არსენალელებს, დავიდ ლუისსა და დანი სებალოსს თანაგუნდელების წინაშე ბოდიში მოახდევინეს. მიზეზი: წინა კვირაში, ვარჯიშზე, მათ ერთმანეთს ცხვირ-პირი დაუნაყეს. როგორც ამბობენ, ჩხუბის წამომწყებმა ესპანელმა სებალოსმა სავარჯიშო მოედანი სახედასისხლიანებულმა დატოვა. ამბავი ზუსტად ერთი კვირის წინ მოხდა. 24 წლის სებალოსი ლუისთან საჩხუბრად პირველი წამომხტარა. ამის დანახვაზე თურმე თანაგუნდელებიც წამოხტნენ და წაკიდებულები გააშველეს, ოღონდ მანამდე მათ ერთმანეთის გვემა მაინც...
ჭდე: არსენალი
კვიპროსელი თურქები არსენალის წინააღმდეგ
„არსენალს” ორმაგ სტანდარტებსა და მესუთ იოზილის დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი. კვიპროსელ თურქთა ასოციაციის საბჭომ პრემიერლიგის კლუბს გუშინ წერილი მისწერა, რომელშიც ჩრდილო ლონდონელები ეროვნებით თურქი და აღმსარებლობით მუსლიმი გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონის ჩაგვრაში დაადანაშაულა. წერილში არის ასეთი წინადადება: „თქვენ აშკარად ეწევით ჩვენი საზოგადოების დისკრიმინაციას”. ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 300 000 კვიპროსელ თურქს აერთიანებს. თავმჯდომარე ერთუგრულ მეჰმეთი „არსენალს” უცხადებს,...
პოგბას თავი ეზიზღება
პოლ პოგბამ ყველას გასაკვირად ბრალი აღიარა — როგორც თავად თქვა, მისმა „სულელურმა შეცდომამ” „მანჩესტერ იუნაიტედს” „არსენალთან” 0:1 წააგებინა. მანჩესტერელთა ნახევარმცველმა, რომელიც კლუბმა „იუვენტუსისგან” 2016 წელს 105 მილიონ ევროდ დაიბრუნა, შეხვედრის 69-ე წუთზე ექტორ ბელერინი წააქცია, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტი გაიტანა. ეს გახლდათ სულშერის მე-100 თამაში „იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში, რომელიც ნორვეგიელს ბუნებრივია ჩაშხამდა. მეორე მხრივ, „არსენალისთვის”...
დიდი კაცების ფეხბურთი
დიდი ფეხბურთის სათამაშოდ მხოლოდ ნიჭი არ კმარა. არც შრომისმოყვარეობაა საკმარისი. კიდევ რაღაც არის საჭირო, რაც მაგარ ფეხბურთელს მაგარ კაცად აქცევს. ხვიჩა კვაეაცხელიას ტალანტზე დღეს ყველა მსჯელობს, ვისაც არ ეზარება და ერთი ხანობა იმის საფრთხეც იყო, ვარსკვლავური სენი არ შეყროდა. თქვენც არ მომიკვდეთ! ამ ყმაწვილმა ბიჭმა ერთი საქციელით მეტოქე ფეხბურთელების და ქომაგების გული ერთბაშად მოიგო. ტულის...
სასწაული
საოცარი, წარმოუდგენელი ამბავი მოხდა წუხელ ლონდონში: „არსენალი“ ირლანდიური „დანდალკის“ ევროპა ლიგის მატჩში ინგლისელებმა ირლანდიურ კლუბს 3:0 სძლიეს და სტუმრები 90 წუთი ერთხელაც არ დაჯარიმებულან… დიახ, არც ერთი (0) ჯარიმა მთელი თამაშის განმავლობაში. ასეთი რამ, ალბათ, აღარც განმეორდება – „დანდალკი“ ისტორიში ჩაიწერება. „არსენალს“ რაც შეეხება, 20-ჯერ დაარღვია წესები და ჯარიმების საერთო სტატისტიკაც ასეთი დაფიქსირდა: 20:0! გინახავთ...
