„არსენალმა” კვლავ ვერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლება: ამ საქმეს არც პრემიერლიგის მეხუთე ადგილი ეყო და ევროლიგის ფინალში „ჩელსისთან” 1:4 წაგება მითუმეტეს რას არგებდა. სატრანსფერო ბაზარზე რაღა ხდება? „მეთოფეებს” ამ ფრონტზეც რთულად აქვთ საქმე. ინგლისური მედია ამბობს, რომ კლუბს ჯიბეში სულ 50 მილიონი გირვანქა აქვს და თუ ზედმეტ ფეხბურთელებს არ გაყიდის, დამატებით თანხებს ვერ მოიპოვებს....
ჭდე: არსენალი
ბიჭები ჩელსიში ბრუნდებიან
გადაწყდა: პეტრ ჩეხი „ჩელსის” მრჩეველი იქნება, როგორც ტექნიკურ, ასევე ფეხბურთის საკითხებში. მოგეხსენებათ, „ლურჯების” ყოფილი ვარსკვლავი ბოლო წლებში „არსენალის” კარს იცავდა, ამ ზაფხულის პირს კი თამაშს თავი დაანება. სხვათა შორის, როგორც კი ჩეხმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მყისვე დაირხა ხმა, რომ ის ამა თუ იმ თანამდებობაზე აუცილებლად დაბრუნდება „ჩელსიში”. ჩეხი „სტემფორდ ბრიჯზე” 2004-2015 წლებში თამაშობდა, რის მერეც...
მესუთ განტევების ვაცი
„არსენალი” ევროპულ გამარჯვებას 25 წელი ელოდა და… სულ მცირე გაისამდე კიდევ მოუწევს ცდა. „მეთოფეებმა” ევროლიგის ფინალში, ბაქოში, „ჩელსისთან” 1:4 წააგეს. ჩრდილოლონდონელთა ფანებს განტევების ვაცის ძებნა დიდხანს არ დასჭირვებიათ. საამისოდ, საუკეთესო კანდიდატურა 30 წლის მესუთ იოზილი აღმოჩნდა, რომელიც უნაი ემერიმ 77-ე წუთზე შეცვალა და რომელსაც აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასულმა ფანებმა უსტვინეს. იოზილს კრიტიკოსები არც სტადიონს მიღმა დაკლებია....
ზეიმს ვიწყებთ ბაქოდან
„ჩელსის” ფეხბურთელებმა ევროლიგის ფინალში „არსენალს” 4:1 მოუგეს და დიდი ტაშ-ფანდური მოაწყვეს. ზეიმი გასახდელიდან დაიწყო და ავტობუსში გაგრძელდა. ბრაზილიური წარმოშობის იტალიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ თავის ინსტაგრამზე ატვირთა ავტობუსის კადრები. როგორც ჩანს პარადი ოლივიე ჟირუს მიჰყავდა. უკანა სკამზე თასიც იმას ეჭირა და ბევრსაც გიჟმაჟობდა. ერთ ეპიზოდში ისმის როგორ ხუმრობს ჟირუ თავის ყოფილ კლუბზე, სადაც ექვსი წელი (2012-2018) გაატარა. „მადლობა,...
ვენგერმა ბაქო კოშმარიაო
„არსენალის” ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი შიშობს, რომ ევროლიგის ფინალი, რომელიც ოთხშაბათს, 29 მაისს ბაქოშია დანიშნული, გულშემატკივრებისთვის შეიძლება კოშმარად იქცეს. კიდევ, ლონდონური გუნდის ფრანგ ლეგენდას მიაჩნია, რომ ის, რაც „მეთოფეთა” სომეხი მოთამაშის ჰენრიკ მხითარიანის გარშემო ხდება, უეფას არ უნდა დაეშვა. ვენგერმა თქვა: „პრობლემა გულშემატკივრებს ექნებათ, რადგან მათთვის ბაქო ცოტა არ იყოს კოშმარია”. აქ ფრანგმა სავარაუდოდ ის...
