ინგლისში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც „არსენალის” 21 წლის ფეხბურთელის, ალექს იობის დროსტარებაა გადაღებული. კამპანია ცეკვავს, სვამს, კანაფს ეწევა და, როგორც „სანი წერს”, სამხიარულო გაზს სუნთქვას. ჩანაწერში ჩანს, რომ ეს ყველაფერი ღამის 2 საათსა და 37 წუთზე ხდება. ამბობენ, რომ წვეულება სულ მცირე კიდევ ერთ საათს გაგრძელდა. „მეთოფეთა” ფანებისთვის კი ყველაზე შემაშფოთებელი ის აღმოჩნდა, რომ მეორე დღეს...
ჭდე: არსენალი
ვენგერი ტელევიზორთან დააბეს
აღელვებულ არსენ ვენგერს „არსენალის“ მწვრთნელის თანამდებობაზე 1207 მატჩი აქვს ჩატარებული და აი, იძულებულია პირველი შეხვედრა გამოტოვოს. ის დასაჯეს. მიზეზი: უპატივცემულობა. 68 წლის ამაგდარი საერთოდ სტადიონზეც ვერ წავა. ვენგერმა გადაწყვიტა, რომ ჯობს კვირას ფეხბურთის ასოციაციის თასზე ნოტინგემში არ გაჰყვეს გუნდს, ვიდრე ოთხშაბათს „კარაბაოს“ თასზე “ჩელსის“ არ დაუხვდეს “ემირეიტზე“. უფრო ზუსტად რისთვის დასაჯეს ფრანგი? მან „არსენალისა“ და...
არსენ ვენგერი თავს მოიკლავდა
“არსენალისა” და “ჩელსის” 2:2-ის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე არსენ ვენგერმა თქვა, ეს თამაში რომ წაგვეგო თავს მოვიკლავდიო. “მეთოფეთა” ბოსმა სასაცილო უწოდა პენალტს, რომელიც მსაჯმა ენტონი ტეილორმა ედენ აზარის წაქცევის გამო დაინიშნა. ბელგიელმა თავად გაუტანა თერთმეტმეტრიანი “ლურჯების” ყოფილ მეკარეს პეტრ ჩეხს. ჯობს გოლები თანმიმდევრობით ჩამოვთვალოთ: ანგარიში არსენალელმა ჯეკ უილშირმა გახსნა 63-ე წუთზე; 67-ეზე აზარმა ხსენებული პენალტი...
ამ რეკორდს ვეღარავინ მოხსნის
სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ არსენ ვენგერის რეკორდს ვეღარავინ გააუმჯობესებს. არადა, რა მეტოქეობა ჰქონდათ თავის დროზე. „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა თავკაცმა ფრანგ კოლეგაზე აღმატებით ხარისხში ილაპარაკა. მიზეზი: 31 დეკემბერს ვენგერმა მოხსნა მისი პრემიერლიგური რეკორდი — 810 თამაში გუნდის სათავეში. ფერგიუსონმა თქვა: “ტაშს ვუკრავ არსენს, რომელმაც ჩემი რეკორდი გადაფარა. ეს ფანტასტიკური მიჯნაა. მისი გადალახვა უმაღლესი დონის თავდადებასა...
არსენალში განხეთქილებაა
ტიერი ანრი ამბობს, რომ “არსენალის” გასახდელში ბზარია. “მეთოფეებმა” “კრისტალ პალასს” სტუმრად მოუგეს 3:2, ორი გოლი ჩილელმა ალექსის სანჩესმა გაიტანა, მაგრამ ახლო წარსულის დიდმა ვარსკვლავმა თავის ყოფილ გუნდს საგანგაშო ნიშნები შეამჩნია. “ფეხბურთელები ჯგუფებად არიან დაყოფილები. როდესაც სანჩესმა პირველი გოლი შეაგდო, მან თანაგუნდელებს საზეიმოდ უხმო. რატომ არ მიდიოდნენ ისინი? გოლი არ გაუხარდათ? როდესაც ფეხბურთელი იწყებს ფიქრს მიირბინოს...
ყოფილი მილიონერი ხელით რეცხავს
საშინელებები ილაპარაკა ემანუელ ებუმ „მირორთან“ ინტერვიუში. „არსენალის“ ყოფილ ფეხბურთელს ცოლთან გაყრის შემდეგ გახვრეტილი გროშიც აღარ აბადია და თურმე მეგობრის სახლში იატაკზე სძინავს. ხელით რეცხავს სარეცხს და ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც ფიქრობს. 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „არსენალიდან“ „გალათასარაიში“ 2011 წელს გადავიდა, 4 სეზონი გაატარა და 8 მილიონი ევრო მიუთვალეს, რომელიც თითქმის სრულად ცოლ-შვილისთვის გაუგზავნია. „საბანკო საქმეებისა არაფერი...