წითელი და თეთრი
ლონდონის „არსენალის“ ყოფილ მწვრთნელს, არსენ ვენგერს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაახსენეს, რომ მანჩესტერული კლუბიდან შეთავაზება ჰქონდა. ვენგერმაც გაიხსენა, თუ რატომ თქვა უარი იქ გადასვლაზე. „სიტიდან“ არა, „იუნაიტედიდან“ მქონდა. არ გეტყვით ეს რომელ წელს იყო. მე უარი ვუთხარი, იმიტომ რომ, „არსენალში“ ვმუშაობდი. „მეთოფეებთან“ სიყვარულის ისტორია მაკავშირებს. ჩემი ცხოვრება წითელი და თეთრი ფერებია. როდესაც კლუბში მივედი, განსაკუთრებული შარმი...
უელბეკი უოტფორდს დაშორდა
თავის დროზე ინგლისელთა იმედი დენი უელბეკი, რომელიც ბოლო დროს ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ ირჯებოდა, უკლუბოდ დარჩა. „უოტფორდმა“ თავის ოფიციალურ საიტზე მასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ დაწერა. 29 წლის ფეხბურთელის კლუბთან ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს ეწურებოდა, მაგრამ მხარეებმა ის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ახლა ის თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ გუნდში შეუძლია უფასოდ გადასვლა. არადა, კლუბის ყველაზე მაღალანზღაურებადი მოთამაშე იყო...
არსენალმა ჩაილივერპულა
იმ დღეს, როდესაც მერსისაიდზე covid 19-ის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, „არსენალმა” „ლივერპულს” საფხებურთო შეზღუდვებიც დაუწესა: პირველად, 39 მიყოლებული თამაშის შემდეგ, ლივერპულელებმა თავიანთ სტადიონზე გოლი ვერ გაიტანეს. ბოლოს ასეთი რამ 2019 წლის თებერვალში ჩემპიონთა ლიგაზე, „ბაიერნის” წინააღმდეგ მოხდა. მასპინძელთა მხრიდან გოლის ვერ გატანა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის მეოთხედფინალში „არსენალის” გადახალისებული შემადგენლობა გასულიყო. შეხვედრის...
ლებრონის მუზა: კარგი ღვინო
მოგეხსენებათ, NBA-ს ფინალური ეტაპი ორლანდოში ტარდება და კალათბურთელებს დროებითი საცხოვრებლები აქვთ ნაქირავები. ჰოდა, სოცქსელების დიდი მოყვარული ლებრონ ჯეიმსის საცხოვრისის კადრები დიდი განსჯის საგანი გახდა. ფოტოებზე კალათბურთის ლეგენდას აღდგენითი პროცედურებისთვის საჭირო ტექნიკის, ტელევიზორების და ნოუთბუქების გარდა, ღვინის 19 ბოთლიც დაუთვალეს. ლებრონი არც მალავს საკუთარ მისწრაფებას: „მე საუკეთესო კალათბურთს ვთამაშობ იმიტომ, რომ საუკეთესო სასმელს ვსვამ“. ლებრონისთვის ღვინო...
კლოპმა კინს შეუტია
„ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდასა და ტელეექსპერტ როი კინს მატჩისშემდგომ გადაცემაში შეუტია. მიზეზი: ირლანდილემა კლოპის გუნდის თამაშს „არსენალის” წინააღმდეგ („ლივერპულმა” მოიგო 3:1) „დაუდევარი” უწოდა. როდესაც გერმანელს კინის ნათქვამი გადასცეს, მან ყურებს არ დაუჯერა და ინფორმაციის გადამოწმება ისურვა. კლოპი: „მართლა თქვა, რომ დღეს ჩვენ დაუდევრად ვითამაშეთ? თუ ასეა, ეტყობა სხვა ფეხბურთს უყურებდა, რადგან ჩვენს...









