადის განმავლობაში ვენგერმა სამჯერ მოიგო პრემიერლიგის ტიტული და შვიდჯერ ფეხბურთის ასოციაციის თასი, მაგრამ ბოლო წლებში სერიოზული კრიტიკის ობიექტიც გახდა. კომპანია, რომელიც „არსენალის” ფანებმა გააჩაღეს ცნობილი გახდა სახელწოდებით Wenger Out ანუ „ვენგერი წავიდეს”. ამ კამპანიის წამოწყების...
უილშერმა, ემერიმ გამაგდოო
ჯეკ უილშერმა განაცხადა, რომ თვის ბოლოს „არსენალს” დატოვებს. ინგლისელის თქმით, ის „მეთოფეთა” ახალმა მწვრთნელმა, ბასკმა უნაი ემერიმ შეავიწროვა. 26 წლის ნახევარმცველმა ინსტაგრამით ამცნო გულშემატკივრებს, რომ ემერიმ პირობა წაუყენა: „ემირეითზე” დარჩენა თუ გინდა ხელფასის შემცირებას დაჰყაბულდიო. ასეთმა წინადადებამ მისთვის ცხადი გახადა, რომ გუნდიდან უშვებენ და მოლაპარაკებების გაგრძელება დიდად აღარც კი ცადა. ჯეკ უილშერი „არსენალში” 2001 წლიდანაა....
მაგის დედაც, ჯეკ!
„არსენალის” ახალი მწვრთნელი უნაი ემერი დღეს 26 წლის ჯეკ უილშერს უნდა შეხვდეს და დაარწმუნოს, რომ ლონდონიდან წასვლა არ ღირს. უილშერი ერთი ხანია თავისუფალი აგენტია, რადგან „მეთოფეებთან” მის ძველ კონტრაქტს ვადა სეზონის დამთავრებისთანავე გაუვიდა. „არსენალის” ბოსები ნახევარმცველს ეუბნებიან, რომ მასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ, ოღონდ მის ადრინდელ ხელფასს, რომელიც კვირაში 120 000 გირვანქას უდრიდა მეოთხედი დააკლდება. ამასობაში...
ესეც, არსენალის მწვრთნელი!
რა მიკელ არტეტა, რის მიკელ არტეტა… უნაი ემერი! აი, ვინ გახდება „არსენალის” ახალი მწვრთნელი და ეს ამბავი დღეს-ხვალ ოფიციალურად გამოცხადდება. არადა, „მეთოფეთა” შეფები გასულ კვირაში თავიანთი გუნდის ყოფილ კაპიტანს შეხვდნენ და ყველაფერზე გაურიგდნენ. ესპანელს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ საქმე მოგვარებული იყო, მაგრამ შაბათ-კვირას ხსენებული შეფები გაიტრუნენ, ორშაბათს კი პარიზი-ლონდონის თვითმფრინავს სხვა ესპანელი, უნაი ემერი ჩამოჰყვა...
ანრი ემირეითზე დაიბარეს
„არსენალის” შეფებმა ტიერი ანრის შეხვედრა სთხოვეს. თემა — მწვრთნელის ვაკანსია. თუმცა, ინგლისური პრესის აზრით „მეთოფეთა” მთავარსარდლობის პირველ კანდიდატად მაინც მიკელ არტეტა რჩება. არტეტა, ისევე როგორც ანრი, ყოფილი არსენალელია, მაგრამ ესპანელისგან განსხვავებით ფრანგი ლეგენდაა და მისმა პასუხმა შეიძლება ყველაფერი ყირაზე დააყენოს. ამჟამად ანრი ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესს ეხმარება. 2016 წლამდე კი ის ცოტა ხნით „არსენალში” ყმაწვილებს წვრთნიდა....
არსენალი ჩემპიონია!
ინგლისში მიმდინარე სეზონის ტელე-ჩემპიონი „არსენალია”! სადაცაა 2017-18 წლების საფეხბურთო მარათონი დასრულდება და „მეთოფეებს” ყველა შეჯიბრებაში ერთად სულ მცირე 47 პირდაპირი ეთერი ექნებათ დაგროვებული. ასეთი შედეგით კი ვერც ერთი სხვა კლუბი ვერ დაიკვეხნის. ცნობისათვის: ამ 47 პირდაპირ ტრანსლაციაში არ შედის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრა, რომლის ამბავი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. თითქოს არსენ ვენგერის 22 წლიანი...
ტაციაობა ბარსელონელზე
„არსენალი” და „ჩელსი” საბრძოლველად მოემზადნენ. მიზეზი: გავრცელდა ხმა, რომ ლეონარდო ჟარდიმი „მონაკოდან” მიდის. ეს კულუარული ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა „სანმა”. გაზეთი წერს, რომ 43 წლის პორტუგალიელი მწვრთნელი, რომელსაც ევროპაში მაღალი რეიტინგი აქვს, აუცილებლად მოექცევა წამყვანი კლუბების ინტერესის სფეროში და დიდი შანსია, პრემიერლიგაში გადაბარგდეს. თურმე, საფრანგეთსა და ესპანეთში ამბობენ, რომ ჟარდიმი ყველაზე დიდი ალბათობით „არსენალში” გადავა და...









