„გაინტერესებთ მიზეზი, თუ რატომ ვერ ვიტან სამირ ნასრის? იმიტომ, რომ ის იდიოტია. აი, ასე მკაფიოდ და მარტივად შემიძლია გამოვხატო მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. მე მას არასდროს ვცემ პატივს” — თქვა „სანდი ტელეგრაფთან” ინტერვიუში 26 წლის განელმა ნახევარმცველმა ემანუელ ფრიმპონგმა რომელიც ამჟამად კვიპროსის „ერმის არადიპოუში” თამაშობს, ადრე კი „არსენალში” გამოდიოდა და ნასრის სწორედ იქიდან იცნობს. ფრიმპონგმა...
ჭდე: არსენალი
უილშერი არსადაც არ გადავიდა
დღეს ჯეკ უილშერი აღარ მალავს, რომ არსენ ვენგერი მას გუნდიდან წასვლას ურჩევდა. თურმე ეს სეზონის დასაწყისში მოხდა, როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ დარბაზში ტრენაჟორებთან ვარჯიშობდა. უილშერი მწვრთნელის სიტყვებს იგონებს: „მსურს გულწრფელი ვიყო. ამ ეტაპზე შენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებთ. ასე რომ, თუ სადმე გადასვლის ვარიანტი გაქვს, ხელიდან არ გაუშვა, — მითხრა ბოსმა. დარბაზში ველოსიპედის ბორბლებს ვატრიალებდი....
შჩესნიმ ტოტენჰემი გააშაყირა
როდესაც „იუვენტუსის” სათადარიგო მეკარე ვოიცეხ შჩესნი მატჩის შემდეგ „უემბლიზე” გასახდელებში შედიოდა, ტრიბუნაზე „ტოტენჰემის” ნირწამხდარ ფანებს ახედა და ჟესტით ანიშნა, თავი მაღლა ასწიეთ, გული არ გაიტეხოთო. შჩესნის ასეთი ირონია გასაკვირი არ არის, ის კარგა ხანს „არსენალში” თამაშობდა, „არსენალი” და „ტოტენჰემი” კი ჩრდილო ლონდონში ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები არიან. ლაპარაკია „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგის მეორვედფინალურ შეხვედრაზე,...
კრონკია და ჯუჯა არსენალი
„არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი რეი პარლოუ ამბობს, რომ ლონდონური კლუბის ამერიკელ მეპატრონეს, სტენ კრონკის არც არსენ ვენგერის მომავალი აინტერესებს და არც „მეთოფეთა” თამაშის ხარისხი. მისთვის მთავარია წლის ბოლოს მოგება რჩებოდეს. „არსენალი” ვენგერის მწვრთნელობის 22 წლიან ეპოქაში უარეს სეზონს ატარებს. დიდი შანსია, ლონდონელები ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაში. სხვადასხვა შეჯიბრებაში ჩატარებული ბოლო ოთხი შეხვედრიდან „მეთოფეებმა” ოთხივე...
შირერი მიხვდა
ალან შირერის აზრით არსენ ვენგერის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ფეხბურთელები მას აღარ უჯერებენ. „არსენალმა” კვირას „ბრაიტონთან” წააგო (1:2). ეს იყო „მეთოფეების” ზედიზედ მეოთხე მარცხი: ევროპა ლიგაში შვედურ „ოსტესუნდსან”, ზედიზედ ორი „მანჩესტერ სიტისთან” და „ბრაიტონთან”. წარუმატებლობათა სერიამ არსენ ვენგერზე ზეწოლა გააძლიერა. „ნიუკასლისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, რომ ფრანგ ბოსს გუნდში ყურს აღარავინ უგდებს. „არაფერია...
მილიონერი შვილის მაწანწალა დედა
ეინსლი მეიტლანდ-ნაილსი კვირაში 30 ათას გირვანქას იღებს, დედამისი კი მაწანწალაა, საწყობში, კონტეინერს აფარებს თავს. მეიტლანდ-ნაილსი 20 წლის გახლავთ, ის „არსენალში” თამაშობს. დედამისი, ჯული ნაილსი 38 წლისაა, პროფესიით ძიძა. „სანი” წერს, რომ „მეთოფეთა” ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელი ძმასთან, კორდისთან ერთად 700 ათასიან ბინაში ცხოვრობს. მისი სატრანსფერო ფასი 15 მილიონ გირვანქას უდრის. „ჩემ შვილს ორიოდ კვირის ხელფასით შეეძლო...
გინდა ვენგერი იყავი და…
ოთხ დღეში ორჯერ, კაცოო! (ზურაბ ქაფიანიძის ხმით). ორივეჯერ 3:0! ჯერ ლიგის თასის ფინალში და მერე ჩემპიონატის მორიგ ტურში. გაგონილა?! ჩემპიონატის ტურში პენალტიც კი ააცილეს ამ საცოდავებმა… არადა, ფინალის მერე თქვა იმ კაცმა, ეს როგორ მოგვივიდა, ტაქტიკა სულ მათემატიკურად გვქონდა გამოთვლილიო. ეტყობა, ყველაფერი უკვე ისე იყო წამხდარი, რომ მათემატიკა აღარ შველოდა. ჩვენში ამას აჭრას ეძახიან. რომ...
ეს ერთი! დანარჩენიც იქნება!
ინგლისში „კარაბაოს” ანუ „ლიგის თასი” „მანჩესტერ სიტიმ” მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდმა ფინალში „არსენალი” გადათელა — 3:0. ეს გახლდათ კატალონიელი მწვრთნელის პირველი ჯილდო „ქალაქელთა” თავკაცის რანგში. მოგვიანებით „სიტის” ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავის „ტვიტერზე” დაწერა: „ეს ერთი! დანარჩენიც იქნება!” „არსენალის” თამაშმა ინგლისური ტაბლოიდები ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ზოგმა „მეთოფეთა” დაცვას კომიკური უწოდა, „სანმა” კი შეხვედრის აღსაწერად...
ვენგერმა მხითარიანი მანჩესტერისგან უნდა განკურნოს
არსენ ვენგერმა ახალშეძენილი ჰენრიკ მხითარიანი შეიცოდა — „მანჩესტერ იუნაიტედში” ისეთი კოშმარი გადახდა, რომ შეიძლება იარების მოშუშებას მთელი ცხოვრება მოუნდესო. „არსენალის” თავკაცი აპირებს სომეხ ვარსკვლავს ჟოზე მოურინიუს ბოროტების სამეფო თანდათანობით დაავიწყოს. ვენგერი: „რასაკვირველია, ვღელავ იმაზე, თუ რამდენად დაამჩნია „მანჩესტერ იუნაიტედში” განცდილმა მას კვალი. ვაპირებ მხითარიანთან ერთად დავჯდე და წარსული გავაანალიზო, რათა გადავწყვიტოთ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა...
იან რაიტი: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა…
„არსენალის” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და „სანის” ბლოგერმა იან რაიტმა ალექსის სანჩესის „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე, უფრო კი ამ ტრანსფერის რევოლუციურ მნიშვნელობაზე მოსაზრება გამოთქვა, რომელსაც გთავაზობთ: „ალექსის სანჩესმა წლების განმავლობაში ბევრი გუნდის დაცვა დაარბია, ახლა კი იგივე სატრანსფერო სისტემას გაუკეთა. რა მნიშვნელობა აქვს, რატომ ამჯობინა მან „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგება „ეტიჰედზე” გადასვლას. არ გინდათ იმაზე ფიქრი, მართალი იყო თუ...