სომეხი არ ხარ, ქალო?
„არსენალის” ფანებმა სომხური წარმოშობის ამერიკელ სელებრითის კიმ კარდაშიანს შეუტიეს. ააფეთქეს სოციალური მედია. მიზეზი: მათი გუნდის ვარსკვლავი ჰენრიკ მხითარიანი ევროლიგის ფინალში სათამაშოდ ვერ მიდის, რადგან თამაში ბაქოშია, კარდაშიანი კი ამ ამბავს არ ეხმაურება და თანამემამულეს არ იცავს. „მეთოფეთა” გულშემატკივრების აზრით კარდაშიანს, რომელსაც სოციალურ ქსელებში აურაცხელი მიმდევარი ჰყავს, შეეძლო კამპანია წამოეწყო და მთელი მსოფლიო აეყოლიებინა. მართალი გითხრათ,...
მხითარიანი ბაქოში ვერ ჩავა
ჰენრიკ მხითარიანი ევროლიგის ფინალს გამოტოვებს, რადგან თამაში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ტარდება და ფეხბურთელის უსაფრთხოება დაცული არ იქნება. ასე განსაჯა „არსენალმა” და გადაწყვიტა სომეხი ვარსკვლავი ლონდონში დატოვოს. „არსენალი” 29 მაისს „ჩელსის” ხვდება. მხითარიანმა ამ სეზონში „მეთოფეთა” შემადგენლობაში ევროლიგის ათ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინგლისური პრესა წერს, რომ მან გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მწვრთნელმა უნაი ემერიმ სომეხი...
ტოპ-6 და ლივერპულის ეკონომ-რეჟიმი
ბრიტანელ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმში ბარე ორი გაეჯიბროს, მაგრამ იქაც არინ გამორჩეულები. დევიდ ორნშტეინი BBC-ში მუშაობს. არავინ იცის რა გზებით, მაგრამ დევიდის ხელში ყოველთვის უტყუარი ინფორმაცია იყრის თავს. თუ აქამდე ორნშტეინი „არსენალზე“ იყო დასპეციალებული, წინა გადაცემაში პრემიერლიგის ტოპ-ექვსეულის სატრანაფერო გეგმებსა და ამოცანებზე საათნახევარი ისაუბრა. მისი ნათქვამი თეზისებად ასე გამოიყურება: ყველაზე დიდი ცვლილებები „მანჩესტერში“ იგეგმება. „არსენალის“ სატრანსფერო გეგმები...
ინგლისმა ისტორია დაწერა
ინგლისი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროპის ორი მთავარი საკლუბო შეჯიბრების, ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის ფინალში ოთხი გუნდი გაიყვანა. სხვა სიტყვებით, მადრიდშიც და ბაქოშიც ინგლისური ფინალი გაიმართება. ეს მას მერე გაირკვა, რაც ხუთშაბათს, ევროლიგის ნახევარფინალებში, „არსენალმა” და „ჩელსიმ” იყოჩაღეს. „ჩელსის” ფრანკფურტის „აინტრახტის” დასაძლევად მატჩისშემდგომი პენალტების სერია დასჭირდა (ორივე შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა), ხოლო „არსენალმა” „ვალენსიას”...
წამსვლელ-დამრჩენები არსენალში
აარონ რემზიმ „არსენალისგან” სამახსოვრო ჯილდო მიიღო და ცრელმი მოერია — 28 წლის ფეხბურთელი მთელი 11 წლის განმავლობაში „მეთოფე” იყო, ახლა კი თავისი ცხოვრების კლუბს დაემშვიდობა. უელსელის სამწუხაროდ, მან „ემირეით სთედიუმზე” სეზონის ბოლო შეხვედრაში („ბრაიტონთან” 1:1) ტრავმის გამო ვერც კი ითამაშა. ის თამაშს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა და მხოლოდ მატჩისშემდგომ ცერემონიალზე გამოიძახეს. სამაგიეროდ, ცერემონიალი ისეთი ემოციური გამოდგა,...

